მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შსს–ს მიერ კორცხელის ინციდენტში 6 პირის ბრალდებულად ცნობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა დღეს ამ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.
„ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სს დევნა. კონკრეტულად 6 პირი არის პასუხისგებაში მიცემული, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილს ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ, დღეს პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. ითხოვს გირაოს გამოყენებას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი პოზიციაა ის, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 239-ე მუხლით“, – განაცხადა შოთაძემ.
10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ოთხშაბათს გვიან ღამით, ბრალი ხულიგნობის ბრალდებით წარუდგინა. საუბარია 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დღეს ზუგდიდის სოფელ კორცხელში მომხდარ იცნიდენტზე, სადაც თბილისიდან ჩასული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ და სცემეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.