კვირიკაშვილი

ახალი შეთავაზება სოხუმს და ცხინვალს – თბილისი მათ გამყოფ ხაზებთან ვაჭრობის გამარტივებას სთავაზობს

By | April 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“ სთავაზობს, რომელიც ძირითადად აფხაზებისა და ოსებისათვის ბიზნეს პროექტების წახალისებასა და გამყოფ ხაზებთან ვაჭრობას ეხება. […]

ცხინვალი ვაჭრობის დასაწყებად საქართველოსგან „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მოითხოვს

By | December 25th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ცხინვალში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან სავაჭრო ურთიერთობებსა და პლუს, ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს. […]

კვირიკაშვილის განცხადება სოხუმში „ცინიზმად“ და „თვალთმაქცობად“ აღიქვეს

By | November 1st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ კვირიკაშვილის განცხადებას დიდი ბლოგი მიუძღვნა „ეხო კავკაზაზე“ სათაურით „ზრუნვა აფხაზურ ენაზე და შიზოფრენიის სხვა ნიშნები“. (RFE/RL) „ქართული პოპულიზმი“, „თვალთმაქცობა“, „ცინიზმი“ – ასეთი გამოხმაურებები ჯერ ისევ არ ცხრება ოკუპირებულ სოხუმში მას შემდეგ, რაც აფხაზური ენის დღეს, 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა […]

„იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია“ – ივანიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილი მისთვის აღმოჩენაა

By | June 7th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მისთვის აღმოჩენა იყო (2030) ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამჟამინდელ პრემიერ კვირიკაშვილში მან თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ ნახა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, ტექნოპარკში მიმდინარე შეხვედრაზე სამშაბათს განაცხადა. […]

პრემიერი: კოალიცია მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციურ ფორმატში გავა, ის მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარასკევს მთავრობის სხდომაზე.  ამასთანავე, მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის „მნიშვნელოვანწილად განახლდება“. პრემიერმა ხუთშაბათს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებთან“ ორპარტიულ, სტრატეგიულ თანამშრომლობას აპირებს . თუმცა რას გულისხმობს, [...]

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში, ხიდაშელი კი თავის პოსტზე რჩება

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , , |

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მიზეზი კი პრემიერის განცხადება გახდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“, პრობლემის კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა. […]

„რესპუბლიკელების“ საგანგებო შეხვედრა პრემიერთან 9 საათზე დაინიშნა

By | March 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ხუთშაბათს 9 საათზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის  მინისტრი, პრემიერს მთავრობის შენობაში უნდა შეხვდნენ. ეს შეხვედრა რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებო რეჟიმში მოითხოვა მას შემდეგ, რაც ამავე დღის პირველ ნახევარში კვირიკაშვილმა თოფაძე-ხიდაშელის დაპირისპირების მორიგ ესკალაციას საგანგებო და ამჯერად საკმაოდ მწვავე  განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი. ეს განცხადება ბევრმა მიმომხილველმა ირიბად გათავისუფლების მუქარადაც [...]