გალი

გალელ ბავშვებს ისევ აიძულეს „გამარჯვება” ეზეიმათ, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით

By | October 3rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალის სკოლებში, გამარჯვების დღე, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად აღინიშნა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ე.წ. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ყოველგვარი კონტროლისა და დავალების გარეშე ჩაიარა. „წინა წელს, საგანგებო დავალებები გაიცა სკოლებზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ „გამარჯვების დღე“. რაღაც ღონისძიებას ამ დღეს სულ ვმართავთ, მაგრამ საგანგებო მითითებით არა. შარშან ჩამოუარეს სკოლებს დე ფაქტო [...]

კორუფცია „საზღვარზე“ – რა ღირს ენგურის ხიდზე გადასვლა

By | September 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა, ბიზნესად აქცია. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, „საზღვარზე“ გადასვლა არაოფიციალურად ყველას შეუძლია, ვინც ფულს იხდის. „ოფიციალურად ჩაკეტილია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად შეზღუდვა არ მოქმედებს. ვისაც გადასვლის სურვილი აქვს, იხდის 50 ლარს და ჩვეულებრივ გადადის. შეიძლება ყოველ დღე ვერ გადახვიდე, მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, უნდა გადაიხადო“, - უთხრა DFWatch-ს [...]

რას ამბობენ გალელები დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე

By | September 26th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

9 ოქტომბერს სოხუმში ხელმეორედ არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „არჩევნების“ შედეგს არ აღიარებენ, სოხუმის სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის სარჩელი, მეორე ტურის გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ხელმეორედ დაიკავებს. ორ კანდიდატს შორის დავას, შორიდან ადევნებდა თვალს გალის მოსახლეობა და დიდი [...]

რუსეთმა გალში „რბილი ძალა“ გააქტიურა – ხალხს რუსული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას ჰპირდებიან

By | September 23rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა გალში, რომელიმე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან გალის რაიონის ერთ-ერთ ქართულ სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, სოხუმში [...]

სოხუმის სასამართლომ კვიცინიას სარჩელი უარყო – ხაჯიმბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტია

By | September 20th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც 1,22%–ით [...]

გალის სკოლებში სწავლა “სიურპრიზების” გარეშე დაიწყო

By | September 4th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო. ოფიციალურად, სასწავლო წელი 2 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ეს დღე მთლიანად სადღესასწაულო ღონისძიებებს დაეთმო, უშუალოდ სასწავლო პროცესი კი 3 სექტემბერს განახლდა. როგორც DFWatch-თან საუბარში გალელი მასწავლებლები აცხადებენ, მიმდინარე სასწავლო წელს დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ჯერ არანაირი ახალი შეზღუდვა არ მიუღიათ. "ქართული ისედაც როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება, სხვა სახის რამე ცვლილება [...]

რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები

By | August 25th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

რაულ ხაჯიმბა: „გალის რაიონი ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული რაიონია ჩვენს რესპუბლიკაში. ამ დღეებში ბევრგან ვიყავი, გეუბნებით თქვენ და ამას ვამბობდი სხვაგანაც.“  დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი [...]

აფხაზეთიდან გადმოსვლაზე შეზღუდვა ისევ მოქმედებს, თუმცა ქრთამი ოკუპირებულ ტერიტორიასაც ანათებს

By | August 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება. „18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ კარგ [...]

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

By | August 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი და [...]

სოხუმის რეჟიმის „რბილი ძალის“ მცდელობები – 5 წლის შემდეგ „მოქალაქეობის“ პერსპექტივა და ავტობუსი კვირაში ორჯერ

By | August 12th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სოხუმის უნივერსიტეტში ჩარიცხულ გალელ სტუდენტებს შეხვდა. დაინტერესდა თუ როგორ გაიარეს მისაღები გამოცდები, შემდგომ კი ურჩია, რომ არ დაკმაყოფილდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით და მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან. „ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და ამ ფორმით ინფორმაციის მოპოვება არ იყო შესაძლებელი. დავდიოდით ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდით მრავალტომიან წიგნებს. რა თქმა უნდა წიგნების [...]

აფხაზეთიდან აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას დაპირდნენ

By | July 24th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

მიხეილ ბატიაშვილი. აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო, წერია სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ რელიზში. გარდა ამისა, სახელმწიფო  სტუდენტის სწავლის [...]

რეჟიმი აცხადებს, რომ ქართულ უნივერსიტეტებში აფხაზეთიდან წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ

By | July 23rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმი მიიჩნევს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან, ძირითადად - გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება. ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, [...]

სოხუმის რეჟიმს ნატოს ხელმძღვანელობა თხოვდა, არ დაეხურა ნაბაკევის გამშვები პუნქტი: ნადარაია

By | July 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, მაშინ როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, აფხაზეთის ხელისუფლებას, მისი გახსნის თხოვნით, თავად ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიმართა. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. „სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა - თაგილონში, ნაბაკევსა და ოტობაიაში. სამივე დაიკეტა, ამჟამად კი მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდის გამშვები პუნქტი მუშაობს. როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი დავკეტეთ, [...]

ფაროსანამ აფხაზეთში საგრძნობლად იკლო

By | July 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთში, მათ შორის გალის ტერიტორიაზე, ფაროსანასთან ბრძოლა რუსული ვერტმფრენებით გრძელდება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ გალის ტერიტორია ვერტმფრენებით შეიწამლა. „ფაროსანას რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. წელს უკვე იმედი გაჩნდა, რომ თხილის მინიმალურ მოსავალს მაინც ავიღებთ. ვებრძვით საკუთარი ძალებით, ასევე იწამლება ვერტმფრენებით“, - აცხადებენ ადგილობრივები. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, თავის დროზე დაჭერილი მავნებლების შესყიდვა დაიწყო. [...]

გალის დე ფაქტო მმართველი ენგურზე პროდუქტის გადატანის კიდევ უფრო შეზღუდვას ითხოვს

By | July 19th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვარზე გადმოსატანის პროდუქტების რაოდენობა, კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, რაღაც აფხაზეთში "კონტრაბანდის" შემოტანა საბოლოოდ აღმოიფხვრას. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. „აფხაზური კანონის თანახმად, საზღვარზე თითო ადამიანისთვის 50 კგ ტვირთის გადმოტანაა დაშვებული. მე მესმის, რომ 50 კგ კარტოფილი შეიძლება ადამიანმა პირადი მოხმარებისთვის გადმოიტანოს, თუმცა როცა ადამიანს 50 [...]

გალელები „საზღვრის“ გახსნას ორშაბათს ელოდებიან

By | July 14th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალის მოსახლეობა, ე.წ. საზღვრის გახსნას ორშაბათს ელოდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არავისთვისაა ცნობილი. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აცხადებენ, ახლა შეზღუდვა მხოლოდ გალიდან გადმომსვლელ 18-დან 60 წლამდე კაცებზეა დარჩენილი. „არ ვიცი რა კრიტერიუმით შეარჩიეს, მაგრამ შეზღუდვა მარტო კაცებზე დარჩა, ისიც კონკრეტული ასაკის ადამიანებზე. სხვას ყველას თავისუფლად ატარებენ იქითაც და აქეთაც. ჯერ ითქვა 14-ში გაიხსნებაო, დღეს არ გაიხსნა, ახლა [...]

აფხაზეთიდან 172 აბიტურიენტი გადმოიყვანეს, 13 კიდევ ბლოკირებულია: მთავრობა

By | July 4th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. „სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ დე [...]

ენგურის ხიდი გაიხსნა ყველასთვის, გარდა 18-60 წლის კაცებისა

By | July 3rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადასვლის შეზღუდვა, მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის დატოვა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, გზა გახსნილია ქალებისთვის ასაკის შეზღუდვის გარეშე, პენსიონერებისთვის სქესის განურჩევლად და 18 წლამდე ბიჭებისთვის. „ვერ გავიგეთ რას აკეთებენ, სავარაუდოდ არ უნდათ რომ აქციას შევუერთდეთ, სხვაგვარად მხოლოდ კაცებზე შეზღუდვას ვერაფრით ვხსნით. ჯერ ისევ შეზღუდვაა ე.წ. ვიზების გაცემაზე და ჯერ კიდევ [...]

140 მოზარდი აფხაზეთიდან სპეციალურ მოსამზადებელ პროგრამას გადის

By | July 2nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

პროგრამაში ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ'', სკოლისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, გალის რაიონის ნამდვილი საზღვრებიდან მოსამზადებელში 140 სკოლადამთავრებული სწავლობს. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძრვანელის ნონა შონიას ინფორმაციით, მათ შორის 68 - თსუ-ში, 72 კი ზუგდიდის შ. მესხიას სახ. უნივერსიტეტში სწავლობს. „ამ აბიტურიენტებს ეძლევათ სტიპენდია 150 ლარის ოდენობით, 35 დაკმაყოფილებულია ამ უნივერსიტეტების საცხოვრებელი ფართით. ახალგაზრდები  უფასოდ ემზადებიან. ჩარიცხვის შემდგომ როგორც ოკუპირებული [...]

ენგურზე ბლოკირებული აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადმოსვლა მოახერხა

By | July 2nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის რეჟიმის მიერ ეროვნული გამოცდების წინ ენგურის ხიდზე ბლოკირებული გალელი აბიტურიენტების უმეტესობა, DFWatch-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდა. თუმცა, არა ყველა. რამდენიმე მოზარდი გადმოსვლას კვლავ ვერ ახერხებს. უმეტესობამ გამოცდას მიუსწრო კიდევაც. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას აცხადებენ, „საზღვარზე“ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი. „ჩაკეტვის დღიდან ყოველ დღე მივდიოდით, იქნებ რამე შეცვლილიყო. [...]

ენგურის ხიდზე ბლოკირებული აბიტურიენტების ნაწილის გადმოყვანა მოხერხდა, აცხადებენ მთავრობაში

By | July 1st, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეარბილა - მიმოსვლის უფლება პენსიონერებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებს მისცეს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის ჯერ ისევ მოქმედებს შეზღუდვა, თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება. „აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ [...]

დე ფაქტო მთავრობამ გალელ მოსწავლეებს ჯერ ზეიმი გაუმართა, მერე კი საზღვარი ჩაუკეტა

By | June 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ჯერ საგანგებო წვეულება გაუმართეს, პარალელურად კი საზღვარი ჩაუკეტეს“ - ასე აფასებენ გალელები აბიტურიენტებისთვის ენგურის ჩაკეტვას. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას ყვებიან, 28 ივნისს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის პარალელურად, დე ფაქტო განათლების სამინისტრო გალში 2019 წლის კურსდამთავრებულებს მასპინძლობდა. „კურსდამთავრებულთათვის გალში საზეიმო ცერემონია უკვე მეორე წელია იმართება. შარშან პირველად ჩატარდა და წელს მეორე იყო. აწ უკვე ყოფილი მოსწავლეები, მეწყვილეებთან ერთად [...]

გალელ აბიტურიენტებს, რომლებსაც ენგურზე არ უშვებენ, განათლების სამინისტრო დახმარებას ჰპირდება

By | June 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

განათლების სამინისტროს განცხადებით, ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება „ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა [...]

გალელები ითხოვენ, რომ საზღვრის დაკეტვისთვის სოხუმის რეჟიმს თბილისმა პროდუქტებზე ემბარგო დაუწესოს

By | June 29th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

(apsadgil.info) გალის მოსახლეობა ზუგდიდიდან აფხაზეთში ტვირთების გადატანის შეჩერებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი ჩაკეტა, DFWatch-ს გალის ადგილობრივი მოსახლეობა დაუკავშირდა თხოვნით, საქართველოს მთავრობისთვის მიგვეწოდებინა მათი სურვილი, შეწყვიტონ „საზღვარზე“ ტვირთები გატარება. საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ბიზნესის გარკვეული სეგმენტი დიდად არის დამოკიდებული საქართველოდან შესულ პროდუქციაზე, მეტწილად საკვებზე, რომელიც რუსეთიდან შესულ საქონელზე ბევრად უფრო [...]

გალელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადმოდიან – რა ხდება ენგურის ხიდზე

By | June 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ხიდზე, გალის მხარეს დგანან აბიტურიენტები, რომლებიც ზუგდიდისკენ ვერ გადმოდიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც DFWatch-ს კურსდამთავრებულებმა განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ რომ გამონაკლისის სახით მიეცემათ საშუალება დატოვონ ტერიტორია, რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. „მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, ვინც მოასწრო, გუშინ გადავიდა, დღეს კი ახლა მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისს დაუშვებენ, თორემ გამოცდებზე გასვლას ვერ შევძლებთ“. როგორც [...]

თბილისის ამბების გამო აფხაზეთის პარლამენტი „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვს

By | June 26th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

(apsadgil.info) აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, თბილისში მიმდინარე აქციების გამო, სიტუაციის ჩაწყნარებამდე, „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს,  ენგურის ხიდის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღად 7-8 ივლისი სახელდება. „ჭორად უკვე გავრცელდა, რომ ჩაიკეტება, თუმცა ზუსტად ჯერ არავინ იცის. ამბობენ. რომ თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. რისი ეშინიათ, ვერ გეტყვით. რუს [...]

ტრაგიკული შემთხვევა გალში – ე.წ. საპასპორტოს თანამშრომელმა ვენები გადაიჭრა

By | June 19th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

შემთხვევა, გალში, 14 ივნისს მოხდა. როგორც DFWatch-ს თვითმხილველები უყვებიან, ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. "საბუთების რიგში ვიდექით, ხმაური ატყდა, კარი ჩაკეტეს, შიგნიდან კი საშინელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ კარი გააღეს და ჩხუბი გარეთ გააგრძელეს. რას მოჰყვა შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. რიგში მდგომი ხალხი დაგვფანტეს, გარეთ გამოსვლის მერე კი ერთ-ერთმა აფხაზმა ვენები გადაიჭრა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების [...]

„ხალხს საქონლის ჯოგივით ექცევიან” – გალელები აფხაზი ჩინოვნიკების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე საუბრობენ

By | June 17th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(ekhokavkaza.com) გალში მცხოვრებ ქართველებს, გარდა იმისა, რომ საბუთების მისაღებად თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც უწევთ ლოდინი, მზა საბუთის ასაღებად რიგში საათობით უწევთ დგომა. როგორც DFWatch-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საპასპორტოში ხშირად ხდებიან აფხაზების მხრიდან შეურაცხყოფის მსხვერპლი. „ქართველები ახლა მხოლოდ ბინადრობის უფლებას ვიღებთ. საბუთების ჩაბარებიდან თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც გვიწევს ლოდინი. თუ გაგვიმართლა და მზა საბუთების [...]

300-დან 1000 ლარამდე  – რა უჯდებათ სასკოლო ბანკეტი ენგურსგადაღმა

By | May 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალში, სასკოლო ბანკეტი, მოსწავლეებს 300-დან 1000 ლარამდე უჯდებათ. DFWatch ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწვეტილების შესახებ შეიტყო, რომლის თანახმადაც, სკოლებში დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის საჩუქრის ყიდვა აიკრძალა. „ეს გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მშობლის საჩივარს უკავშირდება, რომელმაც სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, შესაგროვებელი თანხის ოდენობა გააპროტესტა. კონკრეტულად ამ შემთხვევის დროს, თანხა თითო ბავშვზე 19 000 [...]

„ეს პარტია იყო სათავეში, როცა გალელები ზუსტად იმ უფლებებით ვსარგებლობდით, რითაც აფხაზები“ – რას მოელის აფხაზეთის ქართველობა „არჩევნებისგან“

By | May 24th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

25 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს გალელები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის არაფერი შეიცვლება, ნაწილი კი ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი პირობების გაუმჯობესებას ვარაუდობს. „ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები. ხმის მიცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს და არავინ არაფერს გვეკითხება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთადერთი საკითხი, რაც გვაღელვებს, არეულობაა, რომელიც [...]

გალელ მსწავლებლებს რუსეთიდან ჩამოყვანილმა ლექტორებმა ტრენინგები ჩაუტარეს

By | May 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. შეხვედრა ოთხშაბათს შედგა და მასში რუსულის მასწავლებლები და სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. „ლექცია ეხებოდა სკოლის პროგრამას, მეთოდებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს უკეთესად რუსული. სხვა საკითხები განხილული არ ყოფილა. შეხვედრას ყველას სკოლის რუსულის მასწავლებელი და დირექტორი ესწრებოდა,“ - განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული [...]

გალში მასწავლებლებს წინასაარჩევნოდ 30-30 ლარი და თითო ლიტრა ფაროსანას წამალი დაურიგეს

By | May 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალელ მასწავლებლებს ზუგდიდიდან 30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი გაუგზავნეს იმ პირობით, რომ 19 მაისის არჩევნებზე ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემენ. ამის შესახებ DFWatch-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა. მისი თქმით, გზავნილის მისაღებად გალის რაიონის სკოლის დირექტორები ზუგდიდში  დაიბარეს. “დირექტორებს გადასცეს თითო მასწავლებელზე 1 ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი და 30-30 ლარი. ამასთან, გააფრთხილეს, რომ ამაზე არავისთან [...]

„აქ რის ფასად გვიწევს ცხოვრება, ალბათ 90%-მა არ იცის” – რას პასუხობენ გალელები სკანდალურ ვიდეოს

By | May 13th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აფხაზური არხებით გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი, რომელიც თავს გალის რაიონის მკვიდრად გვაცნობს, ვინმე რობერტ გაწერელია, ჰყვება თუ როგორ აიღო აფხაზური პასპორტი, ეროვნების გრაფაში კი ქართველის ნაცვლად მეგრელი ჩააწერინა. ამას როგორც გალში, ასევე დანარჩენ საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ფაქტის გამო გალელები გამყიდველებად და მოღალატეებად შერაცხეს. „ამას ქართული პასპორტიც [...]

გალში 9 მაისს ბავშვებს რუს სამხედროებთან ერთად აზეიმეს

By | May 10th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

(Gal TV.) 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა გალის ქართულმა სკოლებმაც მიიღეს. როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის პროგრამაშია გაწერილი და აუცილებელი ხასიათი აქვს. „გვევალება ბავშვებს შესაბამისი ლექსები და სიმღერები ვასწავლოთ. რა თქმა უნდა ყველაფერი რუსულად. ყველა სკოლა მართავს ამ დღეს პატარა ღონისძიებას, შესაბამისად, წელსაც ანალოგიურად ჩატარდა. ზოგჯერ მოდიან გალის ადმინისტრაციიდან [...]

გალში ფაროსანამ იკლო – ხალხს იმედი აქვს, რომ ცოტათი ამოისუნთქებს

By | May 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალელები აცხადებენ, რომ წელს ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა გამრავლების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, წინა წლებში ამ დროს ბევრად მეტი მავნებელი  შეინიშნებოდა. „შედარებით ნაკლებია, თითქმის აქა-იქ, მაგრამ გარანტია იმის, რომ ისევ არ გამრავლდება, არ არსებობს. დაახლოებით ერთ თვეში უწევს გამოჩეკვა, ჩვენ კი მხოლოდ ფაროსანად საწინააღმდეგო პრეპარატებს ვიყენებთ, ფაროსანას კვერცხის საწინააღმდეგო [...]

„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია ჩვენს თვითრეალიზებაზე დარდით“ – რას პასუხობენ გალელები სეპარატისტ ჩინოვნიკს

By | April 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

თემურ ნადარაია. „ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები!“ - ასე პასუხობენ გალელები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მუქარას რუსულის სწავლასთან დაკავშირებით. „თუ  გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა [რუსული] ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და [...]

გალში ზუგდიდიდან ფაროსანას წამლის შეტანა აკრძალეს

By | April 17th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(apsadgil.info) სოხუმის რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. როგორც DFWatch-ს გალის მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფხაზი „მესაზღვრეები“ გადამსვლელებს წამალს ადგილზე ართმევენ და 500 რუსული რუბლით აჯარიმებენ (21 ლარი). „გალის ბაზარში შემოიტანეს წამალი, ზუგდიდიდან შემოტანა კი აკრძალეს. ჩამორთმევას და ჯარიმას ექვემდებარება. აქ წამალი, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია ზუგდიდთან შედარებით“, [...]

გალის ბაღებში აფხაზურის სწავლება დაიწყო

By | April 16th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალში აფხაზური ენის სწავლება ბაღებშიც დაიწყო, ამის შესახებ DFWatch-ს ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. „ბაღებში რუსული სწავლებაა, აფხაზური დაუწყიათ ერთი თვეა, მე კი მხოლოდ ახლა გავიგე. საჭიროდ არავინ ჩათვალა, რომ წინასწარ ეცნობებიათ მშობლებისთვის. მასწავლებელი ვნახე შემთხვევით და მოვიკითხე, სხვაგვარად ალბათ ვერც გავიგებდი. სიტყვებს ასწავლიან, ბავშვი სამი წლისაა, ჯერ რუსულის ათვისება უჭირს, აფხაზურის სწავლას როგორ შეძლებს, არ ვიცი. [...]

მართვის მოწმობის აღების ფასი აფხაზეთში 360 ლარიდან იწყება 1 000-ზე ზემოთ ადის

By | April 13th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალში აფხაზური მართვის მოწმობის აღება 8 500-დან 25 000-მდე რუსული რუბლამდე მერყეობს (დაახლ. 360-1 050 ლარი), ვადა კი 10 წელი აქვს. პირველი რიცხვი, 8 500 რუბლი, არის ოფიციალური ფასი. აქედან 7 000 რუბლი ჯდება თეორია, ხოლო თითოეული პრაქტიკული გაკვეთილი  1500 რუბლი ღირს. სულ, გამოცდაზე რომ გახვიდე, მინიმუმ 5 პრაქტიკული გაკვეთილის გავლაა საჭირო. შესაბამისად, ოფიციალურად რომ აიღო [...]

დევნილებისთვის ბინების გადაცემისას შეიძლება ხანდაზმულობის საკითხი გაითვალისწინონ

By | April 2nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებთ, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების შეფასების კრიტერიუმებში ხანდაზმულობის გათვალისწინების საკითხი განიხილება. როგორც DFWatch-ს მინისტრმა უთხრა, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ მიმდინარეობს ეტაპობრივი დაკმაყოფილება, შესაბამისი კრიტერიუმებით. „ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ [...]

სოხუმმა ბინადრობაზე ზომიერი გადასახადი დააწესა, გალელები კი ეჭვობენ, ისევ ქრთამის გადახდა მოუწევთ

By | March 23rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმმა ბინადრობის უფლების ასაღებად “ოფიციალური” გადასახადი დააწესა – 600 რუსული რუბლი (25 ლარი). ეს ბევრად უფრო ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც გალის მაცხოვრებლები ამ დოკუმენტის აღებისას ამჟამად არაოფიციალურად იხდიან. […]

სოხუმის რეჟიმი გალელებისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შემოღებაზე ფიქრობს

By | March 21st, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(ekhokavkaza.com) “ქართველებს, მოქალაქეობის არქონის გამო აფხაზურ ჯარში არ ვიწვევთ, ამიტომ ახლა კანონმდებლებისგან ველით კანონს, მათთვის ალტერნატიულ მსახურებაზე“, – ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა. […]

დევნილების ბინებით უზრუნველყოფის კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს

By | March 19th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზადაა დევნილებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმებს გადახედოს. როგორც DFWatch-ს სამშაბათს სამინისტროში უთხრეს, მინისტრმა ამის შესახებ დევნილების ერთ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა სამინისტროში ამ საკითხის დეტალებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ დეტალები მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება. სერგეენკოს თქმით, ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების [...]

გალის ადმინისტრაციის უფროსის ცემაზე გავრცელებული ცნობები დასტურდება

By | March 16th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას სოხუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ახლა რუსეთში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს. […]

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი უკვე შინ მიასვენეს

By | March 13th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ირაკლი კვარაცხელია (Rustavi2.ge) 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი, რომელიც რუსი სამხედროების ტყვეობაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ოთხშაბათს სენაკში გადაასვენეს. ის ორშაბათს დააკავეს, მაშინ, როცა ენგურზე გადადიოდა. […]

გალში ზოგიერთმა მოქალაქეობაზე უარის თქვა, მაგრამ აფხაზური პასპორტი მაინც არ მისცეს

By | March 6th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, თუმცა აფხაზური პასპორტები მაინც ვერ მიიღო. […]

გალში დენზე გრაფიკია, ზოგჯერ კი შუქი დღეებით არ მოდის

By | February 26th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალის რაიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 20 თებერვლიდან ამოქმედდა და ენგურჰესში წყლის დონის კლებას უკავშირდება. […]

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

By | February 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორმაგ მკვლელობის საქმეში ბრალდებული დურმიშხან შამუგია დამნაშავედ ცნო. […]

გალის ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონაშია გამოკეტილი

By | February 21st, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტებისა და წითელი საბჭოთა პასპორტების მოქმედების შეჩერებაა, რამაც უმეტესწილად ქართველი მოსახლეობა დააზარალა. […]

ენგურის ხიდზე “ძველი” აფხაზური პასპორტები მხოლოდ ცალმხრივად მოქმედებს

By | February 14th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის პასპორტების გაუქმებაზე ვერ ჩამოყალიბდა. საუბარია,  პასპორტებზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობაზე, მათ შორის ქართველებზე გაიცა. […]

ენგურზე ისევ „იატაკქვეშა“ გადასასვლელების ბიზნესი ყვავის – რას ყვებიან ადგილობრივები

By | February 4th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ენგურის ხიდის ჩაკეტვამ ე.წ. გადასასვლელების ბიზნესი ისევ აქტუალური გახადა. საქმე ეხება „საზღვრის“ ოფიციალური გადასასვლელების გვერდის ავლით გადაკვეთას, რომელსაც ადგილობრივები კურირებენ. […]

აფხაზებს შეიძლება სამედიცინო მომსახურებისთვის ენგურზე გადმოსვლა აუკრძალონ

By | January 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

თემურ ნადარაია. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით იღებენ და ეს საქართველოს პოლიტიკის ნაწილია. […]

ენგურზე გადმომსვლელებს ჯანმრთელობის ცნობებს არ აძლევენ

By | January 25th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(apsadgil.info) აფხაზურმა მხარემ ჯანმრთელობის ცნობების გაცემა შეწყვიტა, რომელიც ენგურის ე.წ. საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელი საბუთია. […]

გალში აფხაზი სამხედროები ღორებს ავტომატებით ხოცავენ

By | January 23rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

კარანტინის ფარგლებში აფხაზი სამხედროები გალში ღორებს ხოცავენ. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, სამხედროები ოთხშაბათს დილიდან დადიოდნენ მანქანით გალსა და მიმდებარე სოფლებში და ღორებს ავტომატებით ცხრილავდბენ. […]

ენგურის ხიდი ცალმხრივად გახსნეს, გალში გადამსვლელებს რენტგენს უღებენ

By | January 18th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმმა ენურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად აღადგინა, ზუგდიდიდან გალში გადამსვლელებს კი ადგილზე რენტგენს უღებენ. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მკვიდრმა უთხრა, „საზღვარი“ პარასკევს დილით გადმოკვეთა და ამისთვის ორ საათამდე დასჭირდა. […]

არდადეგების შემდეგ გალის სკოლებში მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა

By | January 17th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. ზამთრის არდადეგების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი განახლდა, მათ შორის გალში, თუმცა მასწავლებლების თქმით, ბავშვების ნახევრამდე გაკვეთილებზე არ მისულა, რასაც ორი მიზეზი აქვს. […]

სიცხიანი ბავშვების ენგურზე გადასაყვანად ოჯახს სამი დღე დასჭირდა

By | January 16th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(გალ-ინფო.) როგორც DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებმა გ.ე.-მ განუცხადა, ბავშვები ჯერ სოხუმში ჰყავდათ, თუმცა შემდეგ მათი ზუგდიდში გადაყვანა გახდა აუცილებელი. […]

„დილიდან საღამომდე ჭამას ვერ ვასწრებ” – ექიმი ამბობს, რომ გალში გრიპზე მიმართვიანობა გაიზარდა

By | January 12th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

ადგილობრივი ექიმის თქმით, გალში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. თუმცა, როგორც DFWatch-ს ექიმმა გ.ს.-მ უთხრა, ეპიდემიის საფრთხეს ჯერ ვერ ხედავს და მომართვიანობა დიდწილად პანიკას უკავშირდება. […]

სოხუმის რეჟიმი კარანტინს აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს

By | January 11th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი იკეტება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მიზეზად კარანტინი გამოცხადდა. პირველადი ინფორმაციით, ხიდი 20 დღით ჩაიკეტება. […]

საახალწლოდ ენგურის ხიდი ათასობით ადამიანმა გადაკვეთა

By | January 2nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

წინასაახალწლო დღეებში ენგურის ცენტრალური ხიდი ორივე მხარეს ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა. როგორც DFWatch -თან საუბრისას “საზღვარზე” გადამსვლელები ყვებიან, ხალხის რიგი თითქმის მთელ ხიდს ფარავდა, რომლის სიგრძე დაახლოებით  ერთი კილომეტრია. […]

სოხუმის რეჟიმის ცნობით, ახალი “აფხაზური პასპორტი” 95 ათასამდე ადამიანმა აიღო

By | December 31st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

წინასაახალწლოდ სოხუმის რეჟიმმა შემოიღო ცვლილება, რის მიხედვითაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე „აფხაზური პასპორტების“, ბინადრობის ნებართვებისა თუ აფხაზეთში ცხოვრებაზე უფლების გაცემას ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს. […]

გალელები სამინისტროსგან ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვენ

By | December 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

გალის ქართველ მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურს, თუმცა თავშესაფრის არქონის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ამის მთავარი მიზეზი გადაადგილების შეზღუდვა და სკოლებში ქართული სწავლების აკრძალვაა. მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს აქ მომავალი არა აქვთ. […]

გალის მაცხოვრებლები სამინისტროსგან ბინებს ვერ მიიღებენ

By | December 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(droa.ge) ის დევნილები, რომელთა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრება ვერ მოწმდება, სამინისტროსგან ბინას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ეს, პირველ რიგში, გალელებს შეეხება. „თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება," აცხადებს დეპარტამენტის უფროსი. „არის [...]

გალელ მასწავლებლებს სახელფასო ბარათები დაუმზადეს

By | December 11th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ბარათები რუსულმა Сбербанк-მა დაამზადა. „დღემდე ხელფასს ხელზე ვიღებდით, დირექტორებს იბარებდნენ თვეში ერთხელ და მათ ატანდნენ მთელი შემადგენლობის ანაზღაურებას. ახლა ბარათები დაგვიმზადეს და ხელფასი იქ დაირიცხებაო“, - განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთმა მასწავლებელმა. პედაგოგები ამბობენ, რომ საბანკო ბარათები მხოლოდ იმ მასწავლებლებს დაუმზადეს, ვისაც ე.წ. მწვანე (აფხაზური) პასპორტი აქვთ. „ბარათები არ დაუმზადეს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ე.წ. [...]

გალის მოსახლეობა პარტიებს არც მეორე ტურში გახსენებიათ

By | November 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ისევე როგორც პირველ ტურში, საარჩევნო აგიტაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს გალში არც მეორე ტურში უწარმოებიათ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს პლაზმური ტელევიზორები დაურიგეს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]

“სოფლები იცლება, ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ქალები დარჩნენ” – გალიდან იმიგრაცია სახიფათო მასშტაბს იძენს

By | November 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

„მამაჩემიც წაიყვანეთ, მოიწყენს უსაქმურად აქ“, “დარჩა სოფელში ვინმე?“ „ვინც დავრჩით, ისინიც არ ვიქნებით მალე“, „ახლა სახლში კაციც მე ვარ და ქალიც“, „პოლონეთში პატარა გალია“, – ამ სახის კომენტარებს სოციალურ ქსელში უკვე ხშირად მოჰკრავთ თვალს პოლონეთში გამგზავრებული გალელების ფოტოებზე. […]

გალელები ამბობენ, რომ საარჩევნოდ კონტრაბანდაზე არაფორმალურად მწვანე შუქი აუნთეს

By | November 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალელები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე არაფორმალურად სიგარეტით ვაჭრობის უფლება მისცა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის შესახებ მათ უშუალოდ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს. […]

გალში არჩევნების პირველმა ტურმა პასიური აგიტაციის ფონზე ჩაიარა

By | November 9th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონფლიქტის ზონაში გაცხოველებული აგიტაცია არცერთ პარტიას არ უწარმოებია, ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს. […]

„ლენინისა და სტალინის პოსტერებთან ბავშვებს საბჭოთა სიმღერებს ამღერებენ“ – ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

By | October 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ციხელაშვილი: "აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის ქართულ მოსახლეობაზე ეს წნეხი არ არის მისაღები და ბევრს უქმნის დისკომფორტს." „გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და ბავშვები სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ... ბევრმა არ იცის, იქ (გალში) მართლა რა გმირობებს სჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას [...]

სოხუმის რეჟიმი გალელების დიდი უმრავლესობისთვის პენსიას პრაქტიკულად აუქმებს

By | October 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

პირველი ნოემბრიდან, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა პენსიონერთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეეძლება, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა (ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“) აქვს აღებული. მათივე ცნობით, პენსიონერების უმეტესობას წითელი პასპორტი ჰქონდა, შესაბამისად, ზემოთხსენებული ორი საბუთი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფხაზურ პენსიას ვერ აიღებენ. „ე.წ. წითელი პასპორტები [...]

“ჩემი შვილები აფხაზი ბიჭის როლს ასრულებდნენ, რომელიც ქართველებს ხოცავს” – გალელ ბავშვებს “გამარჯვების” ზეიმს აიძულებენ

By | October 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

სექტემბრის ბოლო დღეებში აფხაზეთში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც, როგორც წინა წლებში, გალის ქართულ სკოლებსაც აიძულეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ. გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მიაღებინეს მონაწილეობა, სკოლებს ასევე დაავალეს ადგილზეც გაემართათ საზეიმო საღამოები, რომელსაც დე ფაქტო ჩინოვნიკებიც დაესწრენ. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთი მშობელი უყვება, დავალება იყო სკოლის მოსწავლეებს ზეიმზე ყველას აფხაზური სამხედრო ფორმები ცმოდათ, [...]

გალის მოსახლეობა იძულებულია სიგარეტის კონტრაბანდას დაუბრუნდეს

By | October 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

შემოსავლის წყაროს დაკარგვამ გალის მოსახლეობა ისევ არალეგალურ ბიზნესში დააბრუნა. საქმე ეხება სიგარეტით ვაჭრობას, რომელიც წლების წინ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, შემდეგ პრაქტიკულად მოისპო, დღეს კი ისევ აქტუალური გახდა. […]

გალის სკოლებს “გამარჯვების დღის” ღონისძიებებში ჩართვას ავალებენ

By | September 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

გამარჯვების დღის მსვლელობა. 2017 წ. (გალ-ინფო) 30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. ერთ-ერთი მათგანია საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი მსვლელობა „ჩვენი გმირების გზა“, […]

ქართულ უმაღლესებში 256 გალელი აბარებდა, ჩაირიცხა 130

By | September 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

(1tv.ge) გალის რაიონიდან, ახალ საწავლო წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 130 სტუდენტი გააგრძელებს. […]

გალის სკოლებში 400-მდე პირველკლასელი მივიდა

By | September 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

გალის რაიონის სკოლებში წელს 400-მდე პირველკლასელი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიაწოდეს. […]

გალის მარტო ერთი სოფლიდან უკვე 50-მდე კაცი წავიდა სამუშაოდ პოლონეთში

By | September 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

გალის რაიონიდან ახალგაზრდები სამუშაოდ საზღვარგარეთ მასობრივად მიდიან. DFWatch-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სოფლიდან 50-მდე ახალგაზრდა წავიდა პოლონეთში. […]

საბჭოთა პარპორტების გაუქმებამ გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი იზოლაციაში მოაქცია

By | August 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ე.წ. წითელი (საბჭოთა) პასპორტების გაუქმებამ, გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. როგორც DFWatch -ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ ამის გამო ენგურის ხიდზე ქალი გარდაიცვალა. […]

ენგურის ხიდზე მიკროავტობუსებს აფხაზურ საგუშაგოსთან მიახლოება აუკრძალეს

By | August 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ხიდზე მოძრავ მიკროავტობუსებს, აფხაზურ საგუშაგომდე მისვლა აეკრძალათ. კერძოდ, თუ აქამდე მიკროავტობუსებს ხალხი „საზღვრამდე“ მიჰყავდა, ახლა მათ მხოლოდ ხიდის ნახევრამდე შეუძლიათ მისვლა. […]

ენგურის ხიდზე რუსმა მესაზღვრებმა მიცვალებული 6 საათი გააჩერეს

By | August 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

პარასკევს, 17 აგვისტოს ენგურის ცენტრალურ ხიდზე რუს მესაზღვრეებს, მიცვალებული 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა DFWatch-ს უთხრეს, დაკავების მიზეზად საბუთის არქონა დასახელდა, […]

რუსული სამხედრო დასახლებები აფხაზეთში

By | August 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

„კარი შეღებული დამხვდა და დავინახე პატარა ქალაქი სოფელში, პირველში ცხოვრობენ, მეორეში კი ცოცხლობენ“, – ასე ეხმაურება გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის 19 წლის მკვიდრი მ.ა. რუსული სამხედრო ბაზების არსებობას მის სოფელში. […]

აფხაზეთიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული აბიტურიენტების სტატისტიკა

By | August 3rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

  naec.ge 2005 წლიდან დღემდე, აფხაზეთში სკოლა 4 237 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 458 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. […]

სოხუმის რეჟიმი გალელებზე გააფხაზების კუთხით წნეხს აძლიერებს

By | July 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

„მირზაყანის აფხაზთა“ ყრილობა. გალი, 2018 წლის 19 ივლისი. აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაცია „მირზაყანის (იგივე სამურზაყანოს) აფხაზთა საბჭო“ გალის რაიონის მოსახლეობას მოუწოდებს, კარგად გაარკვიონ საკუთარი წარმომავლობა და დაიბრუნონ “ძირძველი, პირველადი აფხაზური გვარები და აფხაზური ეროვნება”. […]

ვინ მოხვდა აფხაზების 26-კაციან „შავ სიაში”

By | July 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” საპასუხოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „ხიშბა-სიგუას სია“ სია შეადგინეს, რომელშიც 26 ადამიანია შეყვანილი, მათ შორს არიან მებრძოლები, რომლებიც „ტერორისტებად“ არიან მოხსენიებულები და ყოფილი მაღალჩინოსნები. […]

გალში ყაჩაღობების რიცხვმა საგრძნობლად იკლო – რას იხსენებენ ადგილობრივები

By | July 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალის ცენტრი. DFWatch-ს გალის ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე ყაჩაღობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე გაესაუბრა. როგორც ისინი ჩვენთან აცხადებენ, ამ მხრივ იქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, […]

“სოხუმში არ სურთ, ქართველებსაც იგივე უფლებები ჰქონდეთ, რითაც თავად აქვთ”- გალელებს მორიგ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნიან

By | July 9th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(Newscaucasus.com) ე.წ. აფხაზური პასპორტები, რომლითან გალის ქართველი მოსახლეობა სარგებლობს, მიმდინარე წლის ბოლოდან უქმდება. როგორც DFWatch-სთან საუბარში გალის ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აფხაზები ანალოგიური დიზაინის პასპორტებს გასცემენ […]

რა პრობლემა შეუქმნა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა გალელებს

By | June 16th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზების გაცემა შეწყდა. როგორც DFWatch-თან საუბარისას ადგილობრივები აღნიშნავენ, საბუთების გაცემა დაახლოებით ორი კვირის წინ შეჩერდა […]

გალსა და გაგრაში წინა აზიიდან აფხაზი რეპატრიანტების ჩასახლებას აპბრებენ

By | June 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , , , |

რაულ ხაჯიმბა და ბესლან დბარი. (presidentofabkhazia.org) ოკუპირებულ გალისა და გაგრის რაიონებში იორდანიიდან, სირიიდან და თურქეთიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, რადგან „საზღვრისპირა“ ტერიტორიებზე არა „სხვა ეროვნების წარმომადგენლები“, არამედ აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ. […]

გალელები ახალი გადასვლელის გახსნას ელოდებიან… ჯერჯერობით უშედეგოდ

By | May 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალის რაიონის მოსახლეობა, დამატებითი გადასასვლელების გახსნას თითქმის წელიწადნახევარია უშედეგოდ ელოდება. ამ საკითხმა აქტუალურობა შემდეგ შეიძინა, რაც ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეფერხდა […]

ენგურის ცენტრალურ გადასასვლელზე მიმოსვლა შეფერხებულია

By | May 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ცენტრალურ გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს, რაც უზარმაზარ რიგებს ქმნის.„საათობით გვიწევს რიგში დგომა. ორი კვირაა ასეა, მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს. თუ საქმე გადაუდებელი არ არის, არც ღირს რიგში დგომა […]

გალში შიშობენ, რომ სოხუმის რეჟიმი კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვას გეგმავს

By | April 16th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ყოფილი სკოლა თაგილონში, რომელიც გასულ წელს დახურეს (DFWatch.) “ოპტიმიზაციის” ფარგლებში სოხუმის რეჟიმი გალში კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვაზე ალაპარაკდა. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, […]

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გალში ფაროსანასთან ბრძოლა გააქტიურდა

By | April 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(Newscaucasus.com) დათბობასთან ერთად გალში ფაროსანას პრობლემა კვლავ თავს იჩენს. როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, მავნებელმა სამალავებიდან გამოსვლა უკვე დაიწყო და, ტემპერატურის მომატების პარალელურად, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება. […]

სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკა კადრების არარსებობის გამო ვერ გახსნეს

By | March 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის სანაპირო. (DFWatch.) სოხუმში, კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა კადრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ DFWatch-ს ქართველმა კარდიოლოგმა განუცხადა, რომელიც თანახმა იყო სოხუმში სამუშაოდ გადასულიყო. […]

გალელებისთვის ხარისხიანი მკურნალობის ერთადერთი საშუალება ენგურსგადმოღმა გადმოსვლაა

By | March 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

  გალის საავადმყოფო. 2010 წლიდან საქართველოს მთავრობა აფხაზური პასპორტის მქონე ნებისმიერ პირს სამედიცინო დახმარებას სრულიად უფასოდ უწევს. აღნიშნულით ძირითადად აფხაზები სარგებლობენ და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. […]

სოხუმის რეჟიმი გალელებს პენსიის ჩამორთმევით აშანტაჟებს

By | February 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმი გალში მცხოვრებ პენსიონერებს ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ არაღების შემთხვევაში პენსიის ჩამორთმევით ემუქრება. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ ამ დოკუმენტის შემოღება მხოლოდ „ფულის კეთებას“ ემსახურებოდა. […]

ენგურზე „ტაჩკებს“ კონკურენტი გამოუჩნდა

By | February 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

  ცხენშებმულ ოთხთვალებს, რომლებიც წლების განმავლობაში გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, ნელ-ნელა მიკროავტობუსები ანაცვლებს, რაც „ტაჩკების“ მეპატრონეების დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს. […]

როგორი ხელფასი აქვთ გალელ მასწავლებლებს

By | January 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოფელ სიდას სკოლა. როგორც DFWatch-ს რამდენიმე ადგილობრივმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლის პედაგოგების ანაზღაურება „შედარებით ნორმალურია“, განსაკუთრებით ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით. […]

გალელებს “აფხაზური პასპორტის” ასაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ოფიციალურ ცნობას თხოვენ

By | January 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმი აფხაზური პასპორტის გაცემისთვის გალელებისგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის დასტურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გაცემულ ოფიციალურ საბუთს მოითხოვს. ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]

ომის შემდეგ პირველად გალში ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი იმართება  

By | January 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

გიორგი თოდუა (მარცხნივ) და ალექსანდრე ტიხომიროვი გალის კულტურის სახლის შესასვლელთან. 24 იანვარს, გალის კულტურის სახლში სანქტ-პეტერბურგის მარინის ოპერის თეატრის ახალგაზრდა შემსრულებელთა აკადემიის ქართველი სოლისტი  (ბარიტონი) გიორგი თოდუა კონცერტს გამართავს.  […]

სოხუმში აქციაზე გალის დე ფაქტო გამგებელს დაესხნენ თავს (ვიდეო)

By | January 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმში მიმდინარე აქციაზე ოპოზიცია გალის დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას დაუპირისპირდა. კადრებში ისმის ხმა, თუ როგორ მოუწოდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი სხვებს – „ნადარაია უნდა იცემოს“. […]

ქართველი მებრძოლის გათავისუფლებამ აფხაზეთში უკმაყოფილება გამოიწვია

By | January 3rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გიორგი ლუკავა (1tv.ge). აფხაზური საზოგადოება აღშფოთებას არ მალავს თბილისისთვის ქართველი მებრძოლის გიორგი ლუკავას გადმოცემის გამო, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ ჩადენის მუხლით. […]

„ერთხელ რუსმა მესაზღვრემ გვითხრა, არ გაგაგდებთ აქედან, თვითონ წახვალთო” – გალელებს სახლების დატოვებას აიძულებენ

By | December 28th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

გალის რაიონს დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ქართველი ტოვებს. ყოველ მათგან აქვს პირადი მიზეზი, თუმცა საერთო მიზეზების ჩამონათვალი გაცილებით დიდია. […]

ახალი წლიდან აფხაზები „ვიზების“ გაცემას ენგურის ხიდზე დაიწყებენ

By | December 22nd, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

(Newcaucasus.com) იანვრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზები „საზღვარზე“ გაიცემა, ამის შესახებ ქალაქ გალში გამართულ შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს განუცხადეს. […]

აფხაზურ პოლიციას 50 რუსი სამართალდამცველით „აძლიერებენ“

By | December 20th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზურ პოლიციაში 50 რუსი პოლიციელის დამატება იგეგმება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის მიზეზად „კორუფციის აღმოფხვრა“ სახელება. „სიახლეები გალში პერიოდულად ჩატარებულ თათბირებზე ხმოვანდება. ეს ინფორმაციაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჟღერდა. ზოგადად აფხაზურ პოლიციას რუსი სამხედროები ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად სამართალდამცავ სტრუქტურაში მხოლოდ აფხაზი პოლიციელები ირიცხებოდნენ. […]

ცხინვალის რეჟიმის შემდეგ საბაჟოს გახსნას სოხუმიც აპირებს

By | December 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ხიდი (Dominik K. Cagara) სოხუმის რეჟიმი ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, რომ  დანარჩენი საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე გადასახადი დააწესოს და პლუს, აფხაზეთში აკრძალული საქონლის შეტანა აკრძალოს. […]

გალელებს „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალებენ

By | December 3rd, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელი ნებართვის, ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალდებულებს. ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება სოფლების გამგებლებს დაევალათ. […]

სოხუმის რეჟიმის საბუთები, რომლებიც გალელებს ცხოვრების გარდა სხვა არავითარ უფლებას არ უტოვებს

By | November 11th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის რეჟიმი გალის ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ახალ გზებს ეძებს. ერთის მხრივ, სოხუმში სულაც არ სურთ, გალი მოსახლეობისგან დაიცალოს, რადგან ეს რაიონი მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. […]

აზიურმა ფაროსანამ გალელები მოსავლის გარეშე დატოვა, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია

By | November 1st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

Gali, Abkhazia (Dominik K. Cagara) აზიურმა ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა გალის რაიონს. თხილის პლანტაციები, გალელების შემოსავლის ძირითადი წყარო, ისე დაზარალდა, რომ ბევრ სოფლებში თხილი საერთოდ არ მოუკრეფავთ. […]

გალის რაიონში ქართული სკოლა დახურეს

By | October 19th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

სოფელ მეორე თაგილონის სკოლაში 29 ბავშვი სწავლობს. (DFWatch.net) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გალის სკოლების დირექტორებს განუცხადეს, რომ სოფელ მეორე თაგილონის სკოლა იხურება […]

გალში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა

By | September 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , , |

From the school in Gali (Dfwatch) ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო და გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა. თუ ზოგიერთ სკოლაში რუსულად სწავლება აქამდე მე-4 კლასის ჩათვლით ხდებოდა, ახლა ეს წესი მე-5 კლასზეც ვრცელდება. ასევე კონტროლდება ის, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართულად სკოლის კლუბებსა და ეზოშიც კი არ ისაუბრონ, არც ქართული სიმღერა და ცეკვაა საჯაროდ ნებადართული. გალში ქართველებისთვის საუბარი მხოლოდ მეგრულად და რუსულადაა დაშვებული. […]

ქართული ენის დევნა გალის სკოლებში

By | April 16th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

​School in Gal, taken in August 2015 (DFWatch) გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 97% ქართველია, დღეს ერთი სკოლაც არ არის, სადაც სწავლება ქართულადაა დაშვებული. ქართველ ბავშვებს, რომლებმაც რუსულს არ ან ძალიან ცუდად […]