Yearly Archives: 2016

ახალქალაქში დედისა და 3 შვილის მკვლელობაზე 24 წლის კაცი დაიჭირეს

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

(Jnews) ახალქალაქთან, სოფელ ვაჩიანში მოკლული 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის  საქმეზე იმავე სოფლის მცხოვრები 24 წლის ნოდარ აკოპოვი დააკავეს. ამის შესახებ, ინფორმაცია შს სამინისტრომ ორშაბათს, 11 ივლისს გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა. […]

მოსკოვში წარმოშობით თბილისელი “ავტორიტეტი”, შაქრო კალაშოვი დაიჭირეს

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

(‘კვირის პალიტრა’) მოსკოვში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან კავშირში და რესტორნის მფლობელისგან დიდძალი თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი. […]

დმანისთან 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ბიძგები სამშაბათს, დაახლოებით 14:14 საათზე  მოხდა. როგორც DFWatch-ს ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უთხრეს, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან, დაახლოებით 10-15 კმ-ში მდებარეობდა. თბილისში სწორედ დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა. […]

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მთავრობიდან მიდიან, აგულაშვილი – პარტიას ტოვებს და მინისტრად რჩება

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღო მათი შეთავაზება, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში არჩევნებამდე დარჩენილიყვნენ. […]

“ცენტრ-პოინტის” მენეჯერები დააკავეს

By | July 10th, 2016|Categories: ამბები|

რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ კბილაშვილს მის მიმართ პირადი მოტივი ამოძრავებდა.(IPN) კვირას, 10 ივლისს სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩატარდა. დილით ჯერ 2 თანამშრომელი დააკავეს, შუადღისთვის კი კომპანიის ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილის სახლშიც მივიდნენ დაკავების ორდერით, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.   […]

ჰაერი დაბინძურების გამო საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

By | July 9th, 2016|Categories: ამბები|

  დაღუპულთა რაოდენობა ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია  ამბობს, რომ  საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტრანსპორტია. ყველაზე მწვავე მდგომარეობა კი ამ მხრივ თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი. მურღულიამ ამის შესახებ,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. […]

ვარშავის NATO-ს სამიტიდან საქართველოს „კონკრეტული“ მოლოდინი აქვს, რომელიც MAP-ს არ უკავშირდება

By | July 8th, 2016|Categories: ამბები|

8 ივლისს პარასკევს ვარშავაში NATO-ს ორდღიანი სამიტი გაიხსნება, სადაც მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სამიტზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალი გზები იქნება შემუშავებული. […]

ხაჯიმბა მზადაა გადადგეს, თუ 10 ივლისის რეფერენდუმში დამარცხდება

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

(Sputnik Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტი  რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ გადადგომისთვის მზადაა,  თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს,  „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხვადასხვა შეფასებით  მიტინგზე ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. […]

მოესწრება თუ არა უვიზო მიმოსვლა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე?

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

ხუთშაბათს, 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი დილით უყარეს და შედეგები მალე რეკომენდაციად სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტში (LIBE) გადაიგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ეს კომიტეტი კი საქართველოს საკითხს სექტემბერში განიხილავს. […]

სკანდალური განცხადების გამო თბილისმა შეიძლება, ამერიკიდან ელჩი გაიწვიოს

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შესაძლოა ან საყვედური გამოუცხადონ ან თანამდებობა დაატოვებინონ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ის „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გაუშვან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ 2 ივლისს "ნეტგაზეთთან" ხელისუფლებაში არსებული პრორუსული ძალების არსებობაზე გაკეთებული განცხადების გამო სასწრაფოდ გამოიძახა. ელჩი თბილისში 6 [...]

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეუფარდეს

By | July 6th, 2016|Categories: ამბები|

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეეძლება მიმართოს – ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ან  პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით  (იხილეთ ბრალდებულის წარმოთქმული სიტყვა სასამართლოზე). […]

არეულობა სოხუმში – ოპოზიციამ დე ფაქტო შს მინისტრი გადააყენა

By | July 6th, 2016|Categories: ამბები|

(Sputnik Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო  შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა, იმ დრომდე, ვიდრე ე.წ. პროკურატურა მოკვლევას დაასრულებს. ძაპშბას ადგილი მისმა მოადგილე ბორის აბიტოვმა დაიკავა. […]

ობობა ტარანტული თბილისში – როგორც უნდა დავიცვათ თავი

By | July 6th, 2016|Categories: ამბები|

თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დაავადებათა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, რომ ობობა შხამიანია, მაგრამ საშიში არ არის. […]

სჯობს, ითქვას სიმართლე, თუნდაც ქვეყანამ იზარალოს: უსუფაშვილი ჩატაევის საქმეზე

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩატაევთან და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე იყო დაფარული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, „დღეს სჯობს ყველაფერი ითქვას და სიმართლე გავიგოთ“. […]

სულხან მოლაშვილის სახელობის 5000-ლარიანი პრემია დაწესდება

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

კულტურის პალატა სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ, 5 000-ლარიან პრემიას აწესებს. ამის შესახებ, ორშაბათს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. […]

ეუთო-ს რეზოლუციას მოსკოვი „ანტირუსულად“ აცხადებს

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა ორშაბათს დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი – კონფლიქტი საქართველოში. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3 წევრი იყო. ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. […]

სუბარი და სესიაშვილი აცხადებენ, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების აგენტი იყო

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

„ეს ცნობილი ტერორისტი (ახმედ ჩატაევი) თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა,“ – აცხადებს დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი. […]

ჰქონდა თუ არა ახმედ ჩატაევს საქართველს მოქალაქეობა

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

რუსული მხარე აცხადებს, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი რუსეთის მოქალაქე აღარაა და მან სირიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამ ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ. […]

კონკურსი ჟურნალისტებისათვის „მონაწილეობის ლიდერები“

By | July 3rd, 2016|Categories: Uncategorized|

ფონდი „სხვა სივრცე“ და DF Watch იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში „მონაწილეობის ლიდერები“. დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის კონტექსტში. […]

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში ისრაელიდან და უკრაინიდან რეისები შეფერხებით განხორციელდა

By | July 2nd, 2016|Categories: ამბები|

30 ივნისის ღამით, უამინდობის გამო უკრაინიდან და ისრაელიდან გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის აეროპორტის ნაცვლად ერევანში ჩაფრინდა. როგორც DFWatch-თბილისის აეროპორტის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, უამინდობის გამო გუშინ მხოლოდ ეს ორი  – თელავივისა და კიევის რეისები -განხორციელდა შეფერხებით. […]

შტაინმაიერი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი საბოლოოდ სექტემბერში გადაწყდება

By | July 2nd, 2016|Categories: ამბები|

ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. […]

ვინ იქნება „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი?

By | June 30th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილის აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ის პოლიტიკურ ლიდერად გააქტიურდება, მანამდე კი პარტიის სახელით პოლიტიკაზე ვერ ილაპარაკებს. […]

ახალი ამნისტიით 116 ხანდაზმული პატიმარი და ბრალდებული გათავისუფლდება

By | June 28th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტმა „ამნიისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით, 77 ხმით დაამტკიცა , რაც  ნიშნავს, რომ გათავისუფლდებიან ხანდაზმული პატიმრები, კერძოდ კი, 65 წელს ზევით ასაკის ქალები და 70-ს გადაცილებული მამაკაცები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს.    […]

მერაბიშვილსა და უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ

By | June 28th, 2016|Categories: ამბები|

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში გადაყვანაზე უარი ეთქვათ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ორშაბათს, 27 ივნისს გამოაცხადა. მოთხოვნაზე უარის თქმის არგუმენტი ისაა, რომ ორივე მაღალჩინოსანი ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები. […]

„კანონიერ ქურდს“, რომლის ამბავსაც შსს „ოდესელების პროვოკაციას“ უწოდებს, პატიმრობა შეეფარდა

By | June 24th, 2016|Categories: ამბები|

ე. წ. კანონიერ ქურდს  დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას, მეტსახელად „სვანი“,  რომელთან  დაკავშირებული პროცესებიც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ოდესელების პროვოკაციად“  შეაფასა და რომლის დაკავების მიზნითაც 22 ივნისს, ოთხშაბათს ჩატარებული ეფექტური ღონისძიებებისთვის შს მინისტრს  პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს, მადლობა გადაუხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  […]

საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია „იმედში“

By | June 24th, 2016|Categories: ამბები|

ტელეკომპანია „იმედში“ ყველასთვის მოულოდნელად საინფორმაციო სამსახურის უფროსი  მაია თაბაგარი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა. ახალმა უფროსმა ჟურნალისტებთან პირველი თათბირი უკვე ჩაატარა. […]

პარლამენტმა „სექსუალური შევიწროვების შესახებ“ კანონი არ მიიღო

By | June 24th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც სექსუალური შევიწროვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცხადდებოდა როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.), ისე შრომითი ურთიერთობისას (სამსახურში) და რომლის ბრალდებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს სამინისტროში 50-მდე, სახალხო დამცველის აპარატში კი ორი განცხადებაა შესული. […]

შსს ამბობს, რომ უკრაინამ კანონიერი ქურდის შესახებ არ აცნობა

By | June 23rd, 2016|Categories: ამბები|

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით  გერლიანი მეტსახელად „სვანი“, რომელიც 18 ივნისს ოდესიდან გამოაძევეს და რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა და აეროპორტი ისე დატოვა, რომ არ დაუკავებიათ,  22 ივნისს, ოთხშაბათს,  საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. ამის შესახებ, ოთხშაბათს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე  მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. […]

პროკურატურის ცნობით, ეროსი კიწმარიშვილმა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოიკლა თავი

By | June 23rd, 2016|Categories: ამბები|

ტელე-კომპანია „რუსთავი 2″ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიპლომატისა და პოლიტიკოსის, ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვის საქმის გამოძიება დაასრულა. როგორც ოთხშაბათს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის  მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა რომელიმე სხვა პირს ჩაედინა.   […]

რატომ დაიბარეს გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში?

By | June 21st, 2016|Categories: ამბები|

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე დღეს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაბარებული. როგორც მისი გამოძახების უწყებაშია (რომელიც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თავად თარგამაძემ  გაასაჯაროვა) აღნიშნული, თარგამაძე გამოკითხვაზე  მის მიერ კვირას, 19 ივნისს გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, რომლის მიხედვითაც „ე.წ. კანონიერი ქურდმა, დათო გერლიანმა (დათო სვანი) საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“. […]

მართლადიდებელი ეკლესიების დიდი კრება საქართველოს გარეშე მიმდინარეობს

By | June 20th, 2016|Categories: ამბები|

კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ ორშაბათს, 20 ივნისს მუშაობა და დოკუმენტების განხილვა ოფიციალურად დაიწყო, თუმცა მასში 14 ავტოკეფალური  ეკლესიიდან ოთხი, მათ შორის საქართველო, არ მონაწილეობს. […]

ნარმანია ამბობს, რომ სექტემბრიდან „სითი პარკს“ ტროტუარებს ჩამორთმევს

By | June 19th, 2016|Categories: ამბები|

სექტემბრიდან, შესაძლოა, მანქანების ტროტუარზე პარკირება აიკრძალოს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხუთშაბათს რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, „სითი პარკის“ პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მინიმუმ 20–25 მილიონი ლარის გადახდა იქნება საჭირო. […]

რას გულისხმობს კანოპროექტი, რომლის მიზანიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა

By | June 17th, 2016|Categories: ამბები|

ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა ახალი კანონი ამოქმედდეს.  საუბარია, მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს, რომ პარტია საარჩევნოდ საბაზო დაფინანსების (წელიწადში 300 000 ლარი) 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ  შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის (მდედრობითი) ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი.  […]

მერკელი: გერმანია ვიზალიბერალიზაცის მხარს უჭერს

By | June 16th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

(Facebook) „საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. […]

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება

By | June 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

(trend.az) საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაც არის ცნობილი და რომლის პროექტსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზეირბაიჯანის რკინიგზის უფროსის ჯავიდ გურბანოვის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. […]

საქართველოს ეკლესია დიდი კრების მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს აღასრულებს, რომლებსაც დაეთანხმება

By | June 13th, 2016|Categories: ამბები|

ქართული ეკლესიის დელეგაცია წმინდა კრებაზე დასწრებას არ აპირებს (patriarchate.ge) მართლმადიდებელი ეკლესიების დიდ და წმინდა კრებაზე, რომელიც 16 ივნისს კუნძულ კრეტაზე იხსნება, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია არ მიდის. ამჟამად, კრეტაზე საკუთარი დელეგაციის გაგზავნაზე, ოფიციალურად, უარს ამბობენ ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები. სერბეთმა კი მხარი დაუჭირა კრების თარიღის გადაწევას. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებით, კრება მაინც შედგება და მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება სავალდებულო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. […]

მეცნიერებათა აკადემია ახალ კანონპროექტს აპროტესტებს

By | June 11th, 2016|Categories: ამბები|

ვანო კიღურაძე (ipn) „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც აკადემიის ხელმძღვანელობასა და მისავე წევრ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა,  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი კენჭისყრა პარასკევს, 10 ივნისს ვერ შედგა, რადგან როგორც DFWatch-ს  პროექტის ავტორმა ვანო კიღურაძემ უთხრა, კვორუმი ვერ შედგა. შესაბამისად, განხილვა შემდეგ სასესიო კვირაში გაიმართება. […]

“პატრიოტთა ალიანსი” ახალ ბლოკს ქმნის, თოფაძე-მეჭიაურთან თანამშრომლობას გამორიცხავს

By | June 9th, 2016|Categories: ამბები|

კახა კუკავა თამაზ მეჭიაურთან და გოგი თოფაძესთან ახალი კოალიციის თანამშრომლობას გამორიცხავს (ipn) წინასაარჩევნოდ კონსერვატიულ ფლანგზე “პატრიაოტთა ალიანსი”, რომელსაც ბევრი მიმომხილველი მომავალ პარლამენტში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს, ახალ კოალიციას ქმნის, სადაც რამდენიმე ცნობილი, თუმცა არცთუ მაღალი მხარდაჭერის მქონე, პოლიტიკოსები ერთიანდებიან. […]

ვეგანური კაფე „კივი“ ახალ ადგილს ეძებს

By | June 9th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

“კივი” კაფე მეზობლების უკმაყოფილების გამო ახალ ტერიტორიას ეძებს (DFwatch) “მფლობელის შვილმა ასე გვითხრა, ვეგეტარიანული კაფე გამიგია, მაგრამ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და კაცს, რომელსაც პეპლებიანი და ყვავილებიანი შარვალი აცვია, ვერასდროს მივიღებთო” –  ლაშა, თბილისში ერთადერთი ვეგანური კაფე „კივის“  თანამშრომელი, DFWatch-თან მეზობლების მიერ მათ დისკრიმინაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის გამო იძულებულნი არიან კაფე სხვა ადგილას გადაიტანონ. […]

“კონიფამანია” აფხაზეთში

By | June 8th, 2016|Categories: ამბები|

აფხაზეთი გამარჯვებას ზეიმობს (Facebook) ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული ტერიტორიული წარმონაქმნების ე.წ. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი უდიდეს დღესასწაულად იქცა, რომელიც „ოქროს ასოებით“შევა  „რესპუბლიკის“ ისტორიაში. […]

Maroon 5-ის კონცერტი ბათუმში

By | June 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

(CheckinGeorgia) ბათუმში, „საოცრებათა მოედანზე“, ანბანის კონშკთან 7 ივნისს გრემის მფლობელი ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის, Maroon 5-ის კონცერტი, მიუხედავად ძლიერი წვიმისა, სრული ანშლაგით დასრულდა. […]

ივანიშვილი: ხალვაშს და დვალს ფინანსურ გარანტად დავუდგები და გვარამიას არ შეეხონ

By | June 7th, 2016|Categories: ამბები|

(2030) ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი არჩევნებამდე არ დასრულდეს, ხოლო თუკი მაინც დასრულდება, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს ფინანსურ გარანტად დადგომას სთავაზობს, ოღონდ „არ შეეხონ გვარამიასა და მენეჯმენტს“. […]

„იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია“ – ივანიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილი მისთვის აღმოჩენაა

By | June 7th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მისთვის აღმოჩენა იყო (2030) ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამჟამინდელ პრემიერ კვირიკაშვილში მან თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ ნახა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, ტექნოპარკში მიმდინარე შეხვედრაზე სამშაბათს განაცხადა. […]

საკონსტიტუციო სასამართლოზე ახალი კანონი საკონსტიტუციოშივე გასაჩივრდება

By | June 6th, 2016|Categories: ამბები|

არასამთავრობო სექტორი კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ისევ კრიტიკის საგანია. ამჯერად 34 არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი არა მარტო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს, არამედ პრეზიდენტის მიმართაც. […]

ხმაურის რეგულირების საკითხი პარლამენტმა მეორედ ჩააგდო

By | June 6th, 2016|Categories: ამბები|

ამ კანონის განხილვა შემდეგი მოწვევის პარლამენტამდე ვეღარ მოესწრება. (parliament.ge) ხმაურის შესახებ კანონს, რომელიც  თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  თედო კობახიძემ 2016 წლის იანვარში წარადგინა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა  მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ DFWatch-ს თედო კობახიძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობის მიზეზი საკრებულოში ამ პრობლემაზე მოქალაქეთა მიერ შეტანილი ასეულობით განცხადება გახდა. […]

კოსოვოს გაწევრიანების შემდეგ, ფიფა-ს წევრობაზე აფხაზეთიც მიმართავს

By | June 6th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ფიფას მატჩ-აგენტები დაგ ლარსონი (ცენტრში) და სერგეი აზიზოვი (მარჯვნივ) სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ ფიფა-ს მისი წარმომადგენლების განცხადებებსა და აფხაზეთში ჩასვლაზე რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა. (Sputnik-Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა  აპირებს,  ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) გაწევრიანების თხოვნით მიმართოს. დე-ფაქტო პრემიერ არტურ მიქვაბიას თქმით, განაცხადზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ფიფაში ახლო მომავალში გაიგზავნება. თუმცა, თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ  აფხაზეთს ფიფა-ს წევრობის არანაირი შანსი არ აქვს. […]

რატომ ჩაიშალა საერთაშორისო როკ-ფესტივალი ზაჰესში

By | June 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

Jam Fest, რომელიც ზაჰესში იმართებოდა, ჩაიშალა (ფოტო: ედიტა ბადასიანი) შაბათს, საერთაშორისო ორდღიანი როკ-ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2016 ჩაიშალა, რომელიც 4-5 ივნისს თბილისში, ზაჰესის საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო უკრაინელი, აზერბაიჯანელი, შვედი, სომეხი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. […]

სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გასაჩივრებას აპირებს

By | June 3rd, 2016|Categories: ამბები|

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ დისკუსია ‘რედისონში’ გაიმართა (Facebook) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში სამი პრობლემური დებულებაა და მათი არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით  საკონსტიტუციო სასამართლოს  შეცვლილი კანონის ძალაში შესვლისთანავე  მივმართავთ,“ – უთხრა DFWatch-ს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ბურჯანაძემ, ამ კანონპროექტზე პარასკევს სასტუმრო „რედისონში“ გამართული დისკუსიის დასრულების შემდეგ. […]

მყინვარწვერზე უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

By | June 3rd, 2016|Categories: ამბები|

პაველ სივოკონი მეუღლესთან, ასევე ჟურნალისტ ნატალია გუზენკოსთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ კარპატებში. (Facebook) ყაზბეგში, მყინვარზე ასვლისას, უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა. მთამსვლელების თქმით, ის მოყვარულ მთამსვლელი იყო და მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. როდესაც ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. […]

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ პირებს 7-10-ათასიანი გირაო შეუფარდეს

By | June 3rd, 2016|Categories: ამბები|

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელოში, სოფელ კორცხელში კვირას, 22 მაისს საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. […]

განათლების მინისტრი შეიცვალა

By | June 3rd, 2016|Categories: ამბები|

პრემიერ მინისტრმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გაათავისუფლა და მის ნაცვლად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა (Facebook) განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  თანამდებობიდან გათავისუფლდა.  ამის შესახებ, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  მანვე მინისტრობის ახალი კანდიდატურა – ალექსანდრე ჯეჯელავა – წარადგინა. […]

„მაესტრომ“ ყველა ბიზნეს-გადაცემა გააუქმა, 32 თანამშრომელი ფაქტობრივად გათავისუფლებულია

By | June 2nd, 2016|Categories: ამბები|

ტელეკომანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ბიზნეს გადაცემების ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის შემდეგ, ხელშეკრულება გადაცემის ყველა, 32-ივე თანამშრომელს შეუჩერდა. ამის შესახებ DFWatch-ს „მაესტროს“ ბიზნეს გადაცემების პროდიუსერმა, თამუნა ქემერტელიძემ უთხრა. […]

Maroon 5-ის კონცერტზე ბათუმის სასტუმროები გადავსებულია

By | June 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ბათუმში 5-8 ივნისისთვის, როცა პროექტ checkingeorgia-ს ფარგლებში  პოპულარული ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტია დაგეგმილი, სასტუმროების ფაქტობრივად ყველა ნომერი უკვე დაჯავშნულია.  […]

პროკურატურა კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის გირაოს მოითხოვს 

By | June 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შსს-ს მიერ კორცხელის ინციდენტში 6 პირის ბრალდებულად ცნობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა დღეს ამ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართავს. „ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სს დევნა. კონკრეტულად 6 პირი არის პასუხისგებაში მიცემული, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილს ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ, დღეს [...]

მარგველაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ არის თავქარიანი, „მოძველბიჭო“ დაჯგუფება

By | June 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პრეზიდენტის განცხადებას იმაზე, რომ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნების რეპეტიცია იყო და მას აქვს ეჭვი, რომ „მმართველ კოალიციაში არის გარკვეული „მოძველბიჭო დაჯგუფება“, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი სისტემა გადმოიფორმა“, მთავრობის წევრების საპასუხო განცხადებები მოჰყვა იმაზე, რომ არც ერთი „ძველი ბიჭი“ მათთან არ მუშაობს. […]

შსს-მ კორცხელის ინციდენტზე სპორტსმენებს ბრალი წარუდგინა, გეგეშიძეს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება

By | June 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300 10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. მათგან ერთს - ვლადიმერ გეგეშიძეს, ბერძნულ-რომაული სტილში მოჭიდავესა და საქართველოს ნაკრების წევრს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავდამსხმელთა ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებდა, 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ [...]

თბილისის ზოოპარკს 22 ახალი ცხოველი შეემატა

By | June 1st, 2016|Categories: ამბები|

თბილისის ზოოპარკმა გერმანიისა და ბელგიის ზოოპარკებისგან საჩუქრად 22 ახალი ცხოველი  მიიღო. ისინი თბილისში ორშაბათს, გამთენიისას ჩამოიყვანეს. საუბარია 7 სამხრეთამერიკულ კოატიზე, 2 ინდურ მაჩვზღარბასა და 10 ზოლებიან მანგუსტზე, რომლებიც გერმანიის დუისბურგის ზოოპარკიდან გამოგზავნეს. 3 ლურჯი გნუ კი ბელგიიდან ჩამოიყვანეს. […]

სოხუმში ფეხბურთის „მსოფლიო ჩემპონატს“ ატარებენ

By | June 1st, 2016|Categories: ამბები|

“ჩემპიონატის” გახსნის ცერემონიალი (facebook) სოხუმში დიდი ზეიმია. შაბათს, 28 მაისს სტარტი აიღო 12 არაღიარებული რეგიონისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა – CONIFA, რომელიც 5 ივნისამდე გაგრძელდება და ეს მოვლენა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია მედიისა და სოციალური ქსელების მთავარ განსახილველ თემადაა გადაქცეული. […]

„მაესტროდან“ ისაკაძე გაუშვეს. არხი შეიძლება, მისმა გუნდმაც დატოვოს

By | May 31st, 2016|Categories: ამბები|

გიორგი ისაკაძემ არ დააკონკრეტა, ხედავს თუ არა იმის საფრთხეს, რომ სხვა თანამშრომლებსაც მოუწიოთ ტელეკომპანიის დატოვება ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნეს-გადაცემების – „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილასა“ და „ანალიტიკას“ – 29-კაციანი გუნდი აცხადებს, რომ გადაცემათა იდეის ავტორისა და მენეჯერის, FORBES GEORGIA-ს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის გარეშე ამ პროექტების კეთება ვერ წარმოუდგენიათ, უთხრა DFWatch-ს გადაცემათა პროდიუსერმა თამუნა ქემერტელიძემ. […]

“რუსთავი 2”-ში ელოდებიან, რომ სააპელაციო 3 ივნისს მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს

By | May 31st, 2016|Categories: ამბები|

სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 3 ივნისს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოსმენით განახლდება, და არის მოლოდინი, რომ კოლეგია სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს და  ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გასული წლის ნოემბერში მიღებულ იმ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. […]

თბილისის ვეგანური კაფე დაარბიეს – „მწვადების სროლა დაიწყეს, ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული“

By | May 30th, 2016|Categories: ამბები|

„აგრესიის ძირითადად მიზეზი კაფეში მყოფთა გარეგნობა – შეღებილი თმა, პირსინგი, ტატუ და მათთვის არასასურველი, მიუღებელი დამოკიდებულებაა მაგალითად, ლგბტ პირების მიმართ, რომლებიც ამ კაფეში დადიან-ხოლმე“ – აცხადებს „კივის“ თანამშრომელი (DFWatch) თბილისში ერთადერთ ვეგანურ კაფეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან  180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. ამის შესახებ DFWatch-ს  შსს-ში უთხრეს. […]

დაღესტნის მოჭიდავეთა გუნდმა რუსეთის ჩემპიონატი დემარშით დატოვა

By | May 30th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

დაპირისპირება ისმაილ მუსუკაევსა (მარცხნივ) და ვიქტორ ლებედევს შორის იაკუტსკში (news.ykt.ru) რუსეთის თავისუფალ ჭიდაობაში დიდი სკანდალია – დაღესტნის გუნდმა სრული შემადგენლობითა და დემარშით დატოვა ქვეყნის ჩემპიონატი და არავინ იცის, წავლენ თუ არა  ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ტიტულოვანი მოჭიდავეები ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ღირსების დასაცავად. […]

საქართველოს დროშის ფერებში განათებული სხვადასხვა ქვეყნის ნაგებობა-ღირსშესანიშნაობები

By | May 27th, 2016|Categories: ამბები|

26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთო 17  ქვეყნის ქალაქების ღირშესანიშნაობები. როგორც DFWatch-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით მოხდა. […]

საქართველოს ეკლესია კრეტას „დიდ კრებაზე“ გასატან ორ საკითხს ისევ უპირისპირდება

By | May 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

(patriarchate.ge) წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ეკლესიების მღვდელმთვარების მიერ ოთხშაბათს, 25 მაისს ჩატარდა,  განსახილველი თემა 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელ ეკლესიათა „წმინდა და დიდ კრებაზე“ გასატანი დოკუმენტები  იყო და, როგორც სხდომის ოქმიდან გამოჩნდა, საქართველოს ეკლესია კრებაზე გასატანი 6 დოკუმენტიდან 2-ზე ისევ განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს. […]

სააკაშვილის ადმინისტრაციაში უკრაინის გენპროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა (ვიდეო)

By | May 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

დღეს უკრაინის გენპროკურატურამ ოდესის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა, რამაც მიხეილ სააკაშვილის აღშფოთება გამოიწვია და მას უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ნიღბიან წარმომადგენლებთან მცირე შეხლა-შემოხლა მოუხდა. […]

სააკაშვილი: „წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე“

By | May 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

2012 წლის აღლუმი ქუთაისში. ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე ხვდება, დაპოსტა თავის ფეისბუქის გვერდზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. […]

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები

By | May 25th, 2016|Categories: ამბები|

დამოუკიდებლობის დღე, 2015 წელი (Dfwatch) საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს თბილისში – თავისუფლების მოედანზე; კახეთში – იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხე სიმაგრეში, სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში,  წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. […]

„ნაციონალების“ მიერ წუთიერ დუმილზე უარის თქმა პარლამენტში გინებით დასრულდა

By | May 25th, 2016|Categories: ამბები|

2011 წლის 26 მაისის თემაზე პარლამენტარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ipn.ge) ქუთაისში ოთხშაბათის პლენარული სხდომა დიდი ჩხუბით გაიხსნა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიტიკური განცხადებები ნუგზარ წიკლაურმა და ზაზა პაპუაშვილმა გააკეთეს. წიკლაურმა 22 მაისს კორცხელის ინციდენტში ვიცე-პრემიერის დაკითხვა […]

ISFED: „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა კანონშია”

By | May 24th, 2016|Categories: ამბები|

მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმ.დირექტორი: “კანონის დახვეწა შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში პრობლემა არის ის, თუ რამდენად ეფექტურად და მყისიერად რეაგირებს პოლიცია თუნდაც არსებული კანონის პირობებში” (ფოტო: მზია საგანელიძე, “რადიო თავისუფლება”) ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევებისას მყისიერი რეაგირება არსებული კანონითაც შესაძლებელია და ხელისუფლებამ ჯერ არსებული რეგულაციების პირობებში უნდა გვაჩვენოს ეფექტური და მკაცრი რეაგირება, სხვა შემთხვევაში კანონის გამკაცრებაზე საუბარი ტრაფარეტულია.  […]

არჩევნებზე ძალადობა 4-წლამდე პატიმრობით დაისჯება: კანონპროექტი

By | May 24th, 2016|Categories: ამბები|

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300 პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე სასჯელი შეიძლება მკვეთრად გამკაცრდეს. ამის შესახებ კანონპროექტი, პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ სასწრაფოდ მოამზადა და სამშაბათს მთავრობის სხდომაზეც წარადგინა. […]

შსს: კორცხელის ამბებზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჯერ არავინ დაუკავებიათ

By | May 24th, 2016|Categories: ამბები|

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300 სამეგრელოში, სოფელ კორცხელში შაბათს საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 125-ე ცემის მუხლით დაიწყო. დაკავებული არავინაა. […]

ივანიშვილი: „ნაციონალებმა“ მეცნიერება გაანადგურეს

By | May 24th, 2016|Categories: ამბები|

(Facebook) „ახალი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ  მეცნიერებას რაც ჰქონდა, ის ღირსება დაუბრუნდეს,“ – განაცხადა ექსპრემიერა ბიძინა ივანიშვილმა ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც დიღომში აშენდება. […]

როდიდან შეძლებს საქართველო ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას?

By | May 22nd, 2016|Categories: სპორტი|Tags: , , |

პრესტიჟული და უძველესი სარაგბო ტურნირის - ექვსი ერის ჩემპიონატის - გაფართოების შესაძლებლობას საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი ლაშა ხურციძე 2020 წლამდე გამორიცხავს. ამის შესახებ ხურციძე DFWatch-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს ექვს ერში მონაწილეობის შესაძლებლობა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არ მიეცემა. შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, [...]

ძოძუაშვილი: „არასწორია სამინისტროს ერთ-ერთი უწყება უფროსის ქმედებების მართლზომიერებას იკვლევდეს“

By | May 19th, 2016|Categories: ამბები|

უჩა ძოძუაშვილი: „არასწორია სამინისტროს ერთ-ერთი უწყება უფროსის ქმედებების მართლზომიერებას იკვლევდეს” (Facebook) სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი, რომელიც საკუთარ გათავისუფლებას „აბსურდულს, უსაფუძვლს, არასამართლიანსა და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელს“ უწოდებს, დარწმუნებულია, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე მთავრობა ცალკე გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ იქნება – ამის შესახებ ძოძუაშვილმა  DFWatch-ს განუცხადა. […]

ლადო ვარდოსანიძე: თბილისის მერმა მაგიდაზე მუშტი უნდა დაჰკრას და თქვას, რომ მოუვლის ამ ქალაქს

By | May 19th, 2016|Categories: ამბები|

ფოტო: ‘რადიო თავისუფლება’ ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე „პანორამა თბილისის“ პროექტზე, ასევე  ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარის გაცვლისა და მის მიმდებარედ 29 ჰექტარის გაყიდვაზე სერიოზული, კომპლექსური ექსტერტიზის ჩატარებას მოითხოვს, მის გარეშე რაიმე განხილვას კი როგორც მერიის, ისე გარემოსდამცველების მხრიდან არასერიოზულს უწოდებს. […]

სამხრეთ ოსეთში 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა, 16 დაშავდა

By | May 19th, 2016|Categories: ამბები|

Sputnik Ossetia publishes photo provided by the witness. 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 16-მა სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა ხუთსაბათს დილით დაახლოებით 10 საათზე სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ავარიაში. […]

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ „დელტას“ უფროსი მოხსნეს

By | May 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

უჩა ძოძუაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება არ უნახავს. თუმცა თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, ის „აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელი“ იქნება. (Facebook.) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე პასუხისმგებელი სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ერთადერთი, რაც ამ დროისათვის უწყებაში გვითხრეს, ის არის, რომ ძოძუაშვილს თანამდებობა საკუთარი სურვილით [...]

რას მოუტანს გაზის სატრანზიტო დერეფანი საქართველოს

By | May 17th, 2016|Categories: ამბები|

თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე დღეს პირველი მილსადენი ჩაიდო (Facebook) საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ახალი ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც დასასწრებლად სამშაბათს, 17 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრნენ.   […]

თბილისში ლგბტ აქტივისტები პოლიციის ოპერჯგუფმა დააკავა

By | May 17th, 2016|Categories: ამბები|

სტენსილი აქტივისტების დაკავების შემდეგ მალევე გადაღებეს (DFWatch) თბილისის იერსახის დამახინჯების ბრალდებით,  სამშაბათს, გამთენიისას, დაკავებული  10-ვე ლგბტ  საზოგადოების უფლებადამცველი აქტივისტი უკვე გათავისუფლებულია. 3 მათგანი, რომლებიც რუსთაველზე ზებრა გადასასვლელის შეღებვის გამო დააკავეს,  დაკავებიდან მალევე გაათავისუფლდნენ. ხოლო 7 პირის საქმეზე, რომლებიც საპატრიარქოს კედელზე სტენისლების გაკვრის გამო დააკავეს, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. […]

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიქიიდან 1 წლის შემდეგ: ფოტორეპორტაჟი

By | May 17th, 2016|Categories: ამბები|

Zurab Gurielidze with Rhino Manuela (DFWatch) თბილისის ზოოპარკი 100-ზე მეტი ცხოველის, მათ შორის ისეთების მოლოდინშია, რომლებიც აქამდე არ ჰყოლია, აცხადებს მისი დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, რომელსაც DFWatch ძველი ზოოპარკის მდგომარეობასა და ახლის მშენებლობაზე ესაუბრა. […]

საქართველო ამერიკასთან პირდაპირი საჰაერო კავშირის შესაძლებლობას განიხილავს

By | May 17th, 2016|Categories: ამბები|

ჩინურ „ჰუალინგ ჯგუფს” საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოჰყავს, რომელმაც რეისები უნდა განახორციელოს „ევროპისა და აზიის მიმართულებით… ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას“,  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინური კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 9 მაისს განაცხადა. […]

რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილება

By | May 16th, 2016|Categories: ამბები|

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უსწრაფესად, სამ დღეში განიხილა და მიიღო კიდეც, საკონსტიტუციო სასამართლოშივე გასაჩივრდება. […]

ალასანიას პარტია შაბათს საპროტესტო აქციებს იწყებს

By | May 16th, 2016|Categories: ამბები|

ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციებს იწყებს (DFWatch) „თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ  ორშაბათს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციებს იწყებს. […]

„კაბელების საქმის“ ხუთივე ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

By | May 16th, 2016|Categories: ამბები|

  ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ისინი თავდებით იყვნენ გათავისუფლებულები, ამიტომ განაჩენის გამოცხადებისთანავე ხუთივე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.  […]

სექსუალური შევიწროვება შეიძლება, კანონით დასჯადი გახდეს

By | May 15th, 2016|Categories: ამბები|

ხიდაშელი: ამ კანონპროექტის (შექმნის) მიზეზი სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში გახდა (ipn.ge) სექსუალური შევიწროვება, რომლის ბრალდებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს სამინისტროში 50-მდე, სახალხო დამცველის აპარატში კი ორი განცხადებაა შესული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. […]

კვირიკაშვილი: ივანიშვილის წრეგადასული კრიტიკა უმადური საქციელია

By | May 15th, 2016|Categories: ამბები|

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებთან ერთად. (Facebook) „არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ გადის კონტროლს და ფილტრაციას… ხოლო რაც ივანიშვილის მისამართით დღეს ხდება, ეს უკიდურესად უმადური საქციელია ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან“, –  ეს განცხადება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.  […]

დოლიძე: „არაფერს გამოვრიცხავ, გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი პოლიტიკური კოალიციისა“

By | May 15th, 2016|Categories: ამბები|

„ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კოალიცია არ იქნება, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გიდასტურებთ,“ აცხადებს ვიქტორ დოლიძე (news.ge) „არაფერს გამოვრიცხავ,  გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი პოლიტიკური კოალიციისა თუ ალიანსისა. მე ჩემ აზრს გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, პარტიის ყველა წევრი იგივე  აზრისაა,“ აცხადებს DFWatch-თან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი ვიქტორ დოლიძე. […]

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები

By | May 13th, 2016|Categories: ამბები|

US soldier. May 26, 2015, Tbilisi (DFWatch) საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე ნოქალაქევში, იყალთოსა და ვარძიაში   წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. […]

„არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი“ – ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდის

By | May 12th, 2016|Categories: ამბები|

ბურჭულაძე: „არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი” მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. ამასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“ იწყებს. […]

ისრაელის გენერალი კეზერაშვილის მოქრთამვის საქმეზე დაკითხეს

By | May 12th, 2016|Categories: ამბები|

ისრაელის პოლიციაში დაკითხეს ბრიგადის ყოფილი გენერალი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ექსმინისტ დავით კეზერაშვილის მოქრთამვაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს. […]

პრემიალური განუკითხაობა ცესკოში – ყოფილ და ამჟამინდელი თავმჯდომარეები ხელფასის ოდენობის პრემია-დანამატებს იღებდნენ

By | May 11th, 2016|Categories: ამბები|

ცესკოს ა/ო „სამართლიანი არჩევნები“ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.   ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით,  ცესკო-ს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების ჯამური რაოდენობა ხელფასებს უტოლდება, რიგ შემთხვევებში 200%-საც კი აღემატება და ეს სისტემური პრობლემაა. […]

ატენში სტალინის ბიუსტი ჯერ შეღებეს, შემდეგ კი მოხსნეს

By | May 11th, 2016|Categories: ამბები|

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ორშაბათს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით დადგმული სტალინის ბიუსტი, რომელსაც გვიან ღამით საღებავი გადაასხეს, გორის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურმა დემონტაჟი ჩაუტარა. […]

8 ივნისი – წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე შეთანხმება მიღწეულია

By | May 10th, 2016|Categories: ამბები|

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყება (ipn) პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოთხი თვით ადრე, 8 ივნისს დაიწყება. […]

„მეჭიაური უნდა გარიცხონ, თუ ამის უნარი აქვთ“ – „რესპუბლიკელები“ „ოცნების” წინააღმდეგ

By | May 10th, 2016|Categories: ამბები|

„რესპუბლიკელები“ თამაზ მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ დეპუტატის ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო განცხადებებით პარტიას დაღუპავს. მეჭიაური კი ასეთ პირობას აყენებს: თუ რესპუბლიკელი მინისტრები, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას დატოვებენ, თავადაც წავა „ქართული ოცნებიდან“. […]

შოთაძე : „პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიებას ბრალდებული ჯერ არ ჰყავს“

By | May 9th, 2016|Categories: ამბები|

შოთაძე : „პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიებას ბრალდებული ჯერ არ ჰყავს“ (ipn) მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე  გამოძიებას ბრალდებული არ ჰყავს. […]

ალასანია ივანიშვილს რადიკალური პროტესტით ემუქრება

By | May 8th, 2016|Categories: ამბები|

Irakli Alasania live on Pirveli TV (still from the channel) იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო “კაბელების საქმეზე” გამამტყუნებელ განაჩენს, გამოიტანს, ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციებით იმუქრება და დაიწყებს მომხრეების მობილიზებას ბიძინა ივანიშვილის “არაფორმალური მმართველობის” წინააღმდეგ, მათ შორის – ფიზიკურადაც. […]

არასამთავრობოები და ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობლივ აქციას აწყობენ

By | May 7th, 2016|Categories: ამბები|

(DFWatch) 7 მაისს, შაბათს 13 საათზე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე ოპოზიციური პარტია ექსპრემიერ ივანიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავს კოჯრის გზატკეცილზე, ტელეკომპანია GDS-თან, იქ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს. […]

როდის მისცემს სტარტს საარჩევნო კამპანიას პრეზიდენტი, უცნობია

By | May 6th, 2016|Categories: ამბები|

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, როდის გამოსცემს გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას. მიუხედავად  იმისა, რომ 14 აპრილს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას მაისის დასაწყისში გააკეთებდა. […]

ინციდენტი: „თურქიშის“ თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა

By | May 6th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის აეროპორტში „თურქიშ აირლაინზის“ თვითმფრინავის რთულად დაჯდომის გამო, 5 მაისს სტამბოლის მიმართულებით ერთი რეისი გაუქმდა, მგზავრები კი ამავე კომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდნენ. […]

უდესიანს და მუხაძეს ხარძიანის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

By | May 6th, 2016|Categories: ამბები|

2015 წლის 28 მარტს მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების იძულებით დათმობის  საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გლდანის მე-8 საპყრობილისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძესა და კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი უდესიანს ბრალი წაუყენა. […]

ვაშაძემ „ნაცმოძრაობა“დატოვა, მიზეზი – ბოკერია, მაჭავარიანი, გოგორიშვილი, გაბაშვილი და „ფასადად ქცეული“ ბაქრაძე

By | May 5th, 2016|Categories: ამბები|

გიორგი ვაშაძე: „ჩვენი ამომრჩეველი პარტიისგან ელოდებოდა ინოვაციებს,.. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა… ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.“ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ  დატოვა და  თქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის  შექმნას გეგმავს. […]

მეცნიერებათა აკადემიკია და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კანონში ცვლილებებზე ვერ შეთანხმდნენ

By | May 5th, 2016|Categories: ამბები|

მეცნიერებათა აკადებია (Facebook) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მეცნიერებათა აკადემიის წევრები კანონპროექტის ავტორს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს უპირისპირდებიან.   […]

უეფამ კოსოვო აღიარა, საქართველომ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

By | May 4th, 2016|Categories: ამბები|

#Kosovo sports journalists in #Budapest cried tears of happiness as @uefa announced the newest member, our republic. pic.twitter.com/OEzq2QA002 — Petrit Selimi (@Petrit) May 3, 2016 უეფა-მ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო. მის გაწევრიანებას მხარი 28 ქვეყანამ დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყო საქართველოც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკუთარი სეპარატისტული რეგიონების - [...]

2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა „ალიანსმა“, „ოცნებამ“ და „გირჩმა“ მიიღო

By | May 4th, 2016|Categories: ამბები|

Alliance of Patriots on a hunger strike after by-election in Kakheti (IPN) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიათა შემოწირულობებზე მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა. 2016 წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 604 526 ლარი ოდენობის შემოწირულობა მიიღეს. ყველაზე მეტი „პატრიოტთა ალიანსს“ ერგო, რომელსაც მოჰყვება „ქართულ ოცნება“ და „გირჩი“. წინა სამ თვესაც პირველ-მეორე ადგილებს „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ინაწილებდნენ. […]

“ნაციონალ” დეპუტატებს ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

By | May 4th, 2016|Categories: ამბები|

ლევან ბერძენიშვილი: „ქართული დელეგაციის ორმა წევრმა თავი შეიკავა მხარი დაეჭირა რეზოლუციისათვის, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ქართველებს ეკუთვნით ვიზა-ლიბერალიზაცია და სადაც ეწერა, კარგი იქნება, თუკი ეს ივნისში მოესწრებაო” საპარლამენტო უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობას” ევროკავშირთან ვიზების გაუქმების პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებს. […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე

By | April 30th, 2016|Categories: ამბები|

სინოპტიკოსები აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა […]

რას გულისხმობს „ეს შენ გეხებას“ მიერ ფარული მოსმენებზე შემუშავებული კანონპროექტი

By | April 30th, 2016|Categories: ამბები|

ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე, სამოქალაქო საზოგადობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ფარული მიყურადების კანონპროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები გააცნეს. […]

აღდგომაზე თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

By | April 29th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის მერიის ინფორმაციით,  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები) მგზავრებს დედაქალაქში უფასოდ მოემსახურება. […]

საქართველოს მოსახლეობა15-%-ით შემცირდა

By | April 28th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონზე ცოტა მეტია. ეს მაჩვენებლი 2002 წლის აღწერის შედეგთან  შედარებით 15%-ით ნაკლებია. მოსახლეობის 52,3%-ს ქალები შეადგენენ, 47,7%-ს მამაკაცები. თბილისის მოსახლეობა გაზრდილია 2,5%-ით და 1,1 მილიონს შეადგენს. […]

რას ეწინააღმდეგება საქართველოს ეკლესია „დიდ და წმინდა კრებაზე“ გასატანი ექვსი საკითხიდან

By | April 28th, 2016|Categories: ამბები|

ანდრია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი (patriarchate.ge)   16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე მსოფლიოს ყველა, 14-ივე საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „დიდ და წმინდა კრებას“ პირველად ატარებს და ეს მართლმადიდებელ სამყაროში დიდი მოვლენაა. […]

გეოპოლიტიკა, „ნაციონალები“ და „არც თუ ნორჩი სტალინელები“ – უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის სამ „მცირე“ დაბრკოლებას ასახელებს

By | April 28th, 2016|Categories: ამბები|

უსუფაშვილი: ერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ „მცირე პრობლემას“ ხედავს – ერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს  უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას. […]

ზაფხულიდან თბილისი-ბათუმის რეისზე შვეიცარული ორსართულიანი მატარებლები ივლის

By | April 27th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

“შტადლერის” ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაციის მარატებელი. ცურიხი, შვეიცარია. შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებლები, რომლითაც მგზავრებს, თბილის-ბათუმის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება, საქართველოში  ივლისიდან შემოვა. […]

„ნაცმოძრაობა“ რუსთავის მერიის მოხელეებს პარტიის წევრის ცემაში ადანაშაულებს

By | April 27th, 2016|Categories: ამბები|

(geotimes.ge) „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მამუკა აბულაძის თქმით, წუხელ ღამით, საკუთარ ბარში რუსთავის მერიის რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. […]

დედა-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საბერძნეთიდან უნდა ჩამოიყვანონ

By | April 27th, 2016|Categories: ამბები|

დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა როდის ან საერთოდ თუ მოხდება ბრალდებულის ჩამოყვანა, ჯერ ცნობილი არ არის.  […]

შალვა რამიშვილისა და „იმედის“ გენდირექტორის ურთიერთბრალდებები

By | April 26th, 2016|Categories: ამბები|

შალვა რამიშვილის აცხადებს, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა (Facebook) „იმედიდან“ გათავისუფლებული შალვა რამიშვილის განცხადებას, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა,  გიორგი ბახტაძეც გამოეხმაურა და ორი განცხადება გაავრცელა. 22 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ბახტაძე ამბობს, რომ  რამიშვილი, თათია სამხარაძის (იგივე ტასო  ბარნოვას, „შალვა რამიშვილის შოუს“ ყოფილი თანამშრომლის) მიერ ჩაწერილი აუდიო მასალის მოსმენის შემდეგ,  არაეთიკური საქციელის გამო გაათავისუფლა. 26 აპრილს  კი  სამხარაძესა და რამიშვილს მოუწოდა, რომ  გაასაჯარაონ ის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბარია. […]

აფხაზებს მონტენეგროში გამოფენა დაუხურეს. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველო ‘ბერლინის კედელს’ უშენებს

By | April 26th, 2016|Categories: ამბები|

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა  სამინისტრო  აცხადებს, რომ საქართველო მათი „რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობს და თბილისის ამ „ანტიაფხაზურ ქმედებას“ საგანგებო  განცხადებით, კატეგორიულად გმობს. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ საქართველოს ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და ჟენევაში მარტში მიღებული გადაწყვეტილება  გალში აფხაზურ-ქართული შეხვედრები ს აღდგენაზე, შეიძლება ჩაიშალოს. […]

ბაბაევი : „ჩემს ერს სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ“

By | April 25th, 2016|Categories: ამბები|

ალი ბაბაევი: „ყოველთვის ვამბობ, რომ სადაც არ უნდა იყოს, იქნება საქართველოში თუ სხვაგან, სეპარატიზმის წინააღმდეგი ვარ.“ „სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ ჩემს ერს,  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში,“ – განაცხადა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა. […]

ექსპერტი: თბილისის ხელისუფლებაში უმცირესობებს წარმომადგენელი არ ჰყავთ

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

სლავა მეჟდოიანი: „თბილისში არ გვყავს საკრებულოს წევრი უმცირესობის წარმომადგენელი. არ გამიგია სპეციალისტის დონეზეც კი გამგეობებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი, ჩვენი წარმომადგენელი იყოს, და ამას იზოლაცია ჰქვია“ „ერთ-ერთი ყველაზე მწვვე პრობლემა, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ, სახელმწიფო მშენებლობაში მათ  ჩართულობას უკავშირდება. (უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული) რეგიონების გარდა, როგორც წესი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები [...]

სტეფანიანი: 2006 წლიდან საქართველოს სომეხ და აზეირბაიჯანელ მოქალაქეებს შორის აგრესიის ზრდა შეინიშნება

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

არნოლდ სტეპანიანი: „ეს კონფლიქტი რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, არც კი ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო” „პარლამენტის  წევრმა თქვა, რომ ჰყავს 150-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი და მზად არის წავიდეს ყარაბაღში და იომოს. მართალია, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს ასე საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა იგივე განწყობა იყო ჯავახეთშიც,“ – განაცხადა  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა. […]

ხალილოვი : ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება ორად გაიყო

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

ზაურ ხალილოვი: „ნათლად ჩანდა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის ფაქტობრივად პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება, თავისი ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით, ორად გაიყო” „ერთი რამ რაც ამ ოთხდღიანი ომის პერიოდში ნათლად ჩანდა, ის იყო  რომ ქართული საზოგადოება თავისი ეთნიკური სომხებით და აზერბაიჯანელებით ორად გაიყო,“ -აღნიშნა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორმა ზაურ ხალილოვმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა. […]

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

კვლევის პრეზენტაცია რონდელის ფონდში (fes) ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით,  21 აპრილს, რონდელის ფონდში  კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში  მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისწინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს განიხილავდა. […]

ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილის აქტივების გაყინვას მოითხოვს

By | April 22nd, 2016|Categories: ამბები|

Youtube / Rep. Steve Russell ამერიკელი კონგრესმენი ოკლაჰომადან, „რესპუბლიკელი“ სტივ რასელი, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, კარგად დააკვირდეს საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ივანიშვილი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ამის გამო მისი ანგარიშების გაყინვას ითხოვს. […]

ქართულ-ოსური გამყოფი ხაზის მოსახლეობა საფლავებს ვერც წლევანდელ აღდგომაზე მოინახულებს

By | April 22nd, 2016|Categories: ამბები|

სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები  წინაპრების საფლავზე მისვლას ვერც წლევანდელ აღდგომაზე შეძლებენ. საუბარია, იმ  სოფლების  საფლავებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ოკუპაციის ხაზის გადაღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ, ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ოთხშაბათს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 65-ე  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. […]

