Yearly Archives: 2017

სამკურნალოდ ჩამოსული „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ რიცხვი განახევრდა

By | December 29th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი  პაციენტები ცხინვალის რეგიონიდან ხშირად ჩამოდიან. 2017 წელს ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, წლის განმავლობაში 417 ოს პაციენტს გაეწია უფასო მომსახურება, […]

„ერთხელ რუსმა მესაზღვრემ გვითხრა, არ გაგაგდებთ აქედან, თვითონ წახვალთო” – გალელებს სახლების დატოვებას აიძულებენ

By | December 28th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

გალის რაიონს დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ქართველი ტოვებს. ყოველ მათგან აქვს პირადი მიზეზი, თუმცა საერთო მიზეზების ჩამონათვალი გაცილებით დიდია. […]

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის ციხიდან ყოფილი ქართველი სამხედრო გამოუშვეს

By | December 25th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

დრანდის ციხე. მდებარეობს სოხუმის მახლობლად, გულრიფშის რაიონში. „დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს,“ – ამ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. […]

ცხინვალი ვაჭრობის დასაწყებად საქართველოსგან „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მოითხოვს

By | December 25th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ცხინვალში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან სავაჭრო ურთიერთობებსა და პლუს, ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს. […]

ახალი წლიდან აფხაზები „ვიზების“ გაცემას ენგურის ხიდზე დაიწყებენ

By | December 22nd, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

(Newcaucasus.com) იანვრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზები „საზღვარზე“ გაიცემა, ამის შესახებ ქალაქ გალში გამართულ შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს განუცხადეს. […]

აფხაზურ პოლიციას 50 რუსი სამართალდამცველით „აძლიერებენ“

By | December 20th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზურ პოლიციაში 50 რუსი პოლიციელის დამატება იგეგმება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის მიზეზად „კორუფციის აღმოფხვრა“ სახელება. „სიახლეები გალში პერიოდულად ჩატარებულ თათბირებზე ხმოვანდება. ეს ინფორმაციაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჟღერდა. ზოგადად აფხაზურ პოლიციას რუსი სამხედროები ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად სამართალდამცავ სტრუქტურაში მხოლოდ აფხაზი პოლიციელები ირიცხებოდნენ. […]

პატარა შფოთი ცხინვალში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეზღუდვის გამო

By | December 20th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

Fifa.com სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლები 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ბილეთებს ონლაინ რეჟიმში ვერ ყიდულობენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება ე.წ. სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ზასეევმა გააკეთა. […]

„სახელმწიფო რომ იცავდეს ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა უფლებებს, ისინი უფრო აქტიურები იქნებოდნენ”

By | December 17th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

„ჩვენი ქალები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და ბევრს შრომობენ. პირობები რომ ჰქონდეთ, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად წარმოაჩენდნენ,” – ამბობს საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულთაქინ მუსტაფაევა და დასძენს, რომ თუ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არ არიან ჩართულნი, ამაში ისევ ხელისუფლებაა დამნაშავე. […]

ცხინვალის რეჟიმის შემდეგ საბაჟოს გახსნას სოხუმიც აპირებს

By | December 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ხიდი (Dominik K. Cagara) სოხუმის რეჟიმი ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, რომ  დანარჩენი საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე გადასახადი დააწესოს და პლუს, აფხაზეთში აკრძალული საქონლის შეტანა აკრძალოს. […]

აფხაზეთსა და ცხინვალში რუსები დიდ წვრთნებს ატარებენ, სადაც  ჯამში 2 000  სამხედრო მონაწილეობს

By | December 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

რუსი სამხედროები ცხინვალის რეგიონში. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო) ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუში, კოდორის ხეობის სოფელ წებელდაში, გადაუთასა და  ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემში,  ოთხივე ამ რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული. […]

აფხაზეთში  ორი კაცი ჩაცხრილეს, ერთ-ერთი ანქვაბის მოკვლის მცდელობაშია ბრალდებული

By | December 14th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

“მერსედესი”, რომელშიც არძინდა და ხაგბა ჩაცხრილეს. (“ეხოკავკაზა”) ოკუპირებულ აფხაზეთში დაცხრილეს სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პაველ არძინბა და მისი მძღოლი დიმიტრი ხაგბა იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. […]

აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი თითქმის 3-ჯერაა შემცირებული

By | December 6th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზეთში 2017 წლის მანდარინის სეზონი დაიწყო და მიუხედავად სოხუმის რეჟიმის მცდელობისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში იმპორტირებული მანდარინის მოცულობა 2,7-ჯერაა შემცირებული. […]

ვის გათავისუფლებას სთხოვს თბილისს სოხუმი გიუნაშვილის სანაცვლოდ?!

