Yearly Archives: 2016

ექს-პროკურორი: სისტემურ დანაშაულზე მარტო ერთი საქმეა წარმატებით გამოძიებული

By | March 14th, 2016|Categories: ამბები|

Maia Mtsariashvili (Pov.gov.ge) წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსპექცია აგროვებდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცების ფარული ცხოვრების ჩანაწერებს და შემდეგ ამ ვიდეოებით მათ აშანტაჟებდა, განაცხადა შაბათს  „ტელეიმედთან“ ინტერვიუში თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა.    […]

ვინ/რა არის „ოდეერი“?

By | March 12th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების ჩანერგილი აგენტის, ე.წ. ოდეერის არსებობა თავად რექტორმაც დაადასტურა და როგორც სტუდენტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ის უნივერსიტეტის საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევა. […]

„მაესტრო“ შეიძლება ორად გაიყოს

By | March 11th, 2016|Categories: ამბები|

ტელეკომანია „მაესტროში“ მმართველის შეცვლის შემდეგ დავა ახლა ტელევიზიის სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენებაზე დაიწყო. ერთმანეთს „მაესტროს“ ძველი  დირექტორი ბაჩო კიკაბიძე და ახლანდელი მმართველები, ძმები გაჩეჩილაძეები უპირისპირდებიან და ახლა უკვე გაურკვეველი ხდება ისიც, საიდან, როგორ და რა სახით განაგრძობს მაუწყებლობას „მაესტრო“ და ვის დარჩება ლოგო და სახელწოდება. […]

დღეს საღამოს ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ოფიციალურ აქტი უნდა გამოქვეყნდეს

By | March 9th, 2016|Categories: ამბები|

Rikard Jozwiak (Twitter) ევროკომისია საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას ოთხშაბათს საღამოს  წარადგენს. ევროკომისიაში ამ საკითხზე პრესკონფერენცია უკვე ჩაინიშნა. ჟურნალისტებთან შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე  დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. პრესკონფერენციას ევროკომისიის […]

“როიტერზი” თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციას იტყობინება

By | March 9th, 2016|Categories: ამბები|

Undated photo of Abu Omar ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, კოალიციის ავიაიერიშს ემსხვრეპლა. […]

პეტრიაშვილის დაჭრაზე ერთი კაცი დააკავეს

By | March 7th, 2016|Categories: ამბები|

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ექსმინისტრ  ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 41 წლის ლევან მ. ბორჯომში აიყვანეს.  […]

ხიდაშელი: „რესპუბლიკელი“ მინისტრების შეცვლა არ იგეგმება

By | March 5th, 2016|Categories: ამბები|

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება და ამ საკითხზე მედიაში აგორებულ ამბავს „ისტერია“ უწოდა.   […]

თოფაძე : პოლიტსაბჭოზე „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება“

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

მმართველ კოალიციაში დაპირისპირების ერთ-ერთმა სუბიექტმა,  „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია „რესპუბლიკელების“ ბრალდებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე უპასუხებს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, და სადაც  „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება, ვინ არის მართალი და ვინ არა". ამის შესახებ, თოფაძემ ტელეკომპანია იბერიას გადაცემა „პრიორიტეტში“,  მმართველ კოალიციაში „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას თქვა. მისი თქმით, ამ დაპირისპირების შესახებ  [...]

პრემიერი: კოალიცია მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციურ ფორმატში გავა, ის მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარასკევს მთავრობის სხდომაზე.  ამასთანავე, მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის „მნიშვნელოვანწილად განახლდება“. პრემიერმა ხუთშაბათს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებთან“ ორპარტიულ, სტრატეგიულ თანამშრომლობას აპირებს . თუმცა რას გულისხმობს, [...]

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში, ხიდაშელი კი თავის პოსტზე რჩება

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , , |

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მიზეზი კი პრემიერის განცხადება გახდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“, პრობლემის კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა. […]

პრემიერ-მინისტრის გაფრთხილება: დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო

By | March 3rd, 2016|Categories: ამბები|

მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა მმართველ კოალიციაში თავისი ნომინალური მოკავშირე რუსეთის ინტერესების გატარებასა და სტალინიზმში დაადანაშაულა, დაპირისპირებამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამას საგანგებო განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე მხრეს აკრიტიკებს, განსაკუთრებით თინა ხიდაშელს. […]

„რესპუბლიკელების“ საგანგებო შეხვედრა პრემიერთან 9 საათზე დაინიშნა

By | March 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ხუთშაბათს 9 საათზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის  მინისტრი, პრემიერს მთავრობის შენობაში უნდა შეხვდნენ. ეს შეხვედრა რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებო რეჟიმში მოითხოვა მას შემდეგ, რაც ამავე დღის პირველ ნახევარში კვირიკაშვილმა თოფაძე-ხიდაშელის დაპირისპირების მორიგ ესკალაციას საგანგებო და ამჯერად საკმაოდ მწვავე  განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი. ეს განცხადება ბევრმა მიმომხილველმა ირიბად გათავისუფლების მუქარადაც [...]

ხიდაშელი : თოფაძის უკან მდგარი ძალები, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ

By | March 2nd, 2016|Categories: ამბები|

„ეს არის კამპანიური მოქმედება, ამის უკან დგანან ძალები, თუმცა ეს ძალები უნდა ვეძებოთ არა კოალიციაში , არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ეს ძალები იმ კამპანიაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქვეყანაში გააქტიურებულია  და რომელიც ყველაფერს აკეთებს  რომ  ქვეყნის კურსი შეიცვალოს,“-  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გოგი თოფაძის მიერ რესპუბლიკურ პარტიის და პირადად მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, “რუსთავი 2”-ის გადაცემა „არჩევანში“ თქვა. […]

ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ კახა გოგოლაშვილი აირჩიეს

By | March 2nd, 2016|Categories: ამბები|

Kakha Gogolashvili საქართველოს ეროვნული პლატფორმის ახალი თავმჯდომარე  „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი გახდა. მან ამ პოსტზე ლაშა ტუღუში შეცვალა, რომელსაც თავმჯდომარეობის მაქსიმალური, 2-წლიანი, ვადა ამოეწურა. ამ პოსტზე  გოგოლაშვილის კონკურენტი „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა იყო. […]

ხვალ ბრიუსელი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ოფიციალურ აქტს გამოაქვეყნებს

By | March 1st, 2016|Categories: ამბები|

“ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს. […]

თავდაცვის მინისტრი დაკითხვისთვის მზადაა

By | March 1st, 2016|Categories: ამბები|

ვისაც უნდა დამკითხოს, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე, – ამის შესახებ კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია. […]

მეჭიაური: საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება

By | March 1st, 2016|Categories: ამბები|

„საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა სამშაბათს ჟურნალისტებთან ადიგენში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.  "საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ანუ უმრავლესობის - ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან.   მართლმადიდებლების უფლებებიც იზღუდება, რადგან მთელი რიგი მცირერიცხოვანი რელიგიური [...]

ქართული ქვევრი გაეროს ჟენევის ოფისში განთავსდება

By | March 1st, 2016|Categories: ამბები|

(DFWatch) ჟენევაში, გაეროს ოფისის ეზოში პირველი მარტიდან ქართული ქვევრი განთავსდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველო ორგანიზაციის ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის. […]

საგარეჯოს არჩევნებს პროკურატურა გამოიძიებს

By | February 29th, 2016|Categories: ამბები|

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძის ორკვირიანი ბრალდებების შემდეგ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააყალბა, პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება დაიწყო. […]

ქართველი პრიმა-ბალერინა ოკუპაციის დღეს მოსკოვის სცენაზე გამოსვლისთვის გააკრიტიკეს

By | February 27th, 2016|Categories: ამბები|

ნინო ანანიაშვილი (ipn.ge) 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95 წლისთავზე, მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილმა ქართველმა პრიმა-ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა მოსკოვში იცეკვა, რასაც თბილისის გარკვეულ წრეებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერი იყო, ცხარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მომხრეებმა გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ ზუსტად [...]

ვიზებზე უარის 13% – საქართველო ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერობს

By | February 27th, 2016|Categories: ამბები|

ევროკავშირისა და შენგენის ვიზებზე ყველაზე მეტად უარს მთელ რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან და თანაც, დასაბუთების გარეშე. ეს წლებია გრძელდება და მაშინ, როდესაც რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის უარის მაჩვენებელი საშუალოდ 1%-ია,  საქართველოში 2012-2014 წლების მონაცემებით ის 11%-ის ქვემოთ არ ჩამოსულა. […]

საბურთალოს სასაფლაოზე ექსმინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს

By | February 26th, 2016|Categories: ამბები|

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი მეუღლესთან, ჟურნალისტ ეკა მიშველაძესთან ერთად (ფეიქბუქი). ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე პარასკევს შუადღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს. პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ოპერაცია უტარდება. ექსმინისტრის მეუღლის, ეკა მიშველაძის განცხადებით, [...]

ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში

By | February 24th, 2016|Categories: ამბები|

Nino Burjanadze რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობლი პოლიტიკოსი,  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა. კონკრეტულად რა თემაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ამის შესახებ არც ერთი მხარე არ საუბრობს. […]

რატომ მოხსნეს თბილისის მთავარი მოსამართლე

By | February 23rd, 2016|Categories: ამბები|

Mamuka Akhvlediani (IPN) თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც სასამართლოში არსებულ კორუფციაზე და მოსამართლეთა საატესტაციო  გამოცდაზე ტესტების წინასწარ გასაჯაროვებაზე გააკეთა განცხადებები, რაშიც თავად იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძესაც ადანაშაულებდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა.  […]

არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს

By | February 23rd, 2016|Categories: ამბები|

Presentation at Holiday Inn (OSGF) საქართველოში დამატებითი  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც  სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს გამოიძიებს,  არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს. […]

2015: ავარიებში 600 ადამიანი დაიღუპა, 9 ათასი დაშავდა

By | February 22nd, 2016|Categories: ამბები|

საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის („ტრასეკა“, TRACECA) საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ცხრა ქვეყნის დელეგაციის რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც  საქართველოსა და ზოგადად რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს. […]

რა იწვევს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას?

By | February 21st, 2016|Categories: ამბები|

Eka Gigauri დასავლეთთან ინტეგრაციის შენელება და საქართველოში პრორუსული განწყობების ზრდა  – ეს არის ორი მნიშვნელოვან საკითხი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში. რუსული პროპაგანდის ზრდისა და ამის წინააღმდეგ მოქმედების გზებზე საუბრობენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. […]

რას უკავშირდება მასშტაბური საპოლიციო შემოწმება საქართველოში

By | February 19th, 2016|Categories: ამბები|

(IPN) საქართველოს ყველა რეგიონში რიგითი საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს.  ჟურნალისტები  სხვადასხვა რეგიონიდან იუწყებიან, რომ ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველები მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან, და ზოგიერთ ავტომანქანას ჩხრეკენ. […]

ივანიშვილი Credit Suisse-ის მენეჯმენტს 100-მილიონიანი ზარალისთვის უჩივის: შვეიცარული პრესა

By | February 18th, 2016|Categories: ამბები|

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცნობილ შვეიცარულ საფინანსო კომპანია „კრედიტ სვისის“ (Credit Suisse Group AG)  ფინანსურ მენეჯერს, ე.წ. კერძო ბანკირს, მისი აქტივების გაფლანგვისთვის ჟენევის სასამართლოში უჩივის. შვეიცარული გაზეთ Le Tempt-ის ცნობით, […]

ქართული გულუხვობა: თბილისი აფხაზეთისთვის დენს რუსეთიდან ყიდულობს

By | February 18th, 2016|Categories: ამბები|

მიუხედავად ენერგეტიკის მინისტრის პროგნოზისა, რომ შესაძლოა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სერიოზული პრობლემები შექმნოდა, უკვე ორი დღეა ოკუპირებულ რესპუბლიკას დენი უწყვეტად მიეწოდება და 25 იანვრიდან შემოღებული გრაფიკი სამშაბათიდან უკვე გაუქმებულია. […]

თოფაძე თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს იმეორებს, დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში

By | February 17th, 2016|Categories: ამბები|

საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველების” თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. როგორც ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აცხადებს, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და გოგი თოფაძის განცხადებები ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლო და ანტიქართული კამპანიის ნაწილია. […]

ახალქალაქის მაჟორიტარი საქართველოს დელეგაციას „ანტისომხური პროექტის“ მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს

By | February 17th, 2016|Categories: ამბები|

(IPN) “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა და ახალქალაქის მაჟორიტარმა, სამველ პეტროსიანმა ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის “ზოგიერთი წარმომადგენლის” მიერ “ანტისომხური პროექტის” მხარდაჭერა გააპროტესტა. […]

ჰონკონგელი მილიარდელი თბილისში ფეშენებელურ კაზინოზე „დაბისთან“ ვერ მორიგდა

By | February 17th, 2016|Categories: ამბები|

Construction of the skyscraper (DFWatch) კაზინოების ცნობილი ბრენდი „მელკო“  თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მშენებარე მრავალსართულიან შენობაში ფეშენებელურ კაზინოს აღარ გახსნის, რადგან მისი მფლობელი, ცნობილი ჰონკონგელი მილიარდელი, ლაურენს ჰო, და ემირატების „დაბი ჯგუფი“, რომელსაც ცათამბჯენი ეკუთვნის, არენდის ოდენობაზე ვერ მორიგდნენ. […]

„ტავ ჯორჯია“: თებერვალ-მარტში საქართველოში სამი ირანული ავიაკომპანია შემოდის

By | February 16th, 2016|Categories: ამბები|

Airliners.net თეირანის მიმართულების რეგულარული ავიარეისები თებერვლის ბოლოდან დაიწყება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია” სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან – Mahan Air, ATA Airlines და Qeshm Airlines – აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც კომპანიის მიერ სამშაბათს […]

ორ კვირაში აფხაზეთს შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს

By | February 14th, 2016|Categories: ამბები|

Enguri dam „ენგურჰესის“ წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.  ამავე დროს, უკვე რამდენიმე კვირაა, აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდება. კერძოდ, 25 იანვრიდან ყოველ ქალაქსა და სოფელში დღის განმავლობაში 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშება. […]

განათლების მინისტრი: (პეტიცია) არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი – თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა

By | February 11th, 2016|Categories: ამბები|

განათლების სამინისტროს გეგმას, რომ მომავალ წელს სკოლაში შეიტანოს ახალ საგანი „მე და საზოგადოება“  დიდი განხილვა-ბრალდებები მოჰყვა.  დაიწერა პეტიცია, რომლის ხელისმომწერები პარლამენტისგან კატეგორიულად მოითხოვენ ამ საგნის აკრძალვას, რადგანაც, მათი აზრით,  იქ „შემზარავი“ საკითხებია შეტანილი, ისეთი, როგორიცაა „ჰომოსექსუალობა“, „გენდერი“ და „უსაფრთხო სექსი“. […]

რა ხარვეზები არსებობს ადამიანის დაკავებისას

By | February 11th, 2016|Categories: ამბები|

(osgf) დაკავებული პირისთვის, დამკავებელი ორგანოს მხრიდან მისი უფლებების არგაცნობა; თარჯიმნით სარგებლობის პრობლემა, განსაკუთრებით სომხურ, აზეირბაიჯანულ ენებზე; ადვოკატის ჩართულობის პრობლემა დაკავებული პირის პირველად დაკითხვის პროცესში – ეს ის ძირითადი ხარვეზებია, რაც ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას გამოავლინა. […]

შსს „ფარულ“ პატრულირებასთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს

By | February 10th, 2016|Categories: ამბები|

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია თუ რას ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებში ცვლილებები და რატომ გახდა ე.წ. ფარული პატრულირება აუცილებელი. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც პოლიციის შესახებ კანონპროექტში უნდა შევიდეს და მისი ინიციატორია შსს. […]

მკვლელობა ორად გახლეჩილ სოფელში. შიიტები და სალაფიტები დანაშაულის ორ ვერსიაზე საუბრობენ

By | February 10th, 2016|Categories: უმცირესობები|

ზარანგულ ახმედოვა შვილის ფოტოთი (DF Watch) სოფელ ფონიჭალას შიიტური მეჩეთის ეზოში ახალგაზრდა ბიჭის დიდი ფოტოსურათია გამოკრული წარწერით: „შენი სისხლი ვაჰაბიტებს აღგვის ამ მიწიდან“. ფოტოსურათი სულ ახლახან, 28 დეკემბერს მოკლული 22 წლის ფიქრათ ახმედოვისაა. […]

შეეძლება თუ არა პოლიციას ფარული პატრულირება

By | February 10th, 2016|Categories: ამბები|

პოლიციის შესახებ კანონპროექტში საკამათო ხდება მუხლი, რომელიც ფარულ პატრულირებას გულისხმობს. კრიტიკის საგანია კონკრეტულად ის, რომ პოლიციას შეეძლება ავტომობილზე, რომელსაც არ ექნება ამომცნობი ნიშნები, ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟოს, ასე ფარულად დააფიქსიროს დარღვევები და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდეს დამრღვევი პირის დაჯარიმება.  […]

ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროში“ ხვალ მივა

By | February 9th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა. ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა. როგორც კორძახიამ DFWatch-ს განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში სამუშაო დღის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დაჩქარებული წესით [...]

თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება

By | February 9th, 2016|Categories: ამბები|

მგზავრთა ნაკადის განუხრელი ზრდის გამო, რამაც გასულ წელს 1,8 მილიონს გადააჭარბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. გეგმა უკვე მუშავდება და სულ მალე დეტალებიც ცნობილი გახდება. […]

ქართველები წელიწადში ათასზე მეტ დანაშაულს სჩადიან – გერმანული პრესა

By | February 7th, 2016|Categories: ამბები|

ბავარიის ქალაქ ერლანგენში, ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ  პენსიონერი ცოლ-ქმრის სახლი იმ დროს გაქურდა, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ. დაზარალებულების თქმით, მძარცველებმა სახლიდან 300 ევრო და 10 000 ევროს ღირებულების სამკაული გაიტანეს. გერმანული პრესის ცნობით, ეს ერთ-ერთია იმ ათასზე მეტი დანაშაულიდან, რომელსაც ქართველები გერმანიაში ყოველწლიურად სჩადიან. […]

თბილისის აეროპორტი 4 თვით დღის საათებში დაიკეტება

By | February 6th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მარტიდან 4 თვის განმავლობაში დღის გარკვეულ საათებში დაიკეტება, ჩანიშნული ფრენები კი ან გაუქმდება ან ღამის საათებისთვის გადაიდება. წინასწარი ინფორმაციით აეროპორტი დაიკეტება: 1 მარტიდან 26 მარტამდე:  დილის 09:30-საათიდან  შუა დღის 03:00-საათამდე. […]

„მაესტროს“ ახალ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულებმა „მაესტრო 24“ სხვა არხზე აამუშავეს

By | February 5th, 2016|Categories: ამბები|

მაესტროს ლოგო ტვ11-ის ეთერში ტელეკომპანია „მაესტროში“ დაცვა გაძლიერებულია და  ძმები გაჩეჩილაძეების შენობაში შეშვებას მათ მიერ  უკვე გადაყენებული გენდირექტორი არ აპირებს. პარალელურად კი „მაესტროს” დამფუძნებლების ნაწილმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის – “მაესტრო 24”-ის მაუწყებლობა იგივე ლოგოთი დაიწყო. […]

რას გულისხმობს კანონპროექტი “რელიგიის შეურაცხყოფაზე”

By | February 3rd, 2016|Categories: ამბები|

ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, მიმართვა “ჯიპიანი მამაო” მისი კანონპროექტის არეალში არ ექცევა, “მართლმადიდებილზე” კი პირი უნდა დაჯარიმდეს (ipn) პარლამენტის დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რელიგიური სიწმინდეებისა და ორგანიზაციების, ღვთისმსახურებისა და მორწმუნეთა მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება/ ჩვენება, რაც “მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”, 300 ლარით,  ხოლო  იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, 600 ლარით დაჯარიმდება. […]

იწყება დავა თემაზე, არის თუ არა ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი

By | February 2nd, 2016|Categories: ამბები, უმცირესობები|

Zviad Tomaradze (IPN) საქართველოში მწიფდება კამათი თემაზე, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.  შემუშავებულია კანონპროექტიც, რომელსაც მომხრეები დეპუტატებშიც ჰყავს, თუმცა მისი ინიცირებისათვის საჭირო 76 ხმის მოგროვება პარლამენტში ჯერ მაინც ვერ მოხერხდა. […]

სამეგრელოს ავარიაში 5 ადამიანი დაიღუპა

By | January 30th, 2016|Categories: ამბები|

(IPN) წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიასა და დაბა ჯვარს შორის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რასაც  5 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. ფორდისა და ოპელის მარკის ავტომანქანები ერთმანეთს ხუთშაბათს […]

ჰააგა რუსეთ-საქართველოს ომისდროინდელი დანაშაულების გამოძიებას იწყებს

By | January 29th, 2016|Categories: ამბები|

Fatou Bensouda (Ipn) 7 წლის შემდეგ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამბების გამოძიება დაიწყო. საუბარია 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე “სამხრეთ ოსეთში და მის სიახლოვეს” ჩადენილ ორ მძიმე –  კაციობრიობის წინაშე და სამხედრო – დანაშაულებზე. […]