კოსოვოს გაწევრიანების შემდეგ, ფიფა-ს წევრობაზე აფხაზეთიც მიმართავს
ფიფას მატჩ-აგენტები დაგ ლარსონი (ცენტრში) და სერგეი აზიზოვი (მარჯვნივ) სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ ფიფა-ს მისი წარმომადგენლების განცხადებებსა და აფხაზეთში ჩასვლაზე რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა. (Sputnik-Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) გაწევრიანების თხოვნით მიმართოს. დე-ფაქტო პრემიერ არტურ მიქვაბიას თქმით, განაცხადზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ფიფაში ახლო მომავალში გაიგზავნება. თუმცა, თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ აფხაზეთს ფიფა-ს წევრობის არანაირი შანსი არ აქვს. […]