By | December 5th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , , |

გიორგი გიუნაშვილს ერგნეთის გაუქმებულ გამშვებ პუნქტთან ქართული მხარის წარმომადგენლები ხვდებიან (Facebook). 12-13 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართება და აფხაზური მხარე, დიდი ალბათობით, ამ მოლაპარაკებებზე დააყენებს საკითხს, რომ  26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილის სანაცვლოდ ოფიციალურმა თბილისმა ქართულ ციხეში მყოფ აფხაზი მეომარი გაათავისუფლოს. […]

გალელებს „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალებენ

By | December 3rd, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელი ნებართვის, ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალდებულებს. ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება სოფლების გამგებლებს დაევალათ. […]

ახალი კადრების დეფიციტი არაქართულენოვან სკოლებში და ახალგაზრდა მასწავლებლების პრობლემა

By | December 3rd, 2017|Categories: უმცირესობები|Tags: , |

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლებში კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა, ბევრი ახალგაზრდა კადრი დასაქმებას ვერ ახერხებს. […]

„ბევრი სახლი დაიკეტა, ბევრი კი დაინგრა” – როგორ ცხოვრობენ მარნეულის მაღალმთიან სოფლებში

By | November 25th, 2017|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , |

2 წლის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ულიანოვკას, ხოჯორნს, წერაქვს, ხოხმელსა და ოფრეთს მაღლმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ იქ მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული ფინანსური და სოციალური შეღავათებით სარგებლობს. […]

თბილისში ამტკიცებენ, რომ შოტლანდიაში მემორიალის აღება არ მოუთხოვიათ

By | November 17th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

დავით დონდუა (http://mfa.gov.ge). შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი ადგილზე დაბრუნდება, ოღონდ კორექტირებული – ანუ „პოლიტიზირებული სიმბოლიკის“ გარეშე. მისი დემონტაჟი ან ნგრევა ქართულ მხარეს არ მოუთხოვია […]

ცხინვალი “საზღვარზე” სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ზღუდავს

By | November 14th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

სასწარაფოს მანქანები ახალგორში (cominf.org). ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სასწრაფო დახმარების მანქანების თბილისში გამოტარებაზე ახალი არაფორმალური წესი ამოქმედდა. […]

სოხუმის რეჟიმის საბუთები, რომლებიც გალელებს ცხოვრების გარდა სხვა არავითარ უფლებას არ უტოვებს

By | November 11th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის რეჟიმი გალის ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ახალ გზებს ეძებს. ერთის მხრივ, სოხუმში სულაც არ სურთ, გალი მოსახლეობისგან დაიცალოს, რადგან ეს რაიონი მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. […]

შოტლანდიაში სეპარატისტული სიმბოლიკის შემცველ მემორიალს აიღებენ: საქართველოს ელჩი

By | November 10th, 2017|Categories: ამბები|

მემორიალური ქვა შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში. (rferl.org) შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 1992-93 წლების ომში დაღუპული სოხუმელების ხსოვნის მემორიალური ქვის დემონტაჟი მოხდება, რომელზეც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დროშაა გამოსახული. […]

რატომ გამახსენა მარნეულში ჩატარებულმა არჩევნებმა აზერბაიჯანი

By | November 7th, 2017|Categories: მოსაზრება|Tags: , , , |

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არჩევნებს უცხო ქვეყანაში ვაკვირდებოდი. ისე მოხდა, რომ იმ უბნებზე აღმოვჩნდი, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები აძლევდნენ ხმას. […]

ცხინვალის რეჟიმი ახალგორში საბაჟოს ხსნის

By | November 3rd, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში საბაჟო პუნქტს ხსნის, რომ თბილისიდან შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დააწესოს. […]

კვირიკაშვილის განცხადება სოხუმში „ცინიზმად“ და „თვალთმაქცობად“ აღიქვეს

By | November 1st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ კვირიკაშვილის განცხადებას დიდი ბლოგი მიუძღვნა „ეხო კავკაზაზე“ სათაურით „ზრუნვა აფხაზურ ენაზე და შიზოფრენიის სხვა ნიშნები“. (RFE/RL) „ქართული პოპულიზმი“, „თვალთმაქცობა“, „ცინიზმი“ – ასეთი გამოხმაურებები ჯერ ისევ არ ცხრება ოკუპირებულ სოხუმში მას შემდეგ, რაც აფხაზური ენის დღეს, 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა […]

აზიურმა ფაროსანამ გალელები მოსავლის გარეშე დატოვა, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია

By | November 1st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

Gali, Abkhazia (Dominik K. Cagara) აზიურმა ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა გალის რაიონს. თხილის პლანტაციები, გალელების შემოსავლის ძირითადი წყარო, ისე დაზარალდა, რომ ბევრ სოფლებში თხილი საერთოდ არ მოუკრეფავთ. […]

„აქ ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ” – ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებული სოფელი

By | November 1st, 2017|Categories: უმცირესობები|Tags: , , |

მუსტაფა ჰუსეინოვი (მარცხნივ) და დავით პეტროსიანი. (ნურანა მამადდის ფოტო) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წოფი ეთნიკური აზერბაიჯანელებითა და სომხებით არის დასახლებული. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული  კონფლიქტის მიუხედავად, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. […]

აფხაზეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვენ

By | October 29th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

(abkhazinform.com) 26 ოქტომბერს სოხუმში, სერგეი ბაღაფშის მოედანზე ჩატარდა აქცია „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე". აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო წლებია ნარკომანიამ აფხაზეთში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ნარკოდამოკიდებული. ისინი სოხუმის მთავრობას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რომ „მომავალი თაობა დაღუპვისაგან როგორმე გადაარჩინონ“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, ომის ვეტერანებმა, საზოგადოებრივი [...]

ცხინვალის მინისტრის ევროტური

By | October 25th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

დიმიტრი მედოევი იტალიის “ჩრდილოეთის ლიგის” წამომადგენლებთან, ელიზეო ბერტოლაზისა (მარცხნივ) და პალმარინო ზოკატელისთან. (http://www.mfa-rso.su) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 23 ოქტომბერს კატალონიაში იმყოფებოდა. როგორც ცხინვალის საგარეო უწყება აცხადებს, „ვიზიტი ოფიციალური იყო“ […]

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საარჩევნო დღის წესრიგი

By | October 22nd, 2017|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , |

„არჩევნებზე ყოველთვის იმ იმედით მივდივართ, რომ იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. მხოლოდ არჩევნების პერიოდში მოდიან, დაპირებებს იძლევიან და მიდიან,“ […]

რეპორტაჟი ყიზილაჯლოდან – „დღემდე ვინც ავირჩიეთ, არავის არაფერი გაუკეთებია“

By | October 22nd, 2017|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფლ ყიზილაჯლოში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობა აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის, მაგრამ არჩეული კანდიდატებისგან არაფერს ელოდება. […]

ახალგორის ქართული სკოლების დაწყებითი კლასები სწავლას ჯერ ისევ ვერ იწყებენ

By | October 20th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ანატოლი ბიბილოვი: „რატომ უნდა უმზადებდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტზე მყოფი სკოლები კურსდამთავრებულებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს?!“ (osradio.ru) სექტემბრიდან ოკუპირებული ახალგორის რვავე ქართული სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. პედაგოგებს რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ და ამის გამო შიშობენ, რომ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. ბავშვებმა კი საერთოდ არ იციან რუსული, რის გამოც შეიძლება ოჯახებს ახალგორის დატოვება და წეროვანში [...]

გალის რაიონში ქართული სკოლა დახურეს

By | October 19th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

სოფელ მეორე თაგილონის სკოლაში 29 ბავშვი სწავლობს. (DFWatch.net) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გალის სკოლების დირექტორებს განუცხადეს, რომ სოფელ მეორე თაგილონის სკოლა იხურება […]

კრასნოდარის სასამართლომ უხუცესის განაჩენი ძალაში დატოვა, ჩერქეზი აქტივისტები პოლიციამ ქალაქში არ შეუშვა

By | October 16th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ 16 ოქტომბერს ძალაში დატოვა აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება 67 წლის ჩერქეზი უხუცესისა და აფხაზეთის „გმირად“ შერაცხული რუსლან გვაშევის 10 ათასი რუბლით დაჯარიმებაზე.  […]

ცხინვალში იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად გამოაცხადეს და საქმიანობა აუკრძალეს

By | October 16th, 2017|Categories: უმცირესობები|Tags: , , |

რელიგიის საკითხებში ცხინვალის მთავრობის რწმუნებული სონია ხუბაევა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში ამ რელიგიას „საქართველოდან გამოგზავნილი ოსები ავრცელებენ“. (nykhas.ru) ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ეს რელიგიური გაერთიანება ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და მისი საქმიანობა აიკრძალა. […]

ან სკოლა ან ჰიჯაბი – „ჩემი შვილები სკოლაში ჰიჯაბის გარეშე არ ივლიან!”

