„ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ,“ – ნათქვამია ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც ყველა ტრადიციული რელიგია, რა თქმა უნდა, დაიცავს და აკურთხებს მხოლოდ კანონიერ მეუღლეებს შორის სიყვარულისა და ქორწინების საფუძვლებზე დამყარებულ ურთიერთობებს და ყოვლად მიუღებლად თვლის ნებისმიერი სახის სხვა თანაცხოვრებას.
„რაც შეეხება მონანულ ადამიანს, მას ეკლესია იწყნარებს და სიყვარულით უღებდა და კვალავაც გაუღებს კარს,“ – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.