რაზე შეთანხმდნენ „მაესტროს“ მფლობელები
„მაესტროს“ მფლობელებს შორის არსებული რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ მხარეებმა - ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) და 25%-იანი წილის მფლობელმა, დიზაინერმა მაკა ასათიანმა შეთანხმებას მიაღწიეს. ორშაბათს მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, ტელეკომპანიის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები, რომ „მაესტროს“ ლოგო და სახელი, რომლის გარეშეც არხი რამდენიმე დღე მაუწყებლობდა, ეთერში დაბრუნებულიყო, პასუხისმგებელ პირად ტელეკომპანიაში ნეიტრალური პიროვნება დანიშნულიყო, [...]