By | October 12th, 2017|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , , |

„მინდა ვისწავლო და მასწავლებელი გამოვიდე. რომ არ ვისწავლო, ვიცი, რომ მომავალში ცხოვრება გამიჭირდება. იმის გამო, რომ ჰიჯაბს ვატარებ, სკოლაში აღარ დამიშვეს. […]

რუსი ძალოვნების მხრიდან აქტივისტის დევნის გამო ჩერქეზებსა და აფხაზებში უკმაყოფილება იზრდება

By | October 10th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , , |

რუსლან გვაშევი (kavkaz-uzel.eu) რუსეთის კრასნოდარის მხარეში ჩერქეზების უფლებების დარღვევის გამო ერთი თვეა პროტესტი არ ცხრება. […]

„ელ პაისი“: კატალონიამ შეიძლება ორშაბათს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს

By | October 5th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

წარწერა პლაკატზე: “კატალონია ესპანეთი არ არის”. კატალონიის პარლამენტმა შეიძლება დამოუკიდებლობა ორშაბათის სესიაზე გამოაცხადოს, ამის შესახებ ინფორმაციას, ავტონომიური ოლქის ულტრა-მემარცხენე პარტიაზე დაყრდნობით ესპანური გაზეთი „ელ-პაისი“ ავრცელებს. […]

სოხუმი იუნესკოს ძეგლების გადარჩენას სთხოვს

By | October 5th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროსა და იუნესკოს თხოვნით მიმართავს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული  უნიკალური ძეგლების დაცვა-გადარჩენაში დაეხმარონ, ხოლო ძეგლების „სავალალო მდგომარეობას“ საქართველოს „გამანადგურებელ პოლიტიკას“ აბრალებენ. […]

მუხთარლის გატაცებამ საქართველოს ხელისუფლებისადმი ეთნიკური აზერბაიჯანელების ნდობა შეარყია

By | September 27th, 2017|Categories: მოსაზრება|Tags: , , , |

აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან. 1 ივნისი (რადიო თავისუფლების ფოტო) საქართველოს მოსახლეობის 6,3% – 233 000 ადამიანი – ეთნიკური აზერბაიჯანელია. ეს ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებს შორის, თუმცა მათი ხმა აქ ყველაზე ნაკლებად ისმის. […]

ვიდეო: ამერიკული სამხედრო ხომალდი ირანულ კატარღას გამაფრთხილებელ ცეცხლს უხსნის

By | July 26th, 2017|Categories: უცხოეთი|Tags: , |

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამშაბათს სპარსეთის ყურეში ამერიკულ და ირანის გემებს შორის ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს. […]

უკრაინის საზღვარზე რუსული დამრტყმელი შენაერთების კონცენტრირება ხდება: გენშტაბის უფროსი

By | July 25th, 2017|Categories: უცხოეთი|

ვიქტორ მუჟენკო (უნიანი) რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედრო შენაერთების კონცენტრირებას ახორციელებს, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო. […]

ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

By | July 23rd, 2017|Categories: უცხოეთი|Tags: , , |

ამერიკის კონგრესის ქვედა პალატა სამშაბათს კენჭს უყრის, და დიდი ალბათობით მიიღებს, კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის და ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. […]

ალეკო ელისაშვილი: მინდა გული გაგიხეთქოთ – გაცემულია ნებართვები 6,5 მილიონი კვ.მ.-ის მშენებლობაზე

By | July 21st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდება და მოხდება უკვე გაცემული ნებართვების დეტალური შესწავლა. მისი თქმით, უკვე გაცემულია ნებართვები კოლოსალური რაოდენობის მშენებლობაზე, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. „მინდა გული გაგიხეთქოთ: უკვე გაცემულია, და ჯერ არ აშენებულა, 6,5 მილიონი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები. ეს, იცით, რა რაოდენობაა? ეს არის, დაახლოებით, კიდევ [...]

საქართველოში ყოფილ ელჩს ტრამპი ავღანეთის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მისიას ანდობს

By | July 21st, 2017|Categories: ამბები, უცხოეთი|Tags: , , |

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი პრეზიდენტმა ტრამპმა ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანად წარადგინა. […]

დონბასში ერთ დღეში 9 უკრაინელი სამხედრო მოკლეს

By | July 21st, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

20 ივლისი წელს ყველაზე ტრაგიკული გამოდგა უკრაინის არმიისათვის – დონბასში გუშინ 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მათგან 6 უშუალოდ საბრძოლო შეტაკებებისას მოკლეს, 3 კი ნაღმზე აფეთქდა; […]

ცხინვალის არჩევნები გენერალმა ბიბილოვმა მოიგო

By | April 10th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

ანატოლი ბიბილოვი ხმათა 57,98%-ით  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „არჩევნებში“ მონაწილეთა ხმების 30% მიიღო. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, 32 736 ამომრჩევლის არჩევანს ოფიციალურად ხუთ დღეში გამოაქვეყნებენ. ბიბილოვმა  კვლავ დაადასტურა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ მოსკოვთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის [...]