სოხუმმა ძალაში დატოვა უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა

By | April 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

აფხაზეთში უცხოელებზე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის მიყიდვის კანონპროექტი აღარ განიხილება –  ამ საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდა, თავად კანონპროექტი კი მისმა ავტორმა, ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ახლა სახალხო კრების წევრია, უკან გაიწვია. […]

რას გულისხმობს თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები

By | April 21st, 2016|Categories: ამბები|

(ipn.ge) თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების  გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და შესაბამისად ძალიან მალე ახალი რეგულაციები  ამოქმედდება. თუმცა, კონკრეტულად როდის შევა ეს ცვლილება ძალაში,  ცნობილი არ არის. […]

სერგეენკო : საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვლება

By | April 21st, 2016|Categories: ამბები|

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვლება „2016 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის შეცვლა არ იგეგმება. თუმცა, მოიაზრება რიგი რეფორმების განხორციელება,“ – განაცხადა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ოთხშაბათს, პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის მოხსენებისას. […]

ევროკავშირი გაუქმებული სავიზო რეჟიმის აღდგენის მექანიზმზე მუშაობს

By | April 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

კახა გოგოლაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლება ევროკავშირს ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, ასე რომ ამ დათქმის ჩამატებით რეალურად არაფერი არ შეიცვლება (radio liberty) ევროკავშირმა თურქეთთან, საქართველოსთან, უკრაინას ა და კოსოვოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პუნქტი შეიტანოს, რომელიც ბრიუსელს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის  სწრაფად აღდგენის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გაზეთ Die Welt-ის საკვირაო გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. […]

„მაესტროს“ სადავო წილების მფლობელად სასამართლომ გია გაჩეჩილაძე დატოვა

By | April 18th, 2016|Categories: ამბები|

„მაესტროს“ სადავო წილების მფლობელად სასამართლომ გია გაჩეჩილაძე დატოვა ტელეკომპანია „მაესტროს“ წილებთან დაკავშირებით მიმდინარე რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის სადავო წილები კვლავ მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) საკუთრებაში რჩება. […]

რადიაქტიური ურანის 200 მილიონად გაყიდვის მცდელობაზე 6 კაცი დაიჭირეს

By | April 18th, 2016|Categories: ამბები|

რადიაქტიური ურანის 200 მილიონად გაყიდვის მცდელობაზე 6 კაცი დაიჭირეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) რადიაქტიური ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც ორშაბათს, გამართულ ბრიფინგზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები,  სომხეთისა და საქართველოს 3-3 მოქალაქე,  დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. […]

ქართული ენის დევნა გალის სკოლებში

By | April 16th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

​School in Gal, taken in August 2015 (DFWatch) გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 97% ქართველია, დღეს ერთი სკოლაც არ არის, სადაც სწავლება ქართულადაა დაშვებული. ქართველ ბავშვებს, რომლებმაც რუსულს არ ან ძალიან ცუდად […]

ფემიციდის პრობლემა საქართველოში

By | April 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა ოთხშაბათს თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილის დევნილთა დასახლებაში მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა. […]

საკონსტიტუციო სასამართლომ სუს-ს ფარული მოსმენებზე წვდომის „გასაღები“ ჩამოართვა

By | April 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების სარჩელი ორივე ნაწილში დააკმაყოფილა. (DFWatch) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღები“ ანუ ადამიანის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე  წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) აღარ ექნება. […]

DF Talk: რა გავლენა მოახდინა ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ აზერბაიჯანელ და სომხებს შორის ურთიერთობებზე საქართველოში

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა გამწვავებამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზეც. ამ ომს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, რაც პროაზერბაიჯანული ან პროსომხური ნაციონალისტური ჯგუფების წარმოჩენაში გამოიხატა. საუბარია იმაზეც, რომ  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ყარაბაღში საომრად წავიდა. აზერბაიჯანელთა და სომეხთა ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დიდ გამოწვევად რჩება. პოლიტიკური დეკლარაციების დონეზე საქართველოში ეს ურთიერთობები მეგობრულია. რეალურად, დიდწილად ასეცაა. თუმცა სხვადასხვა ძალები, მათ შორის რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფები ორივე მხრიდან სიტუაციის დაძაბვისთვის ძალას არ იშურებენ. პარასკევს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის მისი შედეგებისა და სახელმწიფოს როლზე დისკუსია გაიმართება,   Frontline Georgia-ს კლუბში. […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი “თბილისი რუმზში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას (ფეისბუქი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შესაბამის კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობასა და საჭიროებაზე საუბრობს. აპარატის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია, რომლის მიზანიც, ინსპექტორის, თამარ ქალდანის შეფასებით, არსებული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, ხუთშაბათს სასტუმრო „თბილისი რუმზსში“ გაიმართა. […]

პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის ვადას 5 თვემდე აგრძელებს

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში, არჩევნებამდე 5 თვით ადრე გამოსცემს და, შესაბამისად,  საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება. […]

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა 1 თვით გადმოიწია

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს (ipn) საპარლამენტო არჩევნების თარიღი  – 8 ოქტომბერი – ძალაში რჩება, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელის საფუძველზეც განისაზღვრა არჩევნებისა და, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი, აღმოჩნდა იურიდიული ხარვეზი, რაც სამოქალაქო სექტორმა გააპროტესტა. […]

NDI-ის კვლევით, „ოცნებას“ 15%, „ნაცმოძრაობას“ კი 13% აქვს

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|

NDI -ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15%  ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას,  13% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”,  6% – ”თავისუფალ დემოკრატებს”, 4 % – ”ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 3% –  “პატრიოტთა ალიანსს”. […]

სააკაშვილი: ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა პორნოკრატია

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

სააკაშვილი: „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ” (ipn) ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ”. […]

სააკაშვილი პოროშენკოს სამ პირობას უყენებს

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

Mikheil Saakashvili ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, […]

მეგის ქარდავას მოსკოვში ასლან აბაშიძის მომხრე გენერლის მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად: ადვოკატი

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|

პროკურატურამ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა. ბრალის დადგენილება 7 აპრილს არის გამოტანილი. […]

რუსეთმა უდიდესი ქართული ინტერნეტფორუმი დაბლოკა

By | April 12th, 2016|Categories: ამბები|

რუსეთის სასამართლომ 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უმსხვილესი ქართული ინტერნეტფორუმი forum.ge დაბლოკა. […]

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“

By | April 11th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“ (ipn) ე.წ. პანამის დოკუმენტებში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელიც  ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა […]

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ის უარყოფს

By | April 9th, 2016|Categories: ამბები|

თათია სამხარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს ექსპერტიზა უტარდება (ipn) მსახიობი თათია სამხარაძე (ფსევდონიმი – ტასო ბარნოვა) აცხადებს, რომ ჟურნალისტისა და პროდიუსერ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა. […]

სამნიძე : „რესპუბლიკელი“ მინისტრები აგვისტოში წავლენ

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

სამნიძე : „რესპუბლიკელი“ მინისტრები აგვისტოში წავლენ (ipn) რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ. ამის შესახებ სამნიძემ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. […]

Check-in Georgia – საქართველო ცნობილი მომღერლებით ტურისტების მოზიდვას აპირებს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ გიორგაძე Check-in Georiga-ს პრეზენტაციაზე (კულტურის სამინისტრო) საქართველოს ცნობადობისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით მასშტაბური მუსიკალური პროექტი Check-in Georgia იწყება, რომლის ფარგლებში 35-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი თუ კონცერტი ჩატარდება. Check-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს ეროს რამაზოტი, […]

ფარულ ჩანაწერებზე კიდევ ერთი კაცი დააკავეს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ მიმალვაში მყოფი  ერთი პირი, გიგლა შიოშვილი დააკავა. […]

„ფარული პატრულირებისა“ თუ საგზაო უსაფრთხოების წესები შეიძლება, შეიცვალოს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

საგზაო უსაფრთხოების წესები შეიძლება, შეიცვალოს (ipn) ფარული პატრულირების შესახებ კანონი, რომლის ავტორიც შს სამინისტროა და რომლის შესახებაც რამდენიმე თვეა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში მსჯელობა მიდის, შესაძლოა შეიცვალოს. […]

საია: სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს. […]

კვირიკაშვილი „ქვეყანას არ აქვს ფუფუნება 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს“

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

პრემიერ მინისტრი: „ქვეყანას არ აქვს ფუფუნება 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს“ (IPN) პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების ჩატარების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის არ შეიცვლება. ამის შესახებ პრემიერმა პარასკევს მთავრობის […]

ფარულ კადრებზე კუდ-ის უფროსის მოადგილე და 4 ოფიცერი დაიჭირეს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი პირველად არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს სამინისტროს 5 ყოფილი თანამდებობის პირი დააკავა. […]

მეჭიაური : „თუ ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება, NATO-ზე უარის თქმისთვის მზად ვარ“

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

მეჭიაური : „თუ ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება, NATO-ზე უარის თქმისთვის მზად ვარ“ (IPN) პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ბურჯანაძე-ინაშვილთან კოალიციას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუ ეს ძალები, რომელთაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული საგარეო კურსი აქვთ და პრორუსულ ძალებად მოიაზრებიან, მომავალ არჩევნებზე პარლამენტში მოხვდებიან. […]

ფონიჭალაში რელიგიურ მკლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

By | April 8th, 2016|Categories: უმცირესობები|

Banner in front of the Shia mosque saying ‘Your blood will annihilate Wahhabism and wash it off this land’ (DFWatch) 28 დეკემბერს ფონიჭალაში რელიგიურ ნიადაგზე 22 წლის ფიქრათ ახმედოვის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი რამინ ისაიევი მიმალვიდან 4 თვის შემდეგ, ხუთშაბათს საზღვარზე დააკავეს. […]

დეკლარაციის არასწორად შევსებაზე სანქციები მხოლოდ 2017 წლიდან ამოქმედდება

By | April 7th, 2016|Categories: ამბები|

დღევანდელი კანონმდებლობით პრაქტიკულად შესაძლებელია, დეკლარაციაში მონაცემები არასრულად შეიტანო და ამის გამო არავინ დაჯარიმდეს, რადგან რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობს. რა ხდება, თუკი თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციას არასრულად და არასწორად ავსებენ. დღეს მოქმედი კანონის თანახმად ეს ქმედება დასჯადია სს კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით, თუმცა არ არსებობს დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი, შესაბამისად არასწორად შევსების გამო არც არავინ ჯარიმდება და არც სს პასუხისმგებლობა ეკისრება ვინმეს. […]

