პროკურატურა

“აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

By | February 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ვალერი ჭკადუა (http://apsnyteka.org/). ცნობილი კომპოზიტორი და “აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი ვალერი ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. დაკავება ერთ-ერთ სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე მოხდა. […]

„ფოტოგრაფების საქმეზე“ ერთი დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული

By | December 6th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება. ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული ფოტორეპორტიორების [...]

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გადასინჯა

By | November 17th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პროკურატურამ სამ გახმაურებულ სს საქმეზე, მათ შორის მკვლელობზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეს ეხება: სს AES-თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისა და გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა არღვლიანს.   […]

ქონების წართმევაზე 400 საქმიდან მხოლოდ 47 ფაქტია გახსნილი

By | November 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ქონების იძულებით ჩამორთმევაზე 400-მდე სს საქმე მიმდინარეობს, აქიდან გახსნილია 47, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ., აცხადებს პროკურატურა.  […]

პროკურატურა: 26 მაისის დარბევაზე კუდ-ს თითქმის მილიონამდე პრემია მისცეს

By | September 20th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და, ვანო მერაბიშვილის შემდეგ, აქციის დარბევასა და მომიტინგეების მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი დირექტორი დავით (დათა) ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. […]

პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმრების წამებაზე 60 კაცია გასამართლებული, 16-ს პატიმრობა მიესაჯა

By | August 18th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

პროკურატურა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან და ასევე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ციხეებში პატიმრების ცემა-წამებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. […]

პროკურატურამ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. […]

პროკურატურა კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის გირაოს მოითხოვს 

By | June 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შსს-ს მიერ კორცხელის ინციდენტში 6 პირის ბრალდებულად ცნობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა დღეს ამ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართავს. „ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სს დევნა. კონკრეტულად 6 პირი არის პასუხისგებაში მიცემული, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილს ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ, დღეს [...]

პროკურატურა: უმეტესად საქმე გვაქვს “ვირუსთან”

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ხუთშაბათს ფარული ვიდეო-კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტესად საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ეს განცხადება ზოგადად გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხება და არა კონკრეტულად ხუთშათათს გავრცელებულ [...]