რუსეთის სასამართლომ 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უმსხვილესი ქართული ინტერნეტფორუმი forum.ge დაბლოკა.
როგორც forum.ge -ზე დაწერეს, კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა პოლიტიკის განყოფილებაში 2011 წელს გახსნილი თემა – „Мелочь, но приятно LV ფაქ რაშა!“, სადაც 100-გვერდიანი განხილვაა, მათ შორის რუსულ ენაზეც და სადაც რუსეთის პოლიტიკას ფორუმის წევრები ძალიან ცხარედ და რიგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელადაც აკრიტიკებენ.
forum.ge-ზე ასევე დაიწერა ისიც, რომ რუსეთის პროკურატურის მიერ ადრე დაბლოკილი იყო თემა: რუსეთ-უკრაინის ომი, LXXVI, თუმცა შემდეგ ამ თემას სანქცია მოხსნეს.
იქვე მითითებულია წყაროც, რუსეთის მიერ საქნცირებული გვერდების რეესტრი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.