ვეგანური კაფე „კივი“ ახალ ადგილს ეძებს
“კივი” კაფე მეზობლების უკმაყოფილების გამო ახალ ტერიტორიას ეძებს (DFwatch) “მფლობელის შვილმა ასე გვითხრა, ვეგეტარიანული კაფე გამიგია, მაგრამ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და კაცს, რომელსაც პეპლებიანი და ყვავილებიანი შარვალი აცვია, ვერასდროს მივიღებთო” – ლაშა, თბილისში ერთადერთი ვეგანური კაფე „კივის“ თანამშრომელი, DFWatch-თან მეზობლების მიერ მათ დისკრიმინაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის გამო იძულებულნი არიან კაფე სხვა ადგილას გადაიტანონ. […]