ახალი ამბები
გალელები 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ – რა სირთულეების გადალახვა უწევს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას
გალის მოსახლეობა ენგურის ხიდის გახსნასა და ტესტირების ადგილზე ჩატარების სანაცვლოდ ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პენსიონერებს, მრავალშვილიანებსა და შშმ პირებს შეუძლიათ, კარანტინის გარეშე კი მხოლოდ იმ პირები გადადიან, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება და პირდაპირ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ერთი წელი შესრულდა, რაც ენგურის ხიდი რიგითი მოქალაქეებისთვის დაკეტილია. საქართველოს მთავრობამ [...]
გალის სოფელში კოვიდ-აფეთქებაა, რასაც 10 დღის წინ გამართულ ქელეხს უკავშირებენ
(DFWatch, გალი) გალის რაონის სოფელ თაგილონში ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ კოვიდ-19-ის აფეთქებაა, რასაც 10-იოდე დღის წინ გამართულ ქელეხს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ადგილზე სამედიცინო რესურსების მწვავე დეფიციტია, და საქართველოს მთავრობისგან მინიმალურ დახმარებას ითხოვენ - რომ უზრუნველყოს სატელეფონო კონსულტაციები, ისევე როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში კოვიდაფეთქებაა და ხალხი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ DFWatch-ს თავად [...]
გალის სკოლებს სოხუმის მთავრობამ მეცადინეობის განსაახლებლად კრიტერიუმების სია გადაუგზავნა
თერმოსკრინინგი თაგილონის სკოლაში (DFWatch.net) აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო, კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირებას იწყებს. როგორც DFWatch-ს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა განუცხადა, ეს სწავლის საკლასო ოთხებში გასაგრძელებლად ერთ-ერთი მთავარი პირობაა. „სკოლების გასახსნელად გარკვეული პირობები დაწესდა, რომელიც ყველა სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. ერთ-ერთია მასწავლებელთა ტესტირება. პირველი ტესტირება სკოლის დაწყებამდე ჩატარდება, შემდეგ კი გეგმიურად. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ახალგაზრდა მასწავლებლები 21-დღიან მკურნალობას [...]
ცუდი ინტერნეტი და გამოცდის დროს გამორთული დენი – გალელი სტუდენტები დისტანციურ სწავლაზე საუბრობენ
გალის რაიონიდან ერთიან ერობნულ გამოცდებზე დიდი რისკის ფასად გასულ ბევრ სტუდენტს პანდემიის გამო შინ მოუწიათ დაბრუნება. რატომ დაბრუნდნენ და რა პრობლემის წინაშე დააყენა ისინი პანდემიამ, ამ თემაზე DFWatch-მა დახურულ ფორმატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან ონლაინკონფერენცია გამართა. სუდენტების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები მსგავსია. უკან დაბრუნებას იმით ხსნიან, რომ თბილისში ცხოვრება ძვირია, განსაკუთრებით ბინის დაქირავება. [...]
გალის სკოლებში სწავლა 10 თებერვლამდე გადაიდო, გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში განახლდება
ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება 10 თებერვლამდე გადაიდო, დირექტორებმა სოხუმიდან სწავლის დისტანციურად განახლების დავალება მიიღეს. „სწავლის პროცესი 11 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა ვერ განახლდა. ამის შემდეგ გალში დირექტორების თათბირი გაიმართა, სადაც დავალება გაიცა, სწავლა დისტანციურად დავიწყოთ. სკოლებში სწავლის განახლება კი ოფიციალურად 10 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა ამას ალბათ [...]
„კუჩხა“ გალში – როგორ ხვდებოდა და ახლაც ხვდება ბედობას სამურზაყანოს ქართველობა
კლასიკური ტაბლა სოფელ თაგილონიდან. 15 იანვრის ბედობას, ე.წ. კუჩხას, გალში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებენ და გარკვეული ტრადიციის შესაბამისად აღნიშნავენ. ყოველ ოჯახს ჰყავს მეკვლე, მეკვლეს კი შემოაქვს სპეციალურად მომზადებული ტაბლა. როგორც DFWatch-ს გალის მკვიდრი რუსუდან სამუშია უყვება, კუჩხასთვის ტაბლა წინა დღეს მზადდება. აუცილებელია კვერცხი, ღერღილი, ტკბილეული და ფული. მეკვლე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან სხვა ვინმე. [...]
ახალი წელი გალში – როგორ აფასებენ ადგილობრივები გასულ 2020-ს
2021 წლის შემოსვლა პანდემიის ფონზე უჩვეულოდ, შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისი არც ჩაკეტილი აფხაზეთი აღმოჩნდა. თუ რითი იყო განსხვავებული და როგორ აღნიშნეს პანდემიური ახალი წელი, DFWatch-ს გალის მაცხოვრებლები უყვებიან. ამბობენ, რომ თუ არ ჩავთვლით პანდემიას და ახალი წლის დღეებში მძვინვარე ხანრძრებს, 2020-მა ზოგადად მცირე, მაგრამ ხელშესახები გაუმჯობესება მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ფაროსანას [...]
„ერთდროულად 8 სოფელს ეკიდა ცეცხლი“ – გალელები ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
დამწვარი სახლი ზემო ბარღებში. რამდენიმე სახლი ხანძრის პირველივე დღეს, 5 იანვარს დაიწვა. სახანძროები არა მარტო გალიდან, სოხუმიდანაც მოვიდნენ, თუმცა ხანძარს უკვე ისეთი მასშტაბი ჰქონდა, ვერ გაუმკლავდნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაიწვა სახლები, თხილნარი, ბაღები, საქონლის სადგომები და საძოვრები. ზარალი ძალიან დიდია, თუმცა მსხვერპლი არ არის. მადლიერებას გამოხატავენ ადგილობრივი, გალელი მაშველების მიმართ, რომლებიც საათების განმავლობაში შეუსვენებლად ებრძოდნენ ცეცხლს. [...]
„ახლა ზემო ბარღებში ყველაფერი იწვის“ – გალში უარყოფენ დე ფაქტო მთავრობის ცნობებს ხანძრის ლოკალიზების შესახებ
(Facebook) გალში, ერთდროულად რამდენიმე სოფელი იწვის. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მალევე დასახლებებში გადავიდა. სოხუმის რეჟიმი ავრცელებს ცნობებს, თითქოს გალში ხანძრის კერები ლოკალიზებულია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ სიტუაცია ყოველ საათს უარესდება. ამასთან გალელები უარყოფენ სოხუმის მტკიცებას, თითქოს რაიონში სამი სოფლის ევაკუირება მოხდა. „ცეცხლის ჩაქრობა [...]
მასწავლებელი ჩაკეტილი გალიდან, რომელიც აბიტურიენტებს უფასოდ ამეცადინებს
რუსუდან სამუშია (Facebook). პანდემიის გამო გალის რაიონში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილობივი მასწავლებლები კი მაქსიმალურად ცდილობენ დისტანციური სწავლებით შეუვსონ მოსწავლეებს დანაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებას მთელი რიგი სირთულეები აქვს, მათ შორის ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება, ადგილობრივი პედაგოგები ამას მაინც მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ. მეტიც, ჩვენ აღმოვაჩინეთ მასწავლებელი, რომელიც არათუ ადგილზე, გალის რაიონში ამეცადინებს მოსწავლეებს, არამედ, როგორც მოხალისეს, დისტანციურად, [...]
გალის მოსახლეობა პანდემიით გამოწვეულ ბლოკადას სხვადასხვა გზებით უმკლავდება
ფაქტობრივი ბლოკადის პირობებში გალის მოსახლეობა ყოფით პრობლემებს სხვადასხვა გზებით უმკლავდება. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოხუმის რეჟიმმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც გალის რაიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, ვერ ახერხებენ იმ შემოსავლის მიღებას, რაც პენსიისა და დევნილის სოციალური შემწეობის სახით აქვთ. „ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერია, მათი შემოსავალი პენსია და დევნილის შემწეობაა. [...]
გალელები ენგურის ხიდის გახსნას მიესალმებიან, მაგრამ უკან დაბრუნების საკითხი აღელვებთ
გალში მცხოვრები ქართველები სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ხიდის ცალმხრივად გახსნას მიესალმებიან, თუმცა ანალოგიურ კორიდორს საპირისპირო მიმართულებითაც ითხოვენ. მართალია სოხუმის რეჟიმი არ იძლევა გალიდან ზუგდიდში გადასვლის უფლებას, თუმცა გალელები ფიქრობენ, ქართულ მხარეს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა, გზას ორმხრივად ისინიც გახსნიდნენ. ამბობენ, რომ უკან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას 14-დღიანი კარანტინი უწევთ და ხშირად იძულებულნი არიან შავ გადასასვლელებს მიმართონ. [...]
უკრაინული კვლევა – რა საინფორმაციო გამოწვევები ახლავს კოვიდ-19-ის პანდემიას
კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ინფორმაციული კუთხით საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული უმცირესობებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის საკარანტინო ზომებისა და სხვა შეზღუდვების კომუნიკაცია იყო, რასაც მთელი რიგი ინციდენტები მოჰყვა, ნათქვამია უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკური საბჭო - უკრაინული პრიზმის“ კვლევაში, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ფეიკებსა და მითებს ეხებოდა. კვლევაში სახელწოდებით „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: აღმოსავლეთ [...]
გალის სკოლებში სწავლა ფაქტობრივად შეწყვეტილია – როგორ უმკლავდებიან პედაგოგები და მოსწავლეები პრობლემებს
სკოლა სოფელ სიდაში. (DFWatch.) კოვიდპანდემიამ გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები დამატებითი პრობლემის წინაშე დააყენა. თუ აქამდე სირთულეები სოხუმის რეჟიმის მიერ ქართული ენის სწავლების შეზღუდვაში გამოიხატებოდა, დღეს ფაქტობრივად სწავლა საერთოდ შეჩერებულია. სკოლებში გაკვეთილების ჩატარება პანდემიის გამო აიკრძალა, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა კი ვერ ხერხდება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბევრ მასწავლებელსა და მოსწავლეს კომპიუტერთან და გამართულ ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, [...]
საქართველო კოვიდ-ფეიკების მიმართ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მედეგ ქვეყანად დასახელდა: კვლევა
დეზინფორმაციისადმი მედეგობის, ისევე როგორც საზოგადოებისა და მთავრობის რეაგირების ზომების მხრივ ლიდერობენ რუმინეთი, უკრაინა და საქართველო, თუმცა მათაც ჯერ არ მიუღწევიათ ყველაზე მაღალი ნიშნულისთვის, ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია საგარეო პოლიტიკური საბჭო - „უკრაინული პრიზმა“, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ფეიკებსა და მითებზე კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, რომლის სახელწოდებაა „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის [...]
გალელ ბავშვებს ისევ აიძულეს „გამარჯვება” ეზეიმათ, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით
გალის სკოლებში, გამარჯვების დღე, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად აღინიშნა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ე.წ. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ყოველგვარი კონტროლისა და დავალების გარეშე ჩაიარა. „წინა წელს, საგანგებო დავალებები გაიცა სკოლებზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ „გამარჯვების დღე“. რაღაც ღონისძიებას ამ დღეს სულ ვმართავთ, მაგრამ საგანგებო მითითებით არა. შარშან ჩამოუარეს სკოლებს დე ფაქტო [...]