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ფინალი – 4 წლიანი პატიმრობა კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს

By | March 31st, 2017|Categories: ამბები|

რუსუდან კერვალიშვილი პატიმრობაში სასამართლო დარბაზშივე აიყვანეს. 4-4  წლიანი პატიმრობა რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს - ასე დასრულდა რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლებსა და დაზარალებულებს შორის. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პატომრობაშია მაია რჩეულიშვილის ვაჟი გუკა რჩეულიშვილიც. მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, მითვისება, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და შენიღბვა, რასაც [...]

საგზაო წესები მკაცრდება, 100-ქულიანი სისტემა შემოდის

By | March 31st, 2017|Categories: ამბები|Tags: |

ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობა საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტი ცვლილებას აპრილში მიიღებს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შსს-ის მიერ არის მომზადებული. ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოტანას ითვალისწინებს. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა შემოდის, რომელიც საგზაო [...]

ღია საზოგადოების ფონდების განცხადება უნგრეთის მთავრობის ინიციატივაზე

By | March 30th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

უნგრეთის მთავრობა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის არსებობას ქვეყანაში. ახალმა ინიციატივამ შესაძლოა, ასევე ხელი შეუშალოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას უნგრეთში. ამასთან დაკავშირებით ღია საზოგადოების ფონდებმა მიმართვა გაავრცელა, რომელიც DFWatch-ს ხუთშაბათს "ღია საზოგადოება - საქართველომ" მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის, საქართველოში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის 300-მდე კურსდამთავრებულია.  საქართველოდან პირველი ექვსი სტუდენტი ევროპის ცენტრალურ [...]

საქართველო პოლიეთილენის პარკებთან ბრძოლას იწყებს

By | March 30th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

სექტემბრიდან საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს უერთდება, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება შეზღუდული, ან საერთოდაც აკრძალულია.  […]

მარიხუანასთან დაკავშირებული სანქციები შემსუბუქდება

By | March 29th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველო მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე სანქციებს ამსუბუქებს, თუმცა მისი სრული დეკრიმინალიზაცია არ ხდება […]

დეკანოზს ბრალი არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზე წაუყენეს? (ვერსია)

By | February 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

შორენა თეთრუაშვილი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე: „ეს მე არ მეხება. სხვა ადამიანზე ლაპარაკობს, ეტყობა. მისი პრობლემაა.“ (პირველი არხი) „ციანიდის საქმეში“ ახალი ვერსია გაჩნდა – ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოფიციალურად ბრალი არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება. […]

რესპუბლიკელები: საპატრიარქოში ტახტისთვის ორი ძალა იბრძვის

By | February 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება - მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა. აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ სწორედ [...]

წერილი, რომელმაც “ციანიდის საქმეში” მეტი კითხვა გააჩინა

By | February 14th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისათვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ პატრიარქს იმ უკანონობაზე აწვდიდა ინფორმაციას, რაც, მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა. წერილის აუთენტურობა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მასში დეკანოზი ილია მეორის სხვადასხვა დარღვევაზე აფრთხილებდა. მასში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც იმ დროისათვის  საპატრიარქოს ქონების მართვის [...]

ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში უახლეს ნაღმოსანს აგზავნის

By | February 13th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ესკადრის ნაღმოსანი HMS Diamond გამოშვებულია 2007 წელს, სამხედრო ფლოტის სამსახურში კი 2010-ში ჩადგა ("დეილი მეილი") მაიკლ ფალონი: „გაერთიანებული სამეფო აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის დაცვა მთელ მსოფლიოში და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.“ პირველად ცივი ომის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო მისიას ასრულებს. „დეილი [...]

გაურკვევლობა და პროტესტი ამერიკის აეროპორტებში ტრამპის ახალი ბრძანებულების გამო

By | January 30th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

"გაადეპორტეთ ტრამპი" - იმპროვიზირებული პროტესტი მაიამის აეროპორტში. ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ პარასკევს გამოცემულმა ბრძანებულებამ, რომელიც შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას დროებით, 90 დღის განმავლობაში, უკრძალავს, აეროპორტებში დაბნეულობა და გაურკვეულობა გამოიწვია, ისლამურ სამყაროში აღშფოთება, