bidzo

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებთან ერთად. (Facebook)


არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ გადის კონტროლს და ფილტრაციასხოლო რაც ივანიშვილის მისამართით დღეს ხდება, ეს უკიდურესად უმადური საქციელია ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან“, –  ეს განცხადება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაიმედისეთერში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა

კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილის დემონიზაცია მიდის და ის ამას არ იმსახურებს.

„2009-20111 წლები რომ გავიხსენოთ, რამხელა იმედგაცრუება, უიმედობა იყო და ამ ადამიანმა, იმ პირობებში, როცა რეპრესიული მანქანა მოქმედებდა, ძალიან დიდი რისკი გასწია. მე მის ქველმოქმედებაზე არ ვილაპარაკებ, საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. მართლა არ მესმის და გაკვირვებული ვარ, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პარტიული სტრუქტურის წარმომადგენლები არ არიან და არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისინი ამ დემონიზაციის კამპანიის მსხვერპლი რომ ხდებიან. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის უღირსი საქმე. ეს უკიდურესად დიდი უმადურობის გამოხატვაა ამ ადამიანის მიმართ. მას არავისთვის თავი არ შეუწყენია, გააკეთა თავისი საქმე და წავიდა,“- ამბობს პრემიერი.

კვირიკაშვილის თქმით, კრიტიკა ყველასი შეიძლება, მაგრამ ეს კრიტიკა ზომიერი უნდა იყოს და არა წრეგადასული, რომელიც აბსოლუტურად უღირს საქციელში, პირად შეურაცხყოფებში გადადის.

მისი თქმით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ დღევანდელი მთავრობა კონსულტაციებს მართავდეს ექსპრემიერთან და რაღაც საკითხზე შეიძლება აზრთა გაცვლა-გამოცვლა არსებობდეს.

„ვინც მიცნობს, ვინც იცის ჩემი  ურთიერთობის ისტორია ბიძინა ივანიშვილთან, ძალიან კარგად იცის, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც რაიმე პრინციპულ საკითხზე გავაკეთებ  ისეთ კომპრომისს, რომელზეც  არ ვარ თანახმა“, – აღნიშნავს პრემიერი.

კვირიკაშვილი ირწმუნება, რომ მთავრობა დამოუკიდებელია და არაბუნებრივი უფრო ისაა, როდესაც ოდესის გუბერნატორი საქართველოში მართავს პარტიას.

„როდესაც პრემიერად მოვდიოდი, მასთან საუბარი მქონდა. მკაფიოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან მთლიანად წასვლას აპირებს და რომ აბსოლუტურად სრული თავისუფლება მექნება მე იმ გადაწყვეტილებაში, რაც უნდა მივიღო. რაც დღეს ხდება, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. ის ძალიან  ბევრს ითმენს. ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ვიყო, მართლა დიდი ხნის წინ ავიცრუებდი გულს, მაგრამ რადგან ის გრძნობს პასუხისმგებლობას, არ არის გულგრილი იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება,  ჩვეულებრივი ამბავია, მასთან იყოს საქმიანი ურთიერთობა. ამაში რატომ არის რაღაც ნეგატიური ან არაბუნებრივი?

„არაბუნებრივი უფრო ის არ არის,  რომ ოდესის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, საქართველოში პარტიას მართავს. ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვეღარ მართავს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობები აქვს. უმცირესობის ლიდერი როდესაც იმართება ქვეყნის გარედან, ეს არ არის არაფორმალური მმართველობა? ჩემზე როცა არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის პრინციპული, არ გადის არსად კონტროლს და ფილტრს. თუმცა,  მე მაქვს ბიძინა ივანიშვილთან საპატივცემულო, ადამინური ურთიერთობა. ეს გრძელდება უკვე 2006 წლიდან, ეს არ არის არაფორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩვეულებრივი მეგობრული, ადამიანური ურთიერთობა. მე მასთან კონსულტაციებსაც არ გავდივარ და მანაც განაცხადა, რომ ახალი სახეების შერჩევაში საერთოდ არ ჩართულა,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შაბათს 14 მაისს სპორტის სასახლეში „ქართული ოცნების“ მე-4 ყრილობა ჩატარდა, სადაც პარტიის მესამე თავმჯდომარედ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს.