kakha_kukava

კახა კუკავა თამაზ მეჭიაურთან და გოგი თოფაძესთან ახალი კოალიციის თანამშრომლობას გამორიცხავს (ipn)

წინასაარჩევნოდ კონსერვატიულ ფლანგზე “პატრიაოტთა ალიანსი”, რომელსაც ბევრი მიმომხილველი მომავალ პარლამენტში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს, ახალ კოალიციას ქმნის, სადაც რამდენიმე ცნობილი, თუმცა არცთუ მაღალი მხარდაჭერის მქონე, პოლიტიკოსები ერთიანდებიან.

ახალ სააარჩევნო ბლოკს ერქმევა  “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია”.

ბლოკში სულ 6 ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი. ესენია : “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო”, კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება”, აკაკი ასათიანის -“საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძეს – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

როგორც DFWatch-ს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ უთხრა,  მსგავსი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ჯგუფებთან, გოგი თოფაძის “მრეწველებთან” და თამაზ მეჭიაურის ახალ პარტიასთან, როგორც „სახელისუფლებო ელემენტებთან“, რაიმე კავშირი “100%-ით გამორიცხულია”.