წმინდა სინოდის კრებამ შიდა დაპირისპირების განხილვა არ ისურვა
22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა. […]