შალვა რამიშვილმა არ იცის “იმედიდან” რატომ გაუშვეს, ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს

By | April 7th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

შალვა რამიშვილი ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს პოლიტიკური გადაცემა „პოლიტიკის“ წამყვანი და რამდენიმე გასართობი გადაცემის ავტორი და პროდუსერი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ გაუშვეს. […]

„გაზპრომთან“ ძველი პირობები რჩება ძალაში

By | April 7th, 2016|Categories: ამბები|

Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქართულმა მხარემ უკვე მიიღო. […]

„ოცნების“ სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატები თანამემამულეებს თავშეკავებას ურჩევენ

By | April 6th, 2016|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

Ruslan Pogosyan and Ali Mamedov (parliament.ge) საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან. […]

როგორ იმოქმედა ყარაბაღის კრიზისმა საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანელებზე

By | April 6th, 2016|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

სტეპანიანი: აგრესიის გამოვლინების ორი ქეისი უკვე გვაქვს, როდესაც აზერბაიჯანელებმა სომხების, სომხებმა კი აზერბაიჯანელების მანქანებს ქვები დაუშინეს.” 2 აპრილს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ადგილებში საომარი მოქმედებების განახლებამ  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის ურთიერთობები დაძაბა. უფრო მეტიც, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი საომრადაც კი გეგმავს წასვლას, თანაც სხვადასხვა მხარეზე – ეთნიკური აზერბაიჯანელები ოფიციალური ბაქოს მხარდასაჭერად,  ეთნიკური სომხები კი  ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის დასაცავად. […]

გორელი ლექტორი აცხადებს, რომ ანტისტალინისტობის გამო სასწავლებლიდან გაუშვეს

By | April 6th, 2016|Categories: ამბები|

არინა თავაქარაშვილი: 2015 წლის 2 ოქტომბერს, როცა, როგორც მოქალაქე, გორის საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის წინააღმდეგ გამოვედი, არ მქონია ილუზია, რომ არ გაგანაწყენებდით. მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე და ის უცვლელი იქნება (Facebook) გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის  ლექტორის თქმით,  ანტისტალინისტური პოზიციის გამო ის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პროფესორი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი ლექციები „სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა-არდადგმას შეეწირა”. […]

„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს, ორი მოწილე სახელისუფლებო წნეხზე საუბრობს

By | April 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

მაესტროში ახალი დირექტორი დაინიშნა (ipn) ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს.  პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაესტროს დირექტორი იქნება ზურაბ ნაყეური. ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად მუშაობას ხუთშაბათიდან, 7 აპრილიდან შეუდგება. […]

„ეს შენ გეხება“ : „ფარული ჩანაწერების ავტორებისა და დამკვეთების ნაწილი დღესაც სამართალდამცავ სისტემებში მუშაობს“

By | April 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

This Affects You too against secret surveillance (DFWatch) 11, 14 და 31 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებით, ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომაგენლებმა ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ორშაბათს კიდევ ერთხელ  მოუწოდეს და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნაც კიდევ ერთხელ გააჟღერეს. […]

„მაესტროში” სამშაბათს ახალი გენდირექტორი დაინიშნება

By | April 4th, 2016|Categories: ამბები|

სამშაბათს ტელეკომპანია „მაესტროში“ დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც არხის ახალი გენდირექტორის დანიშვნა გამოცხადდება, რომელსაც თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვაც დაევალება, რის გამოც ორშაბათს დილით ტელეკომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ.  აპრილს, დილის 12 საათიდან„მაესტროს“ ეთერში  საინფორმაციო გადაცემები არ გავიდა - არც საინფორმაციო გამოშვება „კონტაქტი” 12 საათზე და არც „ბიზნეს კონტაქტი” . რამდენიმე საათი ეთერში მხოლოდ სერიალები და დოკუმენტური ფილმები გადიოდა. არხის [...]

ქობულეთში, საფეხბურთო მატჩზე დაპირისპირებისას თბილისის „დინამოს“ 4 გულშემატკივარი დააკავეს

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|

თბილისის “დინამოს” ოთხი გულშემატკივარი დააკავეს (IPN) თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი კაცია დაკავებული.  DFWatch-ის ინფორმაციით,  ოთხივე დაკავებული თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარია.  […]

ორი დღით აცივდება

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|

სინოპტიკოსები 5 აპრილამდე მთელს საქართველოში კვლავ ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ. როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მიუხედავად თბილი ამინდისა, შაბათს საღამოს მთელს საქართველოში ისევ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში შეიძლება მოთოვოს კიდეც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, [...]

თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე ფიქრს იწყებს

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|

მერია თბილისელებს ტაქსების სისტემის დახვეწას პირდება „დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას. ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს,” – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  დედაქალაქში ტაქსების სექტორის რეგულირებაზე საუბრისას. […]

თბილისში 10-ის ნაცვლად 22 საარჩევნო ოლქი იქნება

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: |

(DFWatch) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცა. […]

სანიკიძე : „ვეღარ დავმალავთ, რომ „ფორუმი“ მარტო აპირებს არჩევნებზე გასვლას“

By | April 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

სანიკიძე: ‘ეროვნული ფორუმი’ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (IPN) „რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ, „ეროვნულმა ფორუმმაც“ პირდაპირ და საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად  მიიღებს. „ფორუმის“ პოლიტიკური მდივნის, გუბაზ სანიკიძის თქმით, […]

პროკურატურა: ფარული ჩანაწერები საქართველოდან არ ატვირთულა

By | April 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: |

მამუკა ვასაძე: კადრები საქართველოდან არ ატვირთულა (Ipn) „პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა,“ – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ  ფარული ჩანაწერების თემაზე მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. ვასაძემ საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და თქვა […]

მარგველაშვილი: „სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა“

By | April 1st, 2016|Categories: ამბები|

მარგველაშვილი: „სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა“ „პოლიტიკური სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა და ამომრჩეველს ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა შევთავაზოთ,“ – ასე გამოეხმაურა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტიები  დამოუკიდებლად  მიიღებენ. […]

ვალიშვილი: “გაზპრომთან მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება”

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|

Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch) “გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა  გრძელდება და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ ოთხშაბათს ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. […]

პროკურატურა: უმეტესად საქმე გვაქვს “ვირუსთან”

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ხუთშაბათს ფარული ვიდეო-კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტესად საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ეს განცხადება ზოგადად გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხება და არა კონკრეტულად ხუთშათათს გავრცელებულ [...]

პრემიერი კვირიკაშვილი: არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებაც“ მარტო გავა

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|

კვირიკაშვილი: ნორმალური და მისაღებია, თუ “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში (ipn) „არჩევნებში პარტიები გავალთ დამოუკიდებლად, ხოლო შემდგომში, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, ხდება  გარკვეული კოალიციების შექმნა,“-  ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. […]

„რესპუბლიკელები“ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ხათუნა სამნიძის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (ipn) რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, „რესპუბლიკელი“ მინისტრები კი თანამდებობებს დატოვებენ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 12 საათზე პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. […]

ინტერნეტში კიდევ ერთი „ჭუჭყიანი ჩანაწერის“ გავრცელება სცადეს

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: |

ინტერნეტში პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, ორი კვირის წინ დაანონსებული მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაუდგენელმა პირებმა ხუთშაბათს, რამდენიმე პირის ფეისბუქ გვერდზე ატვირთეს. ეს ვიდეოები „იუთუბზე“ იყო ატვირთული, თუმცა ამ დროისთვის დაბლოკილია. […]

ვლადიკავკაზში “ქართულად შენიღბული” მანდარინების პარტია გაანადგურეს

By | March 30th, 2016|Categories: ამბები|

ვლადიკავკაზში 20 ტონა მანდარინი გაანადგურეს (ipn) ჩრდილოეთ ოსეთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან  საქართველოდან შეტანილი 20 ტონა მანდარინით დატვირთული სატვირთო მანქანა დააკავეს და შემდეგ ხილი ვლადიკავკაზში ბულდოზერით გაანადგურეს. […]

მიუხედავად პროტესტისა, „რუსთავისა“ და „ბანის“ კონცერტმა ვლადიკავკაზში ანშლაგით ჩაიარა

By | March 29th, 2016|Categories: ამბები|

„რუსთავისა“ და „ბანის“ კონცერტმა ვლადიკავკაზში ანშლაგით ჩაიარა. რუსული ტურნეს ფარგლებში ქართული ანსამბლების, „რუსთავისა“ და „ბანის“, კონცერტებმა 25-27 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ანშლაგით ჩაიარა, თუმცა დაცვის განსაკუთრებული ზომების პირობებში. დაცვის ზომების გამკაცრება კი იმის გამო გახდა საჭირო, რომ სამხრეთ ოსეთში ამ გასტროლებმა დიდი პროტესტი გამოიწვია, ცხინვალელები ღონისძიების ჩაშლითაც იმუქრებოდნენ. […]

რესპუბლიკური პარტია არჩევნებამდე კოალიციაში რჩება

By | March 29th, 2016|Categories: ამბები|

დავით უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია მომავალ არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე მსჯელობს (ipn) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებს გასვლას რესპუბლიკური პარტია, იქნება ისევ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თუ კოალიციის გარეშე, სავარაუდოდ ამ კვირას გაჟღერდება, ზოგიერთი ცნობით – ოთხშაბათს. ამ თემის ირგვლივ საუბარი ორშაბათიდან გააქტიურდა, რასაც „რესპუბლიკელი“ ლიდერების ორაზროვანმა განცხადებებმაც შეუწყო ხელი. […]

„სუხიშვილები“: მოსკოვში ოფიციალური გასტროლი არ ყოფილა, პირადი ვიზიტი იყო

By | March 29th, 2016|Categories: ამბები|

მიხაილ გუცერიევი შაბათს მოსკოვში მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, „სუხიშვილების“ საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმაც მიიღო მონაწილეობა. საუბარია ინგუშური წარმომავლობის რუს ოლიგარქზე, მიხაილ გუცერიევზე, […]

ტუღუში : „შსს-მაც და პროკურატურამაც იცის, ვინ ახორციელებდა ფარულ მიყურადებას “

By | March 28th, 2016|Categories: ამბები|

ლაშა ტუღუში (DFtalk) „მოსალოდნელია დაბომბვა, ანუ  ინტერნეტ სივრცეში ერთდროულად არა ერთი ან ორი, არამედ ასეულობით უკანონო ჩანაწერი გამოიყაროს,“ – ამბობს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებაზე საუბრისას გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებისთვის 2013 წელს  შექმნილი კომისიის წევრი იყო. […]

ვერძეული : კადრების გავრცელება შეტევაა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ

By | March 28th, 2016|Categories: ამბები|

სოფო ვერძეული (DFtalk) „მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების მოსმენის შემდეგ,  მიჩნდება განცდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ავტორებს გარკვეული დასაყრდენი მმართველ ძალაშიც გააჩნიათ“, – თქვა  ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა, ფარული მიყურადების თემაზე გამართულ დისკუსიაზე. […]

პრეზიდენტის მრჩეველი : მოხელემ, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, თანამდებობა უნდა დატოვოს

By | March 28th, 2016|Categories: ამბები|

სოფო ვერძეული, კახა კოჟორიძე, დომინიკ ცაგარა, ლაშა ტუღუში (DFtalk) „პოლიტიკური ნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების საქმე გამოიძიონ, ქვეყანაში არ არის,“ – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების ფაქტებზე გამართულ დისკუსიაზე. […]

ქორწინების განსაზღვრებაზე საერთო-სახალხო განხილვა იწყება

By | March 25th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებზე რეგიონებში საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა პარასკევს კახეთის რეგიონში, თელავში გაიმართა, სადაც კომისია მოსახლეობის მოსაზრებებს ისმენს. […]

გერმანელი ტყვეების სავარაუდო სასაფლაოზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

By | March 25th, 2016|Categories: ამბები|

ტერიტორია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალს შორის (Khvtiso Turdziladze) მოძრაობა „პარტიზანულმა მებაღეობამ“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟას მე-6 კვარტალს შორის ტერიტორიაზე, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით,  მეორე მსოფლიო ომის გერმანელი ტყვეების სასაფლაოა, კორპუსის მშენებლობა იგეგმება. […]

სპეცუბნები უქმდება, პრობლემა რჩება

By | March 23rd, 2016|Categories: ამბები|Tags: |

ე.წ. სპეცუბნები უქმდება, მაგრამ მხოლოდ ტექნიკურად, ხმის მიცემის წესი კი უცვლელი რჩება და სამხედრო მოსამსახურეებს ისევ უნარჩუნდებათ უპირატესობა მაჟორიტარები, მერები ან გამგებლები იქ აირჩიონ, სადაც დისლოცირებულია მათი სამხედრო ნაწილი და არა იქ, სადაც რეგისტრირებულები არიან. ამდენად, სამხედროების ხმებით მანიპულირების შესაძლებლობა ისევ არსებობს.   არადა, სწორედ ხმის მიცემის წესი იყო და არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის [...]

“მასტერას” 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

By | March 22nd, 2016|Categories: ამბები|

სამშაბათს, 22 მარტს გამთენიისას ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი  გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ექსტრადირება განხორციელდა. დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს და მას განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება. […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: კანონის გამკაცრებაზე ერთსულოვნად შევთანხმდით

By | March 22nd, 2016|Categories: ამბები|

პოლიტიკოსი ქალების  პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორმა მოქმედი კანონმდებლობის გამკაცრებაზე დაიწყეს საუბარი. როგორც DFWatch-თან ინტერვიუში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს,  სწორედ კანონის […]

საპატრიარქო: ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელება გამიზნულ ბოროტებაა

By | March 22nd, 2016|Categories: ამბები|

„ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ,“ – […]

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

By | March 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. „ტერორისტული აქტების შემდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა გამკაცრებულია, მათ შორის საზღვრებზე, აეროპორტებში და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე“, - განაცხადა DFWatch-თან საუბრისას სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა. მანამდე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ცნობები „2030“-მა გაავრცელა. როგორც ნინო გიორგობიანი DFWatch-თან აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, [...]

აბაშიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს საკმარისი ინფორმაცია არ მიაწოდეს

By | March 21st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან უერთიერთობის საკითხებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით გაოცებულია და ძალიან წუხს, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას  პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული მხარის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ორშაბთს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როდესაც კარასინმა გააკეთა განცხადებები, ფიზიკურად იქ არ იყო, რათა მყისიერად გაეცა პასუხი, [...]

რაზე შეთანხმდნენ „მაესტროს“ მფლობელები

By | March 21st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„მაესტროს“ მფლობელებს შორის არსებული რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ მხარეებმა - ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) და 25%-იანი წილის მფლობელმა, დიზაინერმა მაკა ასათიანმა შეთანხმებას მიაღწიეს. ორშაბათს მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, ტელეკომპანიის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები, რომ „მაესტროს“ ლოგო და სახელი, რომლის გარეშეც არხი რამდენიმე დღე მაუწყებლობდა,  ეთერში დაბრუნებულიყო, პასუხისმგებელ პირად ტელეკომპანიაში  ნეიტრალური პიროვნება დანიშნულიყო, [...]

ეკონომიკის მინისტრი: სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების გადმოაქვთ

By | March 21st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მიზნით, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების გადმოტანა ხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე- პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისგან იღებს და აღნიშნა, რომ ორშაბათს 21 მარტს, DCFTA-ის მიმდინარეობა ევროკომისართან შეხვედრაზე [...]

პრეზიდენტი: „კარასინს ადეკვატური პასუხის გამცემი უნდა ჰყავდეს“

By | March 21st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

„მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი პრაღაში, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსი დიპლომატის გამონათქვამის საპასუხოდ, სადაც საქართველოს ოფიციალური პირები, მათ შორის თავად პრეზიდენტი, ანტირუსული რიტორიკაში არიან დადანაშაულებული. „პირველ არხთან“ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინი პოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აბაშიძე ვალდებულია პასუხი [...]

საქართველოში რობი უილიამსის, ეროს რამაცოტის და სხვა „მსოფლიო ვარსკვლავების” კონცერტი იგეგმება

By | March 18th, 2016|Categories: ამბები|

პრემიერი: მთავრობის სარეზერვო ფონდი კულტურის სამინისტროს ამ პროექტისთვის თანხას გამოუყოფს (Ipn) საქართველოს კულტურის სამინისტრო აპრილიდან კონცერტების ორგანიზებას გეგმავს, რომელზეც მსოფლიოში პოპულარული შემსრულებლები იქნებიან მოწვეული. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რობი უილიამსთან და ეროს რამაცოტისტან. სხვა მუსიკოსების ვინაობა არ სახელდება, არც ის, რა დაუჯდება ეს აქცია ქვეყნის ბიუჯეტს. […]

საქართველო „ოკუპაციის კანონს“ არ აუქმებს, მაგრამ გამონაკლისს დაუშვებს

By | March 18th, 2016|Categories: ამბები|

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს. საქართველო უარს აცხადებს „ოკუპაციის შესახებ კანონის“ გაუქმებაზე, თუმცა იმ რუს დეპუტატებს, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული აქვთ, გამონაკლისი წესით, საქართველოში შემოუშვებენ და რუსეთის დელეგაციას თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო სხდომაზე დასწრება შეეძლება. […]

კარასინი ხიდაშელის ნათქვამზე: ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ

By | March 16th, 2016|Categories: ამბები|

რუსი დიპლომატი მიუღებლად მიიჩნევს ქართველი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ანტირუსულ რიტორიკას და აცხადებს, რომ რუსეთის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ოთხშაბათს პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან მორიგი შეხვედრისას ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.   […]

უკანონო ვიდეოებზე 4 კაცია დაჭერილი, საქართველო “გუგლს”, “ფეისბუქს” და “იუთუბს” დახმარებას თხოვს

By | March 16th, 2016|Categories: ამბები|

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარულ ჩანაწერების შენახვა-გავრცელების გამო ორშაბათს შუა ღამით ორი პირი  – ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავა. პროკურატურის განცხადებით,  […]

ამერიკელები ბათირაშვილის გარდაცვალებას საბოლოოდ ადასტურებენ

By | March 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

  ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სირიის მიმართულების სამხედრო მეთაური, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ შიშანი (აბუ ომარ „ჩეჩენი“) ამერიკული საჰაერო იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან  გუშინ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, სი-ენ-ენი ავრცელებს. კონკრეტულად როგორ იქნა მოძიებული ინფორმაცია ბათირაშვილის გარდაცვალებაზე, ამაზე დეტალური ცნობები არ ვრცელდება. ერთ-ერთ მტკიცებულებად პენტაგონი იმ გარემოებას ასახელებს, რომ [...]

სამოქალაქო სექტორი სპეციალურ საგამოძიებო ფორმატს ითხოვს

By | March 15th, 2016|Categories: ამბები|

This Affects You Too (DFwatch) საქართველოში მოქმედი  არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტების გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას მოითხოვენ, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ. […]

პრეზიდენტი: შავბნელი ძალები, ვინც საზოგადოებას აშანტაჟებს, სამაგალითოდ დაისჯებიან

By | March 14th, 2016|Categories: ამბები|

Giorgi Margvelashvili (Official Photo) „გარანტიას გაძლევთ, რომ ამ კრიმინალებთან ბრძოლა მიგებული იქნება და ის შავბნელი ნაძირლები, რომლებიც ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას ცდილობენ, დამარცხდებიან და სამაგალითოდ დაისჯებიან,“ –  განაცხადა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების პასუხად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. […]

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ჩანაწერი გავრცელდა

By | March 14th, 2016|Categories: ამბები|

აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ დილით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო „ფეისბუქში“ მის გვერდზე უცნობი პირის ან პირების მიერ აიტვირთა სოციალური ქსელის, Youtube-ის მეშვეობით ორშაბათს დაუდგენელმა პირებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი უკანანო ფარული ჩანაწერი გაავრცელეს და სხვა ჩანაწერების გამოქვეყნებაც დააანონსეს. ვიდეოს თან ახლავს მინაწერი, რომ კადრები ერთ-ერთი პოლიტიკოსის […]

ინგა გრიგოლია: „არსად წასვლას არ ვაპირებ! დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!“

By | March 14th, 2016|Categories: ამბები|

Inga Grigolia (Facebook) ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საკუთარი საინფორმაციო გადაცემის დაწყებისას თქვა, რომ ის არის ერთ-ერთი, ვისაც ფარული ჩანაწერის გავრცელებით დაემუქრნენ. სოციალურ ქსელ Youtube-ის მეშვეობით ორშაბათს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ამ ვიდეოს ტან ახლდა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვის შესახებაც მორიგი ჩანაწერები გამოქვეყნება იგეგმება. გრიგოლიამ [...]