კორუფცია „საზღვარზე“ – რა ღირს ენგურის ხიდზე გადასვლა
დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა, ბიზნესად აქცია. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, „საზღვარზე“ გადასვლა არაოფიციალურად ყველას შეუძლია, ვინც ფულს იხდის. „ოფიციალურად ჩაკეტილია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად შეზღუდვა არ მოქმედებს. ვისაც გადასვლის სურვილი აქვს, იხდის 50 ლარს და ჩვეულებრივ გადადის. შეიძლება ყოველ დღე ვერ გადახვიდე, მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, უნდა გადაიხადო“, - უთხრა DFWatch-ს [...]
რას ამბობენ გალელები დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე
9 ოქტომბერს სოხუმში ხელმეორედ არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „არჩევნების“ შედეგს არ აღიარებენ, სოხუმის სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის სარჩელი, მეორე ტურის გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ხელმეორედ დაიკავებს. ორ კანდიდატს შორის დავას, შორიდან ადევნებდა თვალს გალის მოსახლეობა და დიდი [...]
რუსეთი აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას დააფინანსებს
რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განკარგულება გასცა, ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, დაევალა აწარმოოს მოლაპარაკებები [...]
რუსეთმა გალში „რბილი ძალა“ გააქტიურა – ხალხს რუსული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას ჰპირდებიან
ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა გალში, რომელიმე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან გალის რაიონის ერთ-ერთ ქართულ სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, სოხუმში [...]
სოხუმის სასამართლომ კვიცინიას სარჩელი უარყო – ხაჯიმბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტია
აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც 1,22%–ით [...]
კვიცინია სოხუმში ხვალ დიდ სახალხო კრებას იწვევს და „არჩევნების“ შედეგის გაუქმებას ითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია სამშაბათს სოხუმში დიდი სახალხო კრების მოწვევას გეგმავს, რაც სასამართლო სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს, რომელიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას სარჩელს განიხილავს. კვიცინია და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალები მეორე ტურის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. (შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა [...]
ტელეკომპანია “იმედს” ოპერატორები ტოვებენ
როგორც DFWatch-ს ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორებმა უთხრეს, მათ შეთავაზება ნიკა გვარამიას "მთავარი არხისგან" მიიღეს, სადაც მეტ ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ. როგორც თავად ოპერატორები DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, გადასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, ესაუბრნენ "იმედის" ხელმძღვანელობას და ანაზღაურებით მომატება სთხოვეს, თუმცა უსახსრობის მოტივით უარი მიიღეს. "ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და არხს თვის ბოლოს დატოვებს. ნაწილი ფიქრობს, თუმცა თუ ანაზღაურების გაზრდა არ მოხდება, მეორე [...]
ხაჯიმბას მოწინააღმდეგემ მეორე ტურის წინ სერიოზული ფორა მოიპოვა
დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბი, „არჩევნების“ მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცინიას დაუჭერს. ამის შესახებ 5 სექტემბერს, ორი კანდიდატის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „შეხვედრის დროს მხარეები მართლაც შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. ამრიგან მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცნიას დავუჭერთ“, - აღნიშნეს შტაბის წევრებმა. იქამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა და [...]
გალის სკოლებში სწავლა “სიურპრიზების” გარეშე დაიწყო
გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო. ოფიციალურად, სასწავლო წელი 2 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ეს დღე მთლიანად სადღესასწაულო ღონისძიებებს დაეთმო, უშუალოდ სასწავლო პროცესი კი 3 სექტემბერს განახლდა. როგორც DFWatch-თან საუბარში გალელი მასწავლებლები აცხადებენ, მიმდინარე სასწავლო წელს დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ჯერ არანაირი ახალი შეზღუდვა არ მიუღიათ. "ქართული ისედაც როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება, სხვა სახის რამე ცვლილება [...]
ულტიმატუმი არ შესრულდა, ცხინვალის ხელისუფლებამ ესკალაციას ტონის შერბილება არჩია
მშენებარე ბლოკ პოსტი ჩორჩანასთან (IPN). მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეჟიმის ულტიმატუმი არ შეასრულა, ამას კონფლიქტის ზონაში გართულებები პარასკევს არ მოჰყოლია. სიტუაციის გასანეიტრალებლად სოფელ წნელისში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მართალია ის უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამავე დროს, ქართული ბლოკ-საგუშაგოს პირისპირ ცხინვალი თავად აგებს პოსტს. [...]
„არჩევნების“ მეორე ტურში ერთმანეთს ხაჯიმბა და კვიცინია დაუპირისპირდებიან
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ მეორე ტურს ბოლომდე“, - აღნიშნა ალხაზ კვიცინიამ. სოხუმის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხაჯიმბამ 20 304 ხმა მოიპოვა, კვიცინიამ - 19 032. მათივე ცნობით, „საარჩევნო“ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ხმის მიცემის პარალელურად, არჩევნებზე მისულებს, [...]
რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები
რაულ ხაჯიმბა: „გალის რაიონი ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული რაიონია ჩვენს რესპუბლიკაში. ამ დღეებში ბევრგან ვიყავი, გეუბნებით თქვენ და ამას ვამბობდი სხვაგანაც.“ დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი [...]
აფხაზეთიდან გადმოსვლაზე შეზღუდვა ისევ მოქმედებს, თუმცა ქრთამი ოკუპირებულ ტერიტორიასაც ანათებს
გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება. „18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ კარგ [...]
მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან
სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი და [...]
სოხუმის რეჟიმის „რბილი ძალის“ მცდელობები – 5 წლის შემდეგ „მოქალაქეობის“ პერსპექტივა და ავტობუსი კვირაში ორჯერ
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სოხუმის უნივერსიტეტში ჩარიცხულ გალელ სტუდენტებს შეხვდა. დაინტერესდა თუ როგორ გაიარეს მისაღები გამოცდები, შემდგომ კი ურჩია, რომ არ დაკმაყოფილდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით და მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან. „ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და ამ ფორმით ინფორმაციის მოპოვება არ იყო შესაძლებელი. დავდიოდით ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდით მრავალტომიან წიგნებს. რა თქმა უნდა წიგნების [...]
ცხინვალი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით “საზღვარს” კეტავს
აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს. გამშვები პუნქტი, რომელიც სოფელ მოსაბრუნთან მდებარეობს (ე.წ. "რაზდახანის" საბაჟო-გამშვები პუნქტი), დღეს საღამოს 8 საათზე ჩაიკეტება და 9 აგვისტოს ადრიან დილით, დაახლოებით 6 საათისთვის გაიხსნება. "რესპუბლიკის საზღვრებს" ცხინვალის უშიშროების კომიტეტი აკონტროლებს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, "საზღვრის" ჩაკეტვა ომის მე-11 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონოსძიებებს უკავშირდება.
სოხუმის რეჟიმი “საერთაშორისო აეროპორტის” აღდგენაზე მუშაობას იწყებს
მიტოვებული საბჭოთა ЯК-40 ბაბუშარას აეროპორტში. (romanrobroek.nl) სოხუმის რეჟიმი ბაბუშარას აეროპორტის აღდგენასა და მისთვის, არც მეტი არც ნაკლები, საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გეგმავს. სეპარატისტულ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აეროპორტში არსებულ სიტუატიას უკვე სწავლობს რუსული კომპანია და განსახორციელებული სამუშაოების გეგმაზე ანგარიშს ამზადებს. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე ბაბუშარას აეროპორტში საერთაშორისო მიმოსვლის დაწყება შეუძლებელი იქნება. როგორც ჩანს, [...]
ცხინვალში იმედი აქვთ, რომ იტალიის ამჟამინდელი მთავრობა მათ დამოუკიდებლობას აღიარებს
მაურო მურჯია მოვიდა ის მომენტი, როცა იტალიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მიიჩნევს მაურო მურჯია, რომელიც საკუთარ თავს იტალიაში ცხინვალის მთავრობის "ელჩად" მოიხსენიებს. "ჩვენ გვწამს, რომ დადგა მომენტი, როცა იტალიის ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთი ისეთივე სტატუსით, როგორიც გააჩნიათ გაეროს წევრ სხვა ქვეყნებს," - წერს მაურო მურჯია ფეისბუქზე. იქვე მურჯია მიუთითებს, რომ მისი [...]
აფხაზეთიდან აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას დაპირდნენ
მიხეილ ბატიაშვილი. აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო, წერია სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ რელიზში. გარდა ამისა, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის [...]
რეჟიმი აცხადებს, რომ ქართულ უნივერსიტეტებში აფხაზეთიდან წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ
სოხუმის რეჟიმი მიიჩნევს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან, ძირითადად - გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება. ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, [...]
სოხუმის რეჟიმს ნატოს ხელმძღვანელობა თხოვდა, არ დაეხურა ნაბაკევის გამშვები პუნქტი: ნადარაია
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, მაშინ როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, აფხაზეთის ხელისუფლებას, მისი გახსნის თხოვნით, თავად ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიმართა. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. „სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა - თაგილონში, ნაბაკევსა და ოტობაიაში. სამივე დაიკეტა, ამჟამად კი მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდის გამშვები პუნქტი მუშაობს. როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი დავკეტეთ, [...]
ფაროსანამ აფხაზეთში საგრძნობლად იკლო
აფხაზეთში, მათ შორის გალის ტერიტორიაზე, ფაროსანასთან ბრძოლა რუსული ვერტმფრენებით გრძელდება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ გალის ტერიტორია ვერტმფრენებით შეიწამლა. „ფაროსანას რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. წელს უკვე იმედი გაჩნდა, რომ თხილის მინიმალურ მოსავალს მაინც ავიღებთ. ვებრძვით საკუთარი ძალებით, ასევე იწამლება ვერტმფრენებით“, - აცხადებენ ადგილობრივები. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, თავის დროზე დაჭერილი მავნებლების შესყიდვა დაიწყო. [...]
გალის დე ფაქტო მმართველი ენგურზე პროდუქტის გადატანის კიდევ უფრო შეზღუდვას ითხოვს
დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვარზე გადმოსატანის პროდუქტების რაოდენობა, კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, რაღაც აფხაზეთში "კონტრაბანდის" შემოტანა საბოლოოდ აღმოიფხვრას. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. „აფხაზური კანონის თანახმად, საზღვარზე თითო ადამიანისთვის 50 კგ ტვირთის გადმოტანაა დაშვებული. მე მესმის, რომ 50 კგ კარტოფილი შეიძლება ადამიანმა პირადი მოხმარებისთვის გადმოიტანოს, თუმცა როცა ადამიანს 50 [...]
გალელები „საზღვრის“ გახსნას ორშაბათს ელოდებიან
გალის მოსახლეობა, ე.წ. საზღვრის გახსნას ორშაბათს ელოდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არავისთვისაა ცნობილი. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აცხადებენ, ახლა შეზღუდვა მხოლოდ გალიდან გადმომსვლელ 18-დან 60 წლამდე კაცებზეა დარჩენილი. „არ ვიცი რა კრიტერიუმით შეარჩიეს, მაგრამ შეზღუდვა მარტო კაცებზე დარჩა, ისიც კონკრეტული ასაკის ადამიანებზე. სხვას ყველას თავისუფლად ატარებენ იქითაც და აქეთაც. ჯერ ითქვა 14-ში გაიხსნებაო, დღეს არ გაიხსნა, ახლა [...]
კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისკენ – “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს” რუსეთში ყოფნაზე შეზღუდვა ეხსნებათ
მოსკოვი ცხინვალის რეჟიმს მორიგ "საჩუქარს" უკეთებს - მალე "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს" რუსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ დარჩენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ. როგორც ცხინვალის სააგენტო "რესი" იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოთხშაბათს მოიწონა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილების თანახმად ერთი მხარის მოქალაქეებს [...]
ცხინვალში ჩინოვნიკს ადანაშაულებენ, რომ ქართულ არტილერიას ცეცხლის კორექტირებაში ეხმარებოდა
ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, „ლიპინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და კოლონების [...]
აფხაზეთიდან 172 აბიტურიენტი გადმოიყვანეს, 13 კიდევ ბლოკირებულია: მთავრობა
ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. „სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ დე [...]
ენგურის ხიდი გაიხსნა ყველასთვის, გარდა 18-60 წლის კაცებისა
დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადასვლის შეზღუდვა, მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის დატოვა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, გზა გახსნილია ქალებისთვის ასაკის შეზღუდვის გარეშე, პენსიონერებისთვის სქესის განურჩევლად და 18 წლამდე ბიჭებისთვის. „ვერ გავიგეთ რას აკეთებენ, სავარაუდოდ არ უნდათ რომ აქციას შევუერთდეთ, სხვაგვარად მხოლოდ კაცებზე შეზღუდვას ვერაფრით ვხსნით. ჯერ ისევ შეზღუდვაა ე.წ. ვიზების გაცემაზე და ჯერ კიდევ [...]
140 მოზარდი აფხაზეთიდან სპეციალურ მოსამზადებელ პროგრამას გადის
პროგრამაში ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ'', სკოლისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, გალის რაიონის ნამდვილი საზღვრებიდან მოსამზადებელში 140 სკოლადამთავრებული სწავლობს. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძრვანელის ნონა შონიას ინფორმაციით, მათ შორის 68 - თსუ-ში, 72 კი ზუგდიდის შ. მესხიას სახ. უნივერსიტეტში სწავლობს. „ამ აბიტურიენტებს ეძლევათ სტიპენდია 150 ლარის ოდენობით, 35 დაკმაყოფილებულია ამ უნივერსიტეტების საცხოვრებელი ფართით. ახალგაზრდები უფასოდ ემზადებიან. ჩარიცხვის შემდგომ როგორც ოკუპირებული [...]
ენგურზე ბლოკირებული აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადმოსვლა მოახერხა
სოხუმის რეჟიმის მიერ ეროვნული გამოცდების წინ ენგურის ხიდზე ბლოკირებული გალელი აბიტურიენტების უმეტესობა, DFWatch-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდა. თუმცა, არა ყველა. რამდენიმე მოზარდი გადმოსვლას კვლავ ვერ ახერხებს. უმეტესობამ გამოცდას მიუსწრო კიდევაც. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას აცხადებენ, „საზღვარზე“ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი. „ჩაკეტვის დღიდან ყოველ დღე მივდიოდით, იქნებ რამე შეცვლილიყო. [...]
ენგურის ხიდზე ბლოკირებული აბიტურიენტების ნაწილის გადმოყვანა მოხერხდა, აცხადებენ მთავრობაში
სოხუმის რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეარბილა - მიმოსვლის უფლება პენსიონერებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებს მისცეს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის ჯერ ისევ მოქმედებს შეზღუდვა, თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება. „აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ [...]
ჟურნალისტი ახალგაზრდულ ფესტივალზე აფხაზებისთვის კვოტების გამოყოფას ითხოვს
შაკო გოგია (Facebook). ახალგაზრდა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი შაკო გოგია აფხაზი ახალგაზრდებისთვის ინიციატივით გამოდის. როგორც DFWatch-ს გოგიამ განუცხადა, აფხაზ თანატოლებთან კონტაქტების გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის 22-25 აგვისტოს, ანაკლიაში დაგეგმილი გასართობი ღონისძიების, Echowaves Festival-ის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართავს, რათა აფხაზი ახლგაზრდებისთვის 100-მდე ბილეთი მოსაწვევის სახით გამოიყოს. „1993 წლის შემდეგ აფხაზეთში დაიბადა მთელი თაობა, რომელთა ცნობიერებაშიც საქართველო [...]
დე ფაქტო მთავრობამ გალელ მოსწავლეებს ჯერ ზეიმი გაუმართა, მერე კი საზღვარი ჩაუკეტა
„ჯერ საგანგებო წვეულება გაუმართეს, პარალელურად კი საზღვარი ჩაუკეტეს“ - ასე აფასებენ გალელები აბიტურიენტებისთვის ენგურის ჩაკეტვას. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას ყვებიან, 28 ივნისს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის პარალელურად, დე ფაქტო განათლების სამინისტრო გალში 2019 წლის კურსდამთავრებულებს მასპინძლობდა. „კურსდამთავრებულთათვის გალში საზეიმო ცერემონია უკვე მეორე წელია იმართება. შარშან პირველად ჩატარდა და წელს მეორე იყო. აწ უკვე ყოფილი მოსწავლეები, მეწყვილეებთან ერთად [...]
გალელ აბიტურიენტებს, რომლებსაც ენგურზე არ უშვებენ, განათლების სამინისტრო დახმარებას ჰპირდება
განათლების სამინისტროს განცხადებით, ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება „ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა [...]
გალელები ითხოვენ, რომ საზღვრის დაკეტვისთვის სოხუმის რეჟიმს თბილისმა პროდუქტებზე ემბარგო დაუწესოს
(apsadgil.info) გალის მოსახლეობა ზუგდიდიდან აფხაზეთში ტვირთების გადატანის შეჩერებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი ჩაკეტა, DFWatch-ს გალის ადგილობრივი მოსახლეობა დაუკავშირდა თხოვნით, საქართველოს მთავრობისთვის მიგვეწოდებინა მათი სურვილი, შეწყვიტონ „საზღვარზე“ ტვირთები გატარება. საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ბიზნესის გარკვეული სეგმენტი დიდად არის დამოკიდებული საქართველოდან შესულ პროდუქციაზე, მეტწილად საკვებზე, რომელიც რუსეთიდან შესულ საქონელზე ბევრად უფრო [...]
გალელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადმოდიან – რა ხდება ენგურის ხიდზე
ენგურის ხიდზე, გალის მხარეს დგანან აბიტურიენტები, რომლებიც ზუგდიდისკენ ვერ გადმოდიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც DFWatch-ს კურსდამთავრებულებმა განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ რომ გამონაკლისის სახით მიეცემათ საშუალება დატოვონ ტერიტორია, რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. „მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, ვინც მოასწრო, გუშინ გადავიდა, დღეს კი ახლა მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისს დაუშვებენ, თორემ გამოცდებზე გასვლას ვერ შევძლებთ“. როგორც [...]
აფხაზები ბობოხიძის ძებნაში მიცემას მოითხოვენ
აფხაზეთი დეპუტატები „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. იმედოვნებენ, რომ რუსი კოლეგების დახმარებით საერთაშორისო ძებნილად უნდა გამოაცხადებენ. „ვციტირებ აკაკი ბობოხიძის ნათქვამ სიტყვებს, რომელიც მან საქართველოს პარლამენტიდან საქვეყნოდ განაცხადა რამდენიმე დღის წინ – „გხოცავდით აფხაზეთში და მომავალშიც დაგხოცავთ“. მან ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს უთხრა. მინდა მივმართო აფხაზეთის პრეზიდენტს, პროკურატურას, რომ ეს ადამიანი, ჩვენი რუსი [...]
თბილისის ამბების გამო აფხაზეთის პარლამენტი „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვს
(apsadgil.info) აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, თბილისში მიმდინარე აქციების გამო, სიტუაციის ჩაწყნარებამდე, „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღად 7-8 ივლისი სახელდება. „ჭორად უკვე გავრცელდა, რომ ჩაიკეტება, თუმცა ზუსტად ჯერ არავინ იცის. ამბობენ. რომ თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. რისი ეშინიათ, ვერ გეტყვით. რუს [...]
ხაჯიმბა თბილისის აქციებზე „ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებას აპროტესტებს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ „საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით” უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია, სადაც აღნიშნა, რომ „მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აფხაზეთის ოკუპაციაზე, რაც ბოლო დღეებში კეთდება”. “ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც რუსეთს ადანაშუალებენ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და ჩვენი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი [...]
გალის სკოლებში შიდასასკოლო გამოცდები აფხაზური ენის ტესტირებით დასრულდა
ქართული სკოლების მე-11 კლასელთათვის ჩასაბარებელი გამოცდების სია ასე გამოიყურება: ქართული, რუსული, მათემატიკა, აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორია. რა მნიშვნელობა ენიჭება აფხაზურ გამოცდებს და იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას მისი შედეგები სამომავლოდ, ამაზე DFWatch გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიას ესაუბრა. ,,ოკუპირებულ აფხაზეთში გასცემენ აფხაზურ ატესტატს, სადაც ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, კურსდამთავრებულებს მშობლიურ ენად რუსული ენა ეწერებათ. აფხაზეთის ა/რ [...]
ტრაგიკული შემთხვევა გალში – ე.წ. საპასპორტოს თანამშრომელმა ვენები გადაიჭრა
შემთხვევა, გალში, 14 ივნისს მოხდა. როგორც DFWatch-ს თვითმხილველები უყვებიან, ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. "საბუთების რიგში ვიდექით, ხმაური ატყდა, კარი ჩაკეტეს, შიგნიდან კი საშინელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ კარი გააღეს და ჩხუბი გარეთ გააგრძელეს. რას მოჰყვა შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. რიგში მდგომი ხალხი დაგვფანტეს, გარეთ გამოსვლის მერე კი ერთ-ერთმა აფხაზმა ვენები გადაიჭრა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების [...]
„ხალხს საქონლის ჯოგივით ექცევიან” – გალელები აფხაზი ჩინოვნიკების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე საუბრობენ
(ekhokavkaza.com) გალში მცხოვრებ ქართველებს, გარდა იმისა, რომ საბუთების მისაღებად თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც უწევთ ლოდინი, მზა საბუთის ასაღებად რიგში საათობით უწევთ დგომა. როგორც DFWatch-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საპასპორტოში ხშირად ხდებიან აფხაზების მხრიდან შეურაცხყოფის მსხვერპლი. „ქართველები ახლა მხოლოდ ბინადრობის უფლებას ვიღებთ. საბუთების ჩაბარებიდან თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც გვიწევს ლოდინი. თუ გაგვიმართლა და მზა საბუთების [...]
სოხუმის კიდევ ერთი დისკრიმინაციული ნაბიჯი – ქართველებს შეიძლება წართმეული ქონების დაბრუნება აუკრძალონ
სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვას განიხილავს. ფორმალურად, ამის ინიციატორი არის "მოქალაქეთა ჯგუფი", რომელმაც აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში საჩივარი შეიტანა. მოსარჩელეების აღშფოთება იმ საქმემ გამოიწვია, სადაც ეთნიკურმა ქართველმა მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ეთნიკურად აფხაზ ომის ვეტერანს მოუგო. ამავე დროს, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქართველმა სამართალმემკვიდრემ ამ დავაში „საქართველოში შექმნილი“ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტაციით გაიმარჯვა. ამასთან ერთად, მათი განცხადებით, [...]
სოხუმის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლას უარყოფს, გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის არ სჯერა
ასლან ბჟანია. სოხუმის რეჟიმი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ლიდერის მოწამვლის ფაქტს და ირწმუნება, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება ჩვეულებრივ კვებით ინტოქსიკაციას უკავშირდება. როგორც დე ფაქტო გენპროკურორის მოადგილე ეპშსოუ კაკალიამ "პარლამენტში" გამოსვლისას განაცხადა, ასეთი დასკვნის საფუძველს მოსკოველი ექიმების გამოკითხვა იძლევა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ბჟანიას მკურნალობაში. კაკალიამ ასევე უარყო გერმანიის მიუნხენის ლაბორატორიის დასკვნა, რომელმაც [...]
ცხინვალის რეჟიმი კიდევ ორ ქართულ სკოლას ხურავს
ახალგორის სკოლა. ცხინვალის რეჟიმი 2019-20 წლებში იმ სკოლების დახურვას გეგმავს, რომლებშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა. დასახური სკოლების სიაში მოხვდა ორი ქართული სკოლა - ერთ ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მდებარეობს, მეორე კი ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში. იხურება ახალგორის კიდევ ერთი, აბრევის ოსური სკოლაც, სადაც, დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სულ ორად-ორი მოსწავლე ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართული საბავშო [...]
300-დან 1000 ლარამდე – რა უჯდებათ სასკოლო ბანკეტი ენგურსგადაღმა
გალში, სასკოლო ბანკეტი, მოსწავლეებს 300-დან 1000 ლარამდე უჯდებათ. DFWatch ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწვეტილების შესახებ შეიტყო, რომლის თანახმადაც, სკოლებში დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის საჩუქრის ყიდვა აიკრძალა. „ეს გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მშობლის საჩივარს უკავშირდება, რომელმაც სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, შესაგროვებელი თანხის ოდენობა გააპროტესტა. კონკრეტულად ამ შემთხვევის დროს, თანხა თითო ბავშვზე 19 000 [...]
გალში სწავლა წელს 400-მდე მოზარდმა დაამთავრა, სულ აფხაზეთში კი 1 889-მ
აფხაზეთის სკოლებში გუშინ ბოლო ზარი დაირეკა. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, სკოლას 400-მდე მე-11 კლასელი დაემშვიდობა. „ოკუპირებული გალის რაიონის ნამდვილი საზღვრების 30 სკოლაში კურსდამამთავრებელთათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. 400-მდე ახალგაზრდა დაემშვიდობება მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს და ცხოვრების ახალ გზებს შეუდგება. ბევრი უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადება, ბევრს პროფესიის დაუფლება სურს, ნაწილი ჯერჯერობით სახლში დარჩება და მშობლების [...]
„ეს პარტია იყო სათავეში, როცა გალელები ზუსტად იმ უფლებებით ვსარგებლობდით, რითაც აფხაზები“ – რას მოელის აფხაზეთის ქართველობა „არჩევნებისგან“
25 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს გალელები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის არაფერი შეიცვლება, ნაწილი კი ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი პირობების გაუმჯობესებას ვარაუდობს. „ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები. ხმის მიცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს და არავინ არაფერს გვეკითხება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთადერთი საკითხი, რაც გვაღელვებს, არეულობაა, რომელიც [...]
ცხინვალის რეჟიმი “საზღვარს” დროებით კეტავს
ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარს" დროებით კეტავს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" აცხადებს, ამის მიზეზი სკოლებში ბოლო ზარის ზეიმთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. კერძოდ, "საზღვარი" დაიკეტება პარასკევს საღამოს 8 საათიდან კვირას დილის 6 საათამდე.
გალელ მსწავლებლებს რუსეთიდან ჩამოყვანილმა ლექტორებმა ტრენინგები ჩაუტარეს
ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. შეხვედრა ოთხშაბათს შედგა და მასში რუსულის მასწავლებლები და სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. „ლექცია ეხებოდა სკოლის პროგრამას, მეთოდებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს უკეთესად რუსული. სხვა საკითხები განხილული არ ყოფილა. შეხვედრას ყველას სკოლის რუსულის მასწავლებელი და დირექტორი ესწრებოდა,“ - განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული [...]
ზუგდიდის არჩევნებზე გალიდან მასწავლებლები გადმოიყვანეს – რას ჰყვებიან პედაგოგები
მთავრობამ 19 მაისის არჩევნებისთვის გალელი მასწავლებლების „საზღვრიდან“ საარჩევნო უბნამდე მიყვანა და უკან დაბრუნება უზრულველყო. ამის შესახებ DFWatch-ს თავად მასწავლებლებმა განუცხადეს. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი უწყება ახდენდა ამის ორგანიზებას, ისინი პასუხობენ, რომ დაზუსტებით არ იციან. მანამდე მათ ერთჯერადი საჩუქარი სახით 30-30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი დაურიგეს იმ პირობით, რომ არჩევნებზე მხარს სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერდნენ. საჩუქრების [...]
პარტიები არჩევნებზე მედიებით მანიპულირებენ – რას ჰყვება სტუდენტი, რომელიც “იმედმა” დაიქირავა, დავალება კი “ოცნებისგან” მიიღო
ყველაზე მწვავედ არჩევნები ზუგდიდში მიმდინარეობს. ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება ზუგდიდში (IPN). ტვ იმედმა საარჩევნო უბნებიდან ლაივსტრიმისთვის სტუდენტები დაიქირავა. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა, ხელშეკრულებები იმედთან გააფორმეს, თუმცა დავალება პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" მიიღეს. როგორც ჩანს, იგივე პრაქტიკას არც ოპოზიცია ერიდება. იგივე ტვ იმედის ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერი ნინია ცისკარიშვილი, რომელიც "ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, ინტერნეტ-გამოცემა [...]
დახურული შეხვედრა საპატრიარქოში სტუდენტურ თვითმმართველობებთან
(Liberali.ge) საპატრიარქომ სტუდენტურ თვითმმართველობებს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სტუდენტების გამოყვანისკენ მოუწოდა. DFWatch-ის ინფორმაციით, ამაზე იყო საუბარი დახურულ შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში 17 მაისამდე შედგა. როგორც შეხვედრის ერთმა მონაწილემ გვითხრა, სტუდენტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონტრაქციაში, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად გაიმართებოდა. ამით კი ხაზი გაესმებოდა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები უმცირესობების წინააღმდეგ გამოდიან. შეგახსენებთ, [...]
გალში მასწავლებლებს წინასაარჩევნოდ 30-30 ლარი და თითო ლიტრა ფაროსანას წამალი დაურიგეს
გალელ მასწავლებლებს ზუგდიდიდან 30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი გაუგზავნეს იმ პირობით, რომ 19 მაისის არჩევნებზე ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემენ. ამის შესახებ DFWatch-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა. მისი თქმით, გზავნილის მისაღებად გალის რაიონის სკოლის დირექტორები ზუგდიდში დაიბარეს. “დირექტორებს გადასცეს თითო მასწავლებელზე 1 ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი და 30-30 ლარი. ამასთან, გააფრთხილეს, რომ ამაზე არავისთან [...]
დევნილებისთვის ბინების თანადაფინანსების პროგრამაში 950 განაცხადია შესული
დევნილების კომპაქტური დასახლება მცხეთაში (droa.ge). თბილისში რეგისტრირებული დევნილების თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის, სამინისტროში 950 განცხადება შევიდა. როგორც DFWatch-ს სამინისტროში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში განაცხადების შეფასება და შესაბამისი ქულების მინიჭება დაიწყება. საქმე ეხება, ახალ პროექტს, რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. პროგრამაში მოანწილეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელი [...]
„აქ რის ფასად გვიწევს ცხოვრება, ალბათ 90%-მა არ იცის” – რას პასუხობენ გალელები სკანდალურ ვიდეოს
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აფხაზური არხებით გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი, რომელიც თავს გალის რაიონის მკვიდრად გვაცნობს, ვინმე რობერტ გაწერელია, ჰყვება თუ როგორ აიღო აფხაზური პასპორტი, ეროვნების გრაფაში კი ქართველის ნაცვლად მეგრელი ჩააწერინა. ამას როგორც გალში, ასევე დანარჩენ საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ფაქტის გამო გალელები გამყიდველებად და მოღალატეებად შერაცხეს. „ამას ქართული პასპორტიც [...]
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილადან ორი კაცი გაიტაცეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან აიყვანეს. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი [...]
გალში 9 მაისს ბავშვებს რუს სამხედროებთან ერთად აზეიმეს
(Gal TV.) 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა გალის ქართულმა სკოლებმაც მიიღეს. როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის პროგრამაშია გაწერილი და აუცილებელი ხასიათი აქვს. „გვევალება ბავშვებს შესაბამისი ლექსები და სიმღერები ვასწავლოთ. რა თქმა უნდა ყველაფერი რუსულად. ყველა სკოლა მართავს ამ დღეს პატარა ღონისძიებას, შესაბამისად, წელსაც ანალოგიურად ჩატარდა. ზოგჯერ მოდიან გალის ადმინისტრაციიდან [...]
გალში ფაროსანამ იკლო – ხალხს იმედი აქვს, რომ ცოტათი ამოისუნთქებს
გალელები აცხადებენ, რომ წელს ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა გამრავლების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, წინა წლებში ამ დროს ბევრად მეტი მავნებელი შეინიშნებოდა. „შედარებით ნაკლებია, თითქმის აქა-იქ, მაგრამ გარანტია იმის, რომ ისევ არ გამრავლდება, არ არსებობს. დაახლოებით ერთ თვეში უწევს გამოჩეკვა, ჩვენ კი მხოლოდ ფაროსანად საწინააღმდეგო პრეპარატებს ვიყენებთ, ფაროსანას კვერცხის საწინააღმდეგო [...]
სოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი: მაჩალიკაშვილი ეტაპობრივად ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად“
სოსო გოგაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელზე თავდასხმასაც, სუსის ინფორმაციით, მალხაზ მაჩლიკაშვილი გეგმავდა ამბობს, რომ „ეს ადამიანი ეტაპობრივად ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად.“ „მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი [...]
„არაეთხელ გვიხსენებია გოგაშვილი ოჯახში, თუმცა მის სამართლებრივ დასჯას ვითხოვდით“ – მაჩალიკაშვილის ქალიშვილი
ნატა მაჩალიკაშვილი (IPN). მალხაზ მაჩალიკაშვილის ქალიშვილი ნატა აცხადებს, რომ მამამისის წინააღმდეგ ბრალდების არ სჯერა. ამბობს, რო მამა და ბიძაშვილი 24 საათის განმავლობაში ერთად არიან, ამიტომ ასეთი საკითხების განხილვა რომ სდომოდათ, ამას ტელეფონით არ გააკეთებდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის. მამაჩემის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოსდა აფეთქებას აპირებდა, ეს იყო ემოციურ [...]
სუს-ი “უკვდავ პოლკს” აფრთხილებს, მსვლელობისას აკრძალული სიმბოლიკა არ გამოიყენოს
პრეზიდენტი პუტინი "უკვდავი პოლკის" აქციაზე მოსკოვში, 2016 წლის 9 მაისი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა აქცია „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორებს საგანგებო გაფრთხილება მისცა, რომელიც თავისუფლების ქარტიით აკრძალული საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას უკავშირდება. უშიშროებისაგან მიღებულ წერილს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე „ფეისბუქში“ გამოეხმაურა. „რა სიმბოლიკას გამოვიყენებ, მე მომანდეთ გადასაწყვეტად - მით უმეტეს, რომ გამოცხადებული მაქვს, ჩვენი მოძრაობა - [...]
გვარამია აცხადებს, რომ ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდებას ახლა სხვა გზით ცდილობს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არხზე ახალი მძლავრი შეტევა დაიწყო, რის გამოც ის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. როგორც გვარამიამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი მეწილე, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიისგან დიდძალ კომპენსაციას ითხოვს, რაც, დაკმაყოფილების შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს გააკოტრებს. ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და ამ გზით მთავარი ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს [...]
პირველი დიალოგი ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის 21 აპრილის ამბების შემდეგ
შეხვედრა პანკისში (შერიგების სახმინისტრის აპარატის ფოტო). იმის რესურსი, რომ ყველაფერი მოსახლეობის ჩართულობისა და კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, ძალიან მაღალია, რადგან არის მზაობა, კონკრეტული ხედვები და გეგმები - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათთან 21 აპრილს განვითარებული მოვლენები განიხილა. მინისტრის შეფასებით, [...]
„ივანიშვილი აჯანყებისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს დათმობს… არ აქვს ამ კაცს სინდისი და ნამუსი“ – ალეკო ელისაშვილი
(Facebook.) „ეს ქვეყანა არ არსებობს, ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის ფულის კეთების დაზგა და ხუშტურების მომსახურების სააგენტო. ახლა ერთი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე და ეს აჯანყების დასაწყისი უნდა იყოს. ივანიშვილი აჯანყების, ამბოხისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს არ დათმობს. ისე ხოშიანად არის ჩაძირული თავის კორუფციაშიც და თავის დანაშაულშიც,“ - განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო [...]
„თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები“ – მწერლები აცხადებენ, რომ მთავრობა მათ სჯის
ზვიად რატიანი (რადიო თავისუფლების ფოტო). მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთიანდება, მწერლები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მმართველი გუნდის ერთგვარ შურისძიებად აღიქვამს. ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მანამ, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგნენ. მიიჩნევენ, ეს არის ხელისუფლების რეაქცია მათ მიერ სხვადასხვა საკითხებზე გამოხატულ სამოქალაქო პოზიციებზე. „კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ, [...]
რუსეთიდან საქართველოს მზგავრთა ნაკადი მოაწყდა – ზემო ლარსთან მრავალკილომეტრიანი რიგებია
მანქანების რიგი ზემო ლარსთან რუსეთის მხარეს. სატრანსპორტო ნაკადის მკვეთრი მომატების გამო რუსეთის მხარეს მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგებია. შაბათს რუსეთის მხარეს რიგში, სულ მცირე, 600-მდე მანქანა იდგა. თუმცა პრობლემებია საქართველოს გამშვებ პუნქტთანაც. ამის გამო შსს იძულებული გახდა, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაეყვანა. საქართველოში შემომსვლელთა ნაკადის ზრდა, ერთი მხრივ, ტურისტული სეზონის მოახლოებას უკავშირდება, მეორე მხრივ [...]
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარი “ანტიტერორისტულ” წვთნებს ატარებს
(Sputnik-Ossetia.ru) სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და სომხეთის რუსული სამხედრო ბაზების ერთობლივი ანტიტერორისტული და პოლიციის ქვედანაყოფები წვრთნებს გადიან. „სწავლების დროს, ჯავშანტრანსპორტიორებით უზრუნველყოფილმა სამხედრო პერსონალიმა შეიმუშავა პრაქტიკული ქმედებები იმისათვის, რომ დაიცვას სამხედრო ბაზების ტერიტორია,“ - განაცხადა სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა. უსაფრთხოების სისტემის აუდიტის დროს, სამხედრო პერსონალმა შეიმუშავა ბრძანება, მიმდინარეობდა კონტროლი და სამხედრო პოლიციის განყოფილებებთან მუდმივი [...]
სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ან სხვა სახის სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება
ახალი კანონით, რომელიც პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო, სექსუალური შევიწროების გამო პირი თავდაპირველად 300 ლარით, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის კი 500 ლარით დაჯარიმდება ან ერთ თვემდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს მიუსჯიან. გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით, 102 ხმით დამტკიცდა. პროექტის [...]
ევროპის ჩემპიონატის მედალოსანი ფედერაციას დისკრიმინაციაზე უჩივის, მწვრთნელს კი სექსუალურ შევიწროვებაში სდებს ბრალს
(Facebook.) ძალოსან ქალთა ნაკრების წევრი, რომელიც ძალოსანთა ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა, სასამართლოს მიმართავს და ფედერაციისგან დისკრიმინაციისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ამას გარდა, თათია ლორთქოფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ორგანიზაცია „საფარის“ ხლმძღვანელ ბაია პატარაიასთან ერთად, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. „იმიტომ [...]
“მძინარა ჯოზე” ტრამპის გზავნილის გაზიარების გამო სალომე ზურაბიშვილი მორიგ შარში გაეხვა
სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას, რომელშიც ის დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს დასცინის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ტექნიკური შეცდომა" უწოდა. ზურაბიშვილის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე სავარაუდოდ სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა, თუმცა არ გამოირიცხება კიბერთავდახმაც, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეტევა ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის სოციალურ ანგარიშზე განხორციელდა. [...]
„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია ჩვენს თვითრეალიზებაზე დარდით“ – რას პასუხობენ გალელები სეპარატისტ ჩინოვნიკს
თემურ ნადარაია. „ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები!“ - ასე პასუხობენ გალელები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მუქარას რუსულის სწავლასთან დაკავშირებით. „თუ გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა [რუსული] ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და [...]
გალში ზუგდიდიდან ფაროსანას წამლის შეტანა აკრძალეს
(apsadgil.info) სოხუმის რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. როგორც DFWatch-ს გალის მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფხაზი „მესაზღვრეები“ გადამსვლელებს წამალს ადგილზე ართმევენ და 500 რუსული რუბლით აჯარიმებენ (21 ლარი). „გალის ბაზარში შემოიტანეს წამალი, ზუგდიდიდან შემოტანა კი აკრძალეს. ჩამორთმევას და ჯარიმას ექვემდებარება. აქ წამალი, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია ზუგდიდთან შედარებით“, [...]
თბილისში მიაჩნიათ, რომ სოხუმის სასტუმროს „საერთაშორისო ვარსკვლავი“ უბრალო ბლეფია
აფხაზური მედია დიდი ზარ-ზეიმით აცხადებს, რომ სოხუმის სასტუმრო „ლეონს“ შვეიცარიაში ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო ვარსკვლავის პრემია (International Star for quality) მიენიჭა. თუმცა თბილისში აღნიშნავენ, რომ ეს კერძო ჯილდოა, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია, ვინც სათანადო თანხას გადაიხდის. სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა გივი ჭაბაღუამ აღნიშნა, რომ „პრემიას საკუთარ ქვეყანა - აფხაზეთს“ უძღვნის. „ჩვენ სასტუმროს აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლის, [...]
გალის ბაღებში აფხაზურის სწავლება დაიწყო
გალში აფხაზური ენის სწავლება ბაღებშიც დაიწყო, ამის შესახებ DFWatch-ს ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. „ბაღებში რუსული სწავლებაა, აფხაზური დაუწყიათ ერთი თვეა, მე კი მხოლოდ ახლა გავიგე. საჭიროდ არავინ ჩათვალა, რომ წინასწარ ეცნობებიათ მშობლებისთვის. მასწავლებელი ვნახე შემთხვევით და მოვიკითხე, სხვაგვარად ალბათ ვერც გავიგებდი. სიტყვებს ასწავლიან, ბავშვი სამი წლისაა, ჯერ რუსულის ათვისება უჭირს, აფხაზურის სწავლას როგორ შეძლებს, არ ვიცი. [...]
მართვის მოწმობის აღების ფასი აფხაზეთში 360 ლარიდან იწყება 1 000-ზე ზემოთ ადის
გალში აფხაზური მართვის მოწმობის აღება 8 500-დან 25 000-მდე რუსული რუბლამდე მერყეობს (დაახლ. 360-1 050 ლარი), ვადა კი 10 წელი აქვს. პირველი რიცხვი, 8 500 რუბლი, არის ოფიციალური ფასი. აქედან 7 000 რუბლი ჯდება თეორია, ხოლო თითოეული პრაქტიკული გაკვეთილი 1500 რუბლი ღირს. სულ, გამოცდაზე რომ გახვიდე, მინიმუმ 5 პრაქტიკული გაკვეთილის გავლაა საჭირო. შესაბამისად, ოფიციალურად რომ აიღო [...]
გაზპრომის გამო ცხინვალი ინტერნეტის გარეშე დარჩა
სამხრეთ ოსეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთიდან მომავალი "გაზპრომის" კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაა, რომელიც სეპარატისტულ რესპუბლიკას ინტერნეტით ამარაგებს. ამავე დროს ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის კავშირის ოპერატორის, "მეგაფონ-ოსეტიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მობილურ კავშირს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სათადარიგო რეჟიმში მუშაობს.
აფხაზეთში ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან
(Ekhokavkaza) 2020 წლიდან სოხუმის რეჟიმი სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს. დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებაზე უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ნარკომოვაჭრეებზე სხვა დრაკონულ ზომებსაც ითვალისწინებს, მათ შორის შეწყალების უფლებისა და ვადამდელი გათავისუფლების წესის გაუქმებას და გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას. ახალი კანონით, მანქანის ნარკოტიკული თრობის [...]
ქართველები ყველაზე ნაკლებად პარლამენტს, სასამართლოს და მედიას ენდობიან: კვლევა
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად პარლამენტს (24%) და სასამართლო სისტემას (20%) არ ენდობა, მაშინ როცა ნდობის ყველაზე დიდი ხარისხით, ისევე როგორც ბევრ სხვა ანალოგიურ კვლევაში, კვლავ ეკლესია სარგებლობს (55%). ეს განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, [...]
დევნილებისთვის ბინების გადაცემისას შეიძლება ხანდაზმულობის საკითხი გაითვალისწინონ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებთ, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების შეფასების კრიტერიუმებში ხანდაზმულობის გათვალისწინების საკითხი განიხილება. როგორც DFWatch-ს მინისტრმა უთხრა, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ მიმდინარეობს ეტაპობრივი დაკმაყოფილება, შესაბამისი კრიტერიუმებით. „ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ [...]
ცხინვალმა უკრაინელ სეპარატისტებთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
ცხინვალის რეჟიმის პარლამენტმა დღეს უკრაინის სეპარატისტულ წარმონაქმნთან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებმა, ანატოლი ბიბილოვმა და ლეონიდ პასეჩნიკოვმა ხელი დეკემბერში მოაწერეს, როცა ეს უკანასკნელი ცხინვალში იმყოფებოდა. „ელენერ-თან საკმადო მჭიდრო ურთიერთობა უკვე გვაქვს,“ განაცხადა ბიბილოვმა. „სამხრეთ ოსეთში 60-მდე ერთობლივი საწარმოა დარეგისტრირებული, დამყარებულია ფინანსური კავშირები, უნდა განვავითაროთ საბანკო ურთიერთობები.“ მისივე [...]
გალში, რომელსაც ინტერნეტი ზუგდიდიდან მიეწოდება, „აფხაზური ინტერნეტი“ შეჰყავთ
როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, ინტერნეტის კაბელების დამონტაჟება დაახლოებით, თვენახევარია მიმდინარეობს, მისი გააქტიურება კი 5500 რუსული რუბლი (230 ლარი) ჯდება. „კაბელი გაყვანილია, ტარიფები სხვადასხვაა ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით. სულ სამი პაკეტია 500-, 700- და 1000-რუბლიანი (შესაბამისად, 21, 29 და 42 ლარი). კონკრეტულად რომელი კომპანიისაა, არ ვიცით, ან „აკვაფონი“ იქნება ან „ამობაილი“. ჯერ არავის შემოუყვანია სახლში,“ - გვითხრა გალის [...]
აგვისტოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ოჯახებს გადასცეს
(Palitranews) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით განხორციელდა. დაღუპულების სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია მოხდა 2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ [...]
სოხუმმა ბინადრობაზე ზომიერი გადასახადი დააწესა, გალელები კი ეჭვობენ, ისევ ქრთამის გადახდა მოუწევთ
სოხუმის რეჟიმმა ბინადრობის უფლების ასაღებად “ოფიციალური” გადასახადი დააწესა – 600 რუსული რუბლი (25 ლარი). ეს ბევრად უფრო ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც გალის მაცხოვრებლები ამ დოკუმენტის აღებისას ამჟამად არაოფიციალურად იხდიან. […]
ცხინვალი ირწმუნება, რომ მათი “საჰაერო სივრცე” 5 დრონმა დაარღვია
(cominf.org) ცხინვალის რეჟიმი ირწმუნება, რომ ხუთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოდან სამხრეთ ოსეთის “საზღვარი” ერთდროულად გადაკვეთა. […]
ფოტოგრაფის აღმოჩენა – 7 წლის მოდელი გალიდან
ლიზი საბულუა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს. მისი ფოტოები ალბათ სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ის უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორი იყო ლიზის ცხოვრება იქამდე და რა შეიცვალა მას შემდეგ, „მშობელს“ ლიზის დედა, მაკა ავალიანი უყვება. […]
სოხუმის რეჟიმი გალელებისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შემოღებაზე ფიქრობს
(ekhokavkaza.com) “ქართველებს, მოქალაქეობის არქონის გამო აფხაზურ ჯარში არ ვიწვევთ, ამიტომ ახლა კანონმდებლებისგან ველით კანონს, მათთვის ალტერნატიულ მსახურებაზე“, – ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა. […]
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს
დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზადაა დევნილებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმებს გადახედოს. როგორც DFWatch-ს სამშაბათს სამინისტროში უთხრეს, მინისტრმა ამის შესახებ დევნილების ერთ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა სამინისტროში ამ საკითხის დეტალებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ დეტალები მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება. სერგეენკოს თქმით, ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების [...]
აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს
(Palitranews) ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს. […]
ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელად რაიონის მთავარი მეხანძრე დანიშნეს
(Cominf.org) ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსად “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა ორშაბათს ცხინვალელი კადრი დანიშნა, რომელიც მანამდე რაიონის სახანძრო დანაყოფს უფროსობდა. […]
რუსულ ბაზაზე გარდაცვლილი კვარაცხელიას ოჯახს ევროკავშირის ელჩმა მიუსამძიმრა
კარლ ჰარცელი (1tv.ge). ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, სამძიმარს უცხადებს. […]
გალის ადმინისტრაციის უფროსის ცემაზე გავრცელებული ცნობები დასტურდება
გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას სოხუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ახლა რუსეთში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს. […]
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი უკვე შინ მიასვენეს
ირაკლი კვარაცხელია (Rustavi2.ge) 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი, რომელიც რუსი სამხედროების ტყვეობაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ოთხშაბათს სენაკში გადაასვენეს. ის ორშაბათს დააკავეს, მაშინ, როცა ენგურზე გადადიოდა. […]
ცხინვალში ამბობენ, რომ საქართველოდან ეპიდემიის საფრთხე მოიხსნა და “საზღვარს” ხსნიან
“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან. ცხინვალის რეჟიმი საქართველოსთან “საზღვარს” პარასკევიდან, 15 მარტიდან გახსნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება “რესპუბლიკის” “უშიშროების საბჭომ” ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო მიიღო. […]
გალში ზოგიერთმა მოქალაქეობაზე უარის თქვა, მაგრამ აფხაზური პასპორტი მაინც არ მისცეს
როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, თუმცა აფხაზური პასპორტები მაინც ვერ მიიღო. […]
გალში დენზე გრაფიკია, ზოგჯერ კი შუქი დღეებით არ მოდის
გალის რაიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 20 თებერვლიდან ამოქმედდა და ენგურჰესში წყლის დონის კლებას უკავშირდება. […]
გალში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორმაგ მკვლელობის საქმეში ბრალდებული დურმიშხან შამუგია დამნაშავედ ცნო. […]
გალის ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონაშია გამოკეტილი
ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტებისა და წითელი საბჭოთა პასპორტების მოქმედების შეჩერებაა, რამაც უმეტესწილად ქართველი მოსახლეობა დააზარალა. […]
ენგურის ხიდზე “ძველი” აფხაზური პასპორტები მხოლოდ ცალმხრივად მოქმედებს
სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის პასპორტების გაუქმებაზე ვერ ჩამოყალიბდა. საუბარია, პასპორტებზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობაზე, მათ შორის ქართველებზე გაიცა. […]
ბიბილოვმა რუსი ჟურნალისტები 2008 წლის ომის გაშუქებისას გამოჩენილი “მამაცობისთვის” დააჯილდოვა
(Cominf.org) ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელმა სამშაბათს მოსკოვში “სახელმწიფო ჯილდოები” გადასცა იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც 2008 წლის ომს “ობიექტურად” აშუქებდნენ. დაჯილდოვებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების RT-ის, ВГТРК-ისა და ТВ Центр-ის კორესპონდენტები და ოპერატორები. […]
ენგურის ცენტრალურ ხიდზე მიმოსვლა აღდგა
ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, თუმცა აცხადებენ, რომ თუ აფხაზური პასპორტები უქმდება, ხიდზე გადაადგილებას მაინც ვერ მოახერხებენ. […]
ენგურზე ისევ „იატაკქვეშა“ გადასასვლელების ბიზნესი ყვავის – რას ყვებიან ადგილობრივები
ენგურის ხიდის ჩაკეტვამ ე.წ. გადასასვლელების ბიზნესი ისევ აქტუალური გახადა. საქმე ეხება „საზღვრის“ ოფიციალური გადასასვლელების გვერდის ავლით გადაკვეთას, რომელსაც ადგილობრივები კურირებენ. […]
აფხაზებს შეიძლება სამედიცინო მომსახურებისთვის ენგურზე გადმოსვლა აუკრძალონ
თემურ ნადარაია. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით იღებენ და ეს საქართველოს პოლიტიკის ნაწილია. […]
ენგურზე გადმომსვლელებს ჯანმრთელობის ცნობებს არ აძლევენ
(apsadgil.info) აფხაზურმა მხარემ ჯანმრთელობის ცნობების გაცემა შეწყვიტა, რომელიც ენგურის ე.წ. საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელი საბუთია. […]
გალში აფხაზი სამხედროები ღორებს ავტომატებით ხოცავენ
კარანტინის ფარგლებში აფხაზი სამხედროები გალში ღორებს ხოცავენ. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, სამხედროები ოთხშაბათს დილიდან დადიოდნენ მანქანით გალსა და მიმდებარე სოფლებში და ღორებს ავტომატებით ცხრილავდბენ. […]
გალში არდადეგებზე ჩასულ სტუდენტებს გამოცდების ჩასაბარებლად არ უშვებენ
(Apsadgil.info) ენგურის გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, სტუდენტები გალიდან ზამთრის სესიებზე გამოცდების ჩასაბარებლად დანარჩენ საქართველოში გადასვლას ვერ ახერხებენ. […]
ცხინვალი ფაქტობრივად გარე სამყაროს არის მოწყვეტილი
(ცხინვალის რეჟიმის საგანგებოს სიტუაციების უწყების ფოტო.) ერთადერთი გზა, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, უკვე მეშვიდე დღეა ჩაკეტილია ძლიერი თოვისა და მაღალმთიან მონაკვეთებზე რამდენიმე ადგილას ზვავის ჩამოწოლის გამო. […]
ენგურის ხიდი ცალმხრივად გახსნეს, გალში გადამსვლელებს რენტგენს უღებენ
სოხუმის რეჟიმმა ენურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად აღადგინა, ზუგდიდიდან გალში გადამსვლელებს კი ადგილზე რენტგენს უღებენ. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მკვიდრმა უთხრა, „საზღვარი“ პარასკევს დილით გადმოკვეთა და ამისთვის ორ საათამდე დასჭირდა. […]
არდადეგების შემდეგ გალის სკოლებში მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა
ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. ზამთრის არდადეგების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი განახლდა, მათ შორის გალში, თუმცა მასწავლებლების თქმით, ბავშვების ნახევრამდე გაკვეთილებზე არ მისულა, რასაც ორი მიზეზი აქვს. […]
სიცხიანი ბავშვების ენგურზე გადასაყვანად ოჯახს სამი დღე დასჭირდა
(გალ-ინფო.) როგორც DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებმა გ.ე.-მ განუცხადა, ბავშვები ჯერ სოხუმში ჰყავდათ, თუმცა შემდეგ მათი ზუგდიდში გადაყვანა გახდა აუცილებელი. […]
„დილიდან საღამომდე ჭამას ვერ ვასწრებ” – ექიმი ამბობს, რომ გალში გრიპზე მიმართვიანობა გაიზარდა
ადგილობრივი ექიმის თქმით, გალში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. თუმცა, როგორც DFWatch-ს ექიმმა გ.ს.-მ უთხრა, ეპიდემიის საფრთხეს ჯერ ვერ ხედავს და მომართვიანობა დიდწილად პანიკას უკავშირდება. […]
სოხუმის რეჟიმი კარანტინს აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს
დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი იკეტება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მიზეზად კარანტინი გამოცხადდა. პირველადი ინფორმაციით, ხიდი 20 დღით ჩაიკეტება. […]
ახალგორელებს „საზღვარზე“ მიმოსვლის თავისუფლება ერთი თვით გაუხანგრძლივეს
“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან. ცხინვალის რეჟიმმა ახალგორიდან ე.წ საზღვარზე გადასვლის გამკაცრებული წესების ამოქმედება ერთი თვით გადადო და შეზღუდვა 1-ელ იანვრის ნაცვლად 1-ელ თებერვალს ამოქმედდება. […]
საახალწლოდ ენგურის ხიდი ათასობით ადამიანმა გადაკვეთა
წინასაახალწლო დღეებში ენგურის ცენტრალური ხიდი ორივე მხარეს ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა. როგორც DFWatch -თან საუბრისას “საზღვარზე” გადამსვლელები ყვებიან, ხალხის რიგი თითქმის მთელ ხიდს ფარავდა, რომლის სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრია. […]
სოხუმის რეჟიმის ცნობით, ახალი “აფხაზური პასპორტი” 95 ათასამდე ადამიანმა აიღო
წინასაახალწლოდ სოხუმის რეჟიმმა შემოიღო ცვლილება, რის მიხედვითაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე „აფხაზური პასპორტების“, ბინადრობის ნებართვებისა თუ აფხაზეთში ცხოვრებაზე უფლების გაცემას ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს. […]
დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია: ბიბილოვი
ცხინვალის რეჟიმის მეთაური ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რომ „სამხრეთ ოსეთს საქართველოს მილიტარიზაცია აშფოთებს“. მისი თქმით, „საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია, სანამ ისინი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ჩვენი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშს არ მოიხდიან”. […]
გალელები სამინისტროსგან ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვენ
გალის ქართველ მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურს, თუმცა თავშესაფრის არქონის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ამის მთავარი მიზეზი გადაადგილების შეზღუდვა და სკოლებში ქართული სწავლების აკრძალვაა. მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს აქ მომავალი არა აქვთ. […]
105 000 ადამიანს ახალი „აფხაზური პასპორტი“ გადაეცა: ხაჯიმბა
სოხუმის რეჟმის განცხადებით, „აფხაზური პასპორტები“ უკვე მიიღო „რესპუბლიკის“ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, დაახლოებით 105 000-მა ადამიანმა. ამის შესახებ “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ 25 დეკემბერს, 2018 წლის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე ისაუბრა. […]
ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის პროცედურას ამკაცრებს
ცხინვალი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 26 დეკემბერს მიიღო. […]
გალის მაცხოვრებლები სამინისტროსგან ბინებს ვერ მიიღებენ
(droa.ge) ის დევნილები, რომელთა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრება ვერ მოწმდება, სამინისტროსგან ბინას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ეს, პირველ რიგში, გალელებს შეეხება. „თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება," აცხადებს დეპარტამენტის უფროსი. „არის [...]
წინასაახალწლო კრიმინალი აფხაზეთში
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში სამი ათეული წელია უკვე ერთგვარ „ტრადიციად“ დამკვიდრდა, რომ წინასაახალწლოდ კრიმინალი განსაკუთრებით აქტიურდება და ამ მხრივ არც მიმდინარე წელი გახდა გამონაკლისი. […]
გადადგა ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით ავიწროებდა
ანატოლი ბიბილოვი (მარცხნივ) და ფილიპ ხაჩიროვი. (presidentruo.com) ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი ფილიპ ხაჩიროვი გადადგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს განსაკუთრებით ავიწროებდნენ ახალგორის ქართულ მოსახლეობას. […]
ცხინვალის რეჟიმი ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის გასვლას მოითხოვს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის, „ძალა ერთობაშიას“ გასვლა მოითხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომებს ასახელებს. ამის შესახებ ოსური დელეგაციის წევრებმა სამშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე განუცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობას. […]
გალის ქართულ სკოლებში რუსული სახელმძღვანელოები შეიტანეს
ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, წიგნები თავად გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნაირა ამალიამ დაარიგა. […]
გალელ მასწავლებლებს სახელფასო ბარათები დაუმზადეს
როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ბარათები რუსულმა Сбербанк-მა დაამზადა. „დღემდე ხელფასს ხელზე ვიღებდით, დირექტორებს იბარებდნენ თვეში ერთხელ და მათ ატანდნენ მთელი შემადგენლობის ანაზღაურებას. ახლა ბარათები დაგვიმზადეს და ხელფასი იქ დაირიცხებაო“, - განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთმა მასწავლებელმა. პედაგოგები ამბობენ, რომ საბანკო ბარათები მხოლოდ იმ მასწავლებლებს დაუმზადეს, ვისაც ე.წ. მწვანე (აფხაზური) პასპორტი აქვთ. „ბარათები არ დაუმზადეს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ე.წ. [...]
„ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე“ – მიმართვა ოკუპანტებს (ვიდეო)
თითქმის ერთთვიანი “შესვენების” შემდეგ სოფელ ატოცში შეიარაღებული რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. დღეს სამხედროები სოფელში საინჟინრო მანქანით მივიდნენ. […]
„ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფინანსური დახმარებით“ – აბრებმა ცხინვალში აღშფოთება გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ ცხინვალის მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია მათ სახლებზე გაკრულმა აბრებმა. კონკრეტულად კი რამდენიმე ადგილობრივმა საკუთარი სახლების კედლებზე მიმაგრებული აბრები აღმოაჩინა, რომლებზეც ეწერა: „ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით“ […]
გალის მოსახლეობა პარტიებს არც მეორე ტურში გახსენებიათ
ისევე როგორც პირველ ტურში, საარჩევნო აგიტაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს გალში არც მეორე ტურში უწარმოებიათ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს პლაზმური ტელევიზორები დაურიგეს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]
რუს სამხედროებს აფხაზეთში ქართულსა და მეგრულს ასწავლიან
ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა განუცხადეს. მათი თქმით, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ სპეციალური კურსები გუდაუთაში ტარდება. […]
“სოფლები იცლება, ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ქალები დარჩნენ” – გალიდან იმიგრაცია სახიფათო მასშტაბს იძენს
„მამაჩემიც წაიყვანეთ, მოიწყენს უსაქმურად აქ“, “დარჩა სოფელში ვინმე?“ „ვინც დავრჩით, ისინიც არ ვიქნებით მალე“, „ახლა სახლში კაციც მე ვარ და ქალიც“, „პოლონეთში პატარა გალია“, – ამ სახის კომენტარებს სოციალურ ქსელში უკვე ხშირად მოჰკრავთ თვალს პოლონეთში გამგზავრებული გალელების ფოტოებზე. […]
კრემლის ფინანსური მაქინაციები ცხინვალის გავლით – Washington Post სტატიას აქვეყნებს
ოკუპირებული ცხინვალისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების გავლით რუსეთის საბანკო მანიპულაციებზე სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს. […]
ქართულად სწავლების სრულად ამოსაძირკვად გალის სკოლებზე წნეხი ძლიერდება
ქართული სკოლა სოფელ სიდაში. სოხუმის რეჟიმი გალის ქართულ სკოლებზე კონტროლს ამკაცრებს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა უთხრეს. კერძოდ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ეჭვობენ, მიუხედავად იმის, რომ მე-7 კლასამდე მხოლოდ რუსულად სწავლების სწავლება სავალდებულო გახდა, გალის ქართული სკოლები ამ რეგულაციას არ ემორჩილებიან და სწავლების პროცესი კვლავ ძირითადად ქართულად მიმდინარეობს. „რამდენიმე დღის წინ ღია კარის დღე [...]
გალელები ამბობენ, რომ საარჩევნოდ კონტრაბანდაზე არაფორმალურად მწვანე შუქი აუნთეს
გალელები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე არაფორმალურად სიგარეტით ვაჭრობის უფლება მისცა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის შესახებ მათ უშუალოდ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს. […]
რუსმა სამხედროებმა ატოცის შემდეგ ხურვალეთშიც დაიწყეს ახალი მავთულხლართების გაბმა
რუსი სამხედროები სოფელ ატოცის შემდეგ სოფელ ხურვალეთშიც გამოჩნდნენ რამდენიმე ადგილას დამატებითი მავთულხლართების გასაბმელად. […]
ამერიკულ ნუმიზმატურ კატალოგზე სოხუმში დიდი ზარ-ზეიმია, თბილისში კი უარყოფენ
აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამომცემლობის Krause-ს ნუმიზმატურ კატალოგში მოხვდა. […]
გალში არჩევნების პირველმა ტურმა პასიური აგიტაციის ფონზე ჩაიარა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონფლიქტის ზონაში გაცხოველებული აგიტაცია არცერთ პარტიას არ უწარმოებია, ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს. […]
ცხინვალის რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა.კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ბარიერი გაკეთდება. […]
გალში ბინადრობის მოწმობის გაცემა შეაჩერეს
აფხაზურმა მხარემ ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვას” (ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა) გაცემა დროებით შეაჩერა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ამის მიზეზად დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საბეჭდი მანქანის საღებავის ამოწურვას ასახელებენ. […]
“გთხოვთ, გააზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება” – ახალგორელ აქტივისტზე მე-4 საქმე აღძრეს
ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. "ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნიდან წელიწადისა და სამი თვის თავზე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ. წინა 3-ზე პირველი ინსტანცია მოვიგე - სასამართლომ თქვა, რომ არაა საკმარისი მტკიცებულებები, ბრალეულობები არ ჩანს და 3 ტომისგან შემდგარი საქმე უკან დაუბრუნა [...]
ცხინვალში კომკავშირის 100 წლისთავი აღნიშნეს
(presidentruo.org) ღონისძიებაში მოსწავლეები საბჭოთა დროინდელი წითელი დროშებით და პიონერის ფორმებით - წითელი ქუდებითა და წითელი ყელსახვევებით გამოვიდნენ. ზეიმში მონაწილეობა დე ფაქტო პრეზიდენტმაც ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო და დიდი სიამაყით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადრე თავადაც იყო კომკავშირელი. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობის იდეოლოგიური კავშირი აუცილებელია ყველასთვის და ყოველთვის და შეუფასებელია ოსი კომკავშირლების როლი სამხრეთ [...]
„ლენინისა და სტალინის პოსტერებთან ბავშვებს საბჭოთა სიმღერებს ამღერებენ“ – ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ციხელაშვილი: "აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის ქართულ მოსახლეობაზე ეს წნეხი არ არის მისაღები და ბევრს უქმნის დისკომფორტს." „გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და ბავშვები სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ... ბევრმა არ იცის, იქ (გალში) მართლა რა გმირობებს სჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას [...]
სოხუმის რეჟიმი გალელების დიდი უმრავლესობისთვის პენსიას პრაქტიკულად აუქმებს
პირველი ნოემბრიდან, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა პენსიონერთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეეძლება, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა (ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“) აქვს აღებული. მათივე ცნობით, პენსიონერების უმეტესობას წითელი პასპორტი ჰქონდა, შესაბამისად, ზემოთხსენებული ორი საბუთი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფხაზურ პენსიას ვერ აიღებენ. „ე.წ. წითელი პასპორტები [...]
ოკუპირებული აფხაზეთიდან დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს
მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებული აფხაზეთიდან დნესტრისპირეთში გაგზავნილი დელეგატები ქვეყანაში არ შეუშვა და გააძევა. […]
ცხინვალის რეჟიმმა “საზღვრის გადაკვეთაზე” ჯარიმა 2,5-ჯერ გაზარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 000 რუსული რუბლიდან (82 ლარი) 5 000 რუბლამდე ( 205 ლარი) გაზარდა ჯარიმის თანხა, რომელსაც ახდევინებს ე. წ. საზღვრის დარღვევის მუხლით დაკავებულ ადამიანებს. […]
აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა აფხაზეთის მახლობლად პირველად გადაიფრინა
ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მარშრუტი. (Twitter, flightradar24.com) აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, მერე აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვესაც გადაიფრინა. […]
„რამდენიმე მოჭიდავე და ერთი რაგბისტი”- ვინ მონაწილეობდა ცხინვალის ტყვეობიდან სამი შვილის დედის გამოხსნაში
მაია ოთინაშვილი (ფოტოს ავტორი: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება). 37 წლის მაია ოთინაშვილი, რომელიც ცხინვალის რეჟიმს 11 დღე ჰყავდა გატაცებული, ორი კვირაა უკვე ხურვალეთში საკუთარ შვილებთან ერთად იმყოფება და ცხინვალის საკანში გატარებული დღეების გახსენება უმძიმს. […]
“ჩემი შვილები აფხაზი ბიჭის როლს ასრულებდნენ, რომელიც ქართველებს ხოცავს” – გალელ ბავშვებს “გამარჯვების” ზეიმს აიძულებენ
სექტემბრის ბოლო დღეებში აფხაზეთში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც, როგორც წინა წლებში, გალის ქართულ სკოლებსაც აიძულეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ. გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მიაღებინეს მონაწილეობა, სკოლებს ასევე დაავალეს ადგილზეც გაემართათ საზეიმო საღამოები, რომელსაც დე ფაქტო ჩინოვნიკებიც დაესწრენ. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთი მშობელი უყვება, დავალება იყო სკოლის მოსწავლეებს ზეიმზე ყველას აფხაზური სამხედრო ფორმები ცმოდათ, [...]
გალის მოსახლეობა იძულებულია სიგარეტის კონტრაბანდას დაუბრუნდეს
შემოსავლის წყაროს დაკარგვამ გალის მოსახლეობა ისევ არალეგალურ ბიზნესში დააბრუნა. საქმე ეხება სიგარეტით ვაჭრობას, რომელიც წლების წინ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, შემდეგ პრაქტიკულად მოისპო, დღეს კი ისევ აქტუალური გახდა. […]
ცხინვალის რეჟიმმა ახალგორში თევზეულისა და ხორცპოდუქტების შეტანა აკრძალა
“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან. უკვე ერთ კვირაზე მეტია ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში აიკრძალა ქართული პროდუქციის ზოგიერთი სახეობით ვაჭრობა, რის გამოც მოვაჭრეები დიდ ზარალს განიცდიან. […]
დიდი ხმაური სოხუმში – მილიცია დრამატულ თეატრში ბომბს ეძებდა
სოხუმის დრამატულ თეატრში ადგილობრივი მილიცია და კინოლოგები წუხელ ბომბს ეძებდნენ, სამ საათზე მეტი ხნით გადაკეტილი იყო ცენტრალური ქუჩები, თუმცა დიდი ძებნისა და ხმაურის შემდეგ ვერაფერი აღმოაჩინეს. 10 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია შევიდა, რომ სოხუმის ცენტრში არსებული დრამატული თეატრის შენობა დანაღმული იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე სასწრაფოდ შენობის შემოწმება დაიწყო. [...]
მაია ოთინაშვილი ამბობს, რომ გატაცებისას სცემეს, მერე თითი არ დაუკარებიათ
მაია ითინაშვილს ერგნეთთან ახლობლები ხვდებიან. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო.) საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული სამი შვილის დედა, მაია ოთინაშვილი 10-დღიანი ტყვეობის შემდეგ უკვე თავისუფალია და ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება. […]
ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ მათ მიერ გატაცებული 37 წლის ქალს კარგად ექცევიან
მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში. (cominf.org) ცხინვალის მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც იზოლატორში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ მას კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის. […]
ცხინვალმა გატაცებულ სამი შვილის დედას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
ცხინვალის რეჟიმის უშიშროების მიერ საკუთარი ნაკვეთიდან გატაცებულ 37 წლის ქალს, მაია ოთანაშვილს ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა აქვს წაყენებული. […]
გალის სკოლებს “გამარჯვების დღის” ღონისძიებებში ჩართვას ავალებენ
გამარჯვების დღის მსვლელობა. 2017 წ. (გალ-ინფო) 30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. ერთ-ერთი მათგანია საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი მსვლელობა „ჩვენი გმირების გზა“, […]
სოხუმის რეჟიმმა დიდი ამნისტია გამოაცხადა, რომელიც ყოველ მე-5 პატიმარს შეეხება
დრანდის ციხე სოხუმის მახლობლად. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების თაობაზე, რომელიც, „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმია“ მიძღვნილი. […]
გალელ მოსწავლეებს არასამთავრობოების ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალეს
გალის აფხაზური ადმინისტრაციის შენობა. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილე ნაირა ამალია, გალის რაიონის ქართულ სკოლებს სტუმრობდა. როგორც DFWatch-ისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრების ფარგლებში, […]
ქართულ უმაღლესებში 256 გალელი აბარებდა, ჩაირიცხა 130
(1tv.ge) გალის რაიონიდან, ახალ საწავლო წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 130 სტუდენტი გააგრძელებს. […]
გალის სკოლებში 400-მდე პირველკლასელი მივიდა
გალის რაიონის სკოლებში წელს 400-მდე პირველკლასელი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიაწოდეს. […]
აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით „საიუბილეო“ კუპიურა გამოუშვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული დაბეჭდეს, რომელსაც “500 აპსარი” აწერია და მასზე პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. […]
გალის მარტო ერთი სოფლიდან უკვე 50-მდე კაცი წავიდა სამუშაოდ პოლონეთში
გალის რაიონიდან ახალგაზრდები სამუშაოდ საზღვარგარეთ მასობრივად მიდიან. DFWatch-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სოფლიდან 50-მდე ახალგაზრდა წავიდა პოლონეთში. […]
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს მეწარმეობაში პრაქტიკული კურსის გავლას სთავაზობენ
ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, […]
ვიდეო: როგორ ძარცვავენ სოხუმში ბანკს
სოხუმის ცენტრში, წითელი ხიდის მახლობლად, ორშაბათს აფხაზეთის შემნახველი ბანკის ფილიალი გაძარცვეს, წაღებულია 200 000 რუბლი (7 350 ლარი). […]
სოხუმის რეჟიმი სირიის მეშვეობით საერთაშორისო ბაზარზე გასვლს გეგმავს
(Presidentofabkhazia.org) სირიის დედაქალაქ დამასკოში სოხუმის რეჟიმის დელეგაცია 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაშარ ასადმა და რაულ ხაჯიმბამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. როგორც ხაჯიმბა აცხადებს, სოხუმი დამასკოს მეშვეობით საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებს შეიძენს […]
ახალგორში სწავლა 5 სექტემბერს ქართული ბაღის გაუქმებით და სკოლების სანახევროდ გარუსულებით იწყება
საბავშვო ბაღი ახალგორში (cominf.org). ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და ბაღებში სწავლა წინა წლებისგან განსხვავებით 1-ლი სექტემბრის ნაცვლად 5 სექტემბერს იწყება და ქართველი ბავშვებისთვის ამ დღეს კიდევ უფრო დამძიმებული ყოფა და ახალი პრობლემები მოაქვს. […]
გალის სკოლებში სწავლა რუსული გრაფიკით 1-ელ სექტემბერს დაიწყო
თაგილონის სკოლა. გალის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ამჟამად, გალის რაიონში 30 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ათი ჯერ კიდევ ნახევრად ქართულია […]
საბჭოთა პარპორტების გაუქმებამ გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი იზოლაციაში მოაქცია
ე.წ. წითელი (საბჭოთა) პასპორტების გაუქმებამ, გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. როგორც DFWatch -ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ ამის გამო ენგურის ხიდზე ქალი გარდაიცვალა. […]
ენგურის ხიდზე მიკროავტობუსებს აფხაზურ საგუშაგოსთან მიახლოება აუკრძალეს
ენგურის ხიდზე მოძრავ მიკროავტობუსებს, აფხაზურ საგუშაგომდე მისვლა აეკრძალათ. კერძოდ, თუ აქამდე მიკროავტობუსებს ხალხი „საზღვრამდე“ მიჰყავდა, ახლა მათ მხოლოდ ხიდის ნახევრამდე შეუძლიათ მისვლა. […]
„ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ – ავსტრიელმა ქართველებმა ვენაში აფხაზეთიდან ბავშვები მიიწვიეს
აფხაზეთში, ძირითადად გალში, მცხოვრები ბავშვები ვენაში, პროექტში „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ იღებდნენ მონაწილეობას. […]
ბიბილოვი მერკელს ცხინვალში ეპატიჟება, ოღონდ „კარის გავლით“
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დე ფაქტო რესპუბლიკის მონახულება “კარის გავლით” შესთავაზა და არა “ბაღების”. […]
აფხაზებმა პირველი მულტსერიალი გამოუშვეს
მულტფილმი სათაურით „ლეონი და ნაალი“ (Леон и Наалеи) ხუთი სერიისგან შედგება და აფხაზური ეტიკეტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. […]
აფხაზ ვიცე-პრეზიდენტს თავში ჭიქა ჩაარტყეს, რის გამოც გადადგა, რათა „აფხაზურად იმოქმედოს”
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს, ვიტალი გაბნიას თავში ჭიქა ჩაარტყეს და ამ ინციდენტის გამო ის თანამდებობიდან გადადგა და აპირებს, რომ „ღისება აფხაზურად დაიცვას”. […]
სოხუმი ახლა აღიარებას ჩრდილოეთ კორეიდან ელოდება
სოხუმის რეჟიმის დელეგაცია ფხენიანში (aiaaira.com) ოკუპირებული აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს იწყებს. რამდენიმე დღის წინ ფხენიანში დელეგაციაც იყო ჩასული. „ისტორულ ვიზიტზე“ სასაუბროდ სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თამილა მირცხულავამ პრესკონფერენცია გამართა […]
ენგურის ხიდზე რუსმა მესაზღვრებმა მიცვალებული 6 საათი გააჩერეს
პარასკევს, 17 აგვისტოს ენგურის ცენტრალურ ხიდზე რუს მესაზღვრეებს, მიცვალებული 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა DFWatch-ს უთხრეს, დაკავების მიზეზად საბუთის არქონა დასახელდა, […]
ახალგორში „უხარისხო ქართული პროდუქციის“ ამოსაღებად რეიდი მოეწყო
ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში დიდი რეიდი მოეწყო და „არალეგალურად“ შეტანილი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს. საუბარია იმ პროდუქციაზე, ასევე საქონელზე, რომელსაც ქართული აქციზური მარკები აქვს […]
შამბა: „დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ“
„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში… დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ,“ – ცნობილი სოხუმელი პოლიტიკოსის ამ განცხადებას თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. […]
აფხაზებმა საბჭოთა პასპორტები ძალადაკარგულად გამოაცხადეს
ე.წ. საბჭოთა წითელი პასპორტები, რომლითაც გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდა, სოხუმის რეჟიმმა ძალადაკარგულად გამოაცხადა, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]
თბილისი რუსული არმიის წვრთნებს მუქარად აფასებს
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო სწავლება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას წარმოადგენს“, – […]
ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აღდგება, მოსწონს თუ არა ეს საქართველოს
„მატარებლები აუცილებლად ივლიან. მოსწონს ეს საქართველოს თუ არა, რკინიგზამ ფუნქციონირება უნდა აღადგინოს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. […]
კოდასთან რუსებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს
სოფელ კოდასთან, საოკუპაციო ზოლთან, რუსმა სამხედროებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობას და იქ მყოფ აქტივისტებს უთვალთვალებენ. […]
რუსული სამხედრო დასახლებები აფხაზეთში
„კარი შეღებული დამხვდა და დავინახე პატარა ქალაქი სოფელში, პირველში ცხოვრობენ, მეორეში კი ცოცხლობენ“, – ასე ეხმაურება გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის 19 წლის მკვიდრი მ.ა. რუსული სამხედრო ბაზების არსებობას მის სოფელში. […]
ძლიერმა წვიმამ გალიც დააზარალა, დაიტბორა 35-მდე სახლი
სამსაათიანმა შეუჩერებელმა წვიმამ გალის ცენტრალური ქუჩები და სახლები დატბორა, თუმცა ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მოსახლეობას. […]
ხანძარი ცხინვალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში
ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სულ დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულიიყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. […]
აგვისტოს ომის დღეებში ორივე ოკუპირებულ რეგიონში დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად […]