სინოპტიკოსები 5 აპრილამდე მთელს საქართველოში კვლავ ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ.
როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მიუხედავად თბილი ამინდისა, შაბათს საღამოს მთელს საქართველოში ისევ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში შეიძლება მოთოვოს კიდეც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან უფრო ძლიერი – 20-25 მ/წ. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, ქარის სიჩქარე შესაძლოა 28 მეტრ წამამდეც გაძლიერდეს.
„4 აპრილს უკეთესი ამინდი იქნება, თუმცა, შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება. კვირას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 7-12 გრადუსამდე დაეცემა. 4-ში კი 9-14 გრადუსია მოსალოდნელი. შედარებით დათბება 5 აპრილიდან, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში ტემპერატურა აღარ დაეცემა,“ – უთხრა DFWatch-ს ნიორაძემ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.