საპატრიარქო

დეკანოზს ბრალი არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზე წაუყენეს? (ვერსია)

By | February 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

შორენა თეთრუაშვილი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე: „ეს მე არ მეხება. სხვა ადამიანზე ლაპარაკობს, ეტყობა. მისი პრობლემაა.“ (პირველი არხი) „ციანიდის საქმეში“ ახალი ვერსია გაჩნდა – ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოფიციალურად ბრალი არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება. […]

წერილი, რომელმაც “ციანიდის საქმეში” მეტი კითხვა გააჩინა

By | February 14th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისათვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ პატრიარქს იმ უკანონობაზე აწვდიდა ინფორმაციას, რაც, მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა. წერილის აუთენტურობა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მასში დეკანოზი ილია მეორის სხვადასხვა დარღვევაზე აფრთხილებდა. მასში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც იმ დროისათვის  საპატრიარქოს ქონების მართვის [...]

წმინდა სინოდის კრებამ შიდა დაპირისპირების განხილვა არ ისურვა

By | December 24th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III  და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა. […]

საქართველოს ეკლესია კრეტას „დიდ კრებაზე“ გასატან ორ საკითხს ისევ უპირისპირდება

By | May 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

(patriarchate.ge) წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ეკლესიების მღვდელმთვარების მიერ ოთხშაბათს, 25 მაისს ჩატარდა,  განსახილველი თემა 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელ ეკლესიათა „წმინდა და დიდ კრებაზე“ გასატანი დოკუმენტები  იყო და, როგორც სხდომის ოქმიდან გამოჩნდა, საქართველოს ეკლესია კრებაზე გასატანი 6 დოკუმენტიდან 2-ზე ისევ განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს. […]