6 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 16-მა სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა ხუთსაბათს დილით დაახლოებით 10 საათზე სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ავარიაში.
ავარია ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა, სოფელ ყანჩავეთის მახლობლად, მთიან ადგილას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს, სადაც ოფიცრები ისხდნენ, მუხრუჭმა უმტყუნა და კლდიდან გადავარდა.
დაშავებულები ცხვინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განკარგულებით, მოსკოვის ჩკალოვის აეროდრომიდან ცხივნალის მიმართულებით სპეციალური თვითმფრინავი გაემგზავრა სამედიცინო პერსონალით. სავარაუდოდ, დაშავებულებს სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.