ნაციონალური მოძრაობა

„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მომხრეებით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო აირჩია

By | January 21st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

("თავისუფალი ზონა") ახალი პოლიტსაბჭო და წესდება, პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მის მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე -ასე დასრულდა პარასკევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაახლ. 7-ათასიან დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ზაზა ბიბილაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, [...]

„ნაცმოძრაობა” კინაღამ საპარლამენტო ფრაქციის გარეშე დარჩა

By | January 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

აზერ სულეიმანოვი. მას შემდეგ, რაც პარტია წევრთა ნაწილმა და მათ შორის, 21-მა დეპუტატმა დატოვა, ენმ-ს პარლამენტში მხოლოდ 5 წარმომადგენელიღა დარჩა. კიდევ ერთი, აზერ სულეიმანოვი კი ჭოჭმანობდა. ყველაფერი დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პოზიციის გამომჟღავნებას აჭიანურებდა. დანარჩენი ხუთი დეპუტატია რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია. გუშინ მან თავისი [...]

„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს

By | January 12th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

(1tv.ge) „ნაციონალური  მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო - პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, [...]

„ნაცმოძრაობა“ შეიძლება 12 იანვარს გაიყოს

By | January 11th, 2017|Categories: ამბები|Tags: |

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - 12 იანვარს ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ამ დროისთვის კი, ახალ ოფისს ეძებენ. ინფორმაციას პარტიის აღნიშნულ ნაწილთან დაპირისპირებული, სააკაშვილის ბანაკში მყოფი ნიკა მელია და ნინო კალანდაძეც ადასტურებენ . მელიას  თქმით,  მათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს [...]

„ნაციონალების“ ერთი ნაწილი მეორეს საბოტაჟში ადანაშაულებს

By | January 5th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ნიკა მელია: „ისინი ცდილობენ, ყრილობის საბოტაჟი მოახდინონ, რაც, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირულია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრს 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟში ადანაშაულებს, რომელმაც  ყოფილი მმართველი პარტიის მომავალი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ამ ბრალდების ადრესატები კი ამტკიცებენ, რომ ლეგიტიმურ ორგანოს, პოლიტსაბჭოს, ფუნქციები ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ჩამოართვა და მის მიერ არჩეული გზით [...]

„უნიჭო მონტაჟი“ – „ნაციონალების“ შეფასება ფარულ ჩანაწერზე

By | September 27th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„სახელმწიფო გადატრიალების გეგმა!“ – ამ სახელწოდებით ინტერნეტსივრცეში სამშაბათს დილით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნებისას რევოლუციურ სცენარს განიხილავენ, თავად ჩანაწერში მონაწილე ყველა პირი მონტაჟს უწოდებს. […]

„ოცნებამ“ წინასაარჩევნო აქცია გადაიფიქრა, „ნაციონალები“ – 2-ში თბილისში იკრიბებიან

By | September 27th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

„ჩვენი მხრიდან აქცია დაანონსებული არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება, როცა მილიონი მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს „ქართულ ოცნებას” დაუჭერს,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.  შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს თბილისში დიდი შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციის გამართვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაანონსა და იქვე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელია, „ოცნებისგანაც“ მოითხოვა აქციის თარიღის დროულად დასახელება. […]

სასამართლომ გელაშვილის ცემაზე მერაბიშვილსა და კოდუას განაჩენი გამოუტანა

By | September 23rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. 2-წლიანი განხილვების შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ხუთშაბათს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ. […]

„ოცნების“ მეორანდუმს ხუთი პარტია უერთდება, ოთხი – არა

By | September 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი ოთხშაბათს დილით გაასაჯაროვა და როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტი ხელმოსაწერად მალე პარტიებს გადაეგზავნებათ. ხოლო თუ ვინმე მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. […]

„ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მომზადებაში სდებს ბრალს

By | September 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

Tamar Chugoshvili „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებებისა და არეულობის  პროვოცირებას გეგმავს. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა. […]

„ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდს მაჟორიტარ კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

By | August 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ, თავად რულოვსმა, პარასკევს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. […]

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“

By | April 11th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“ (ipn) ე.წ. პანამის დოკუმენტებში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელიც  ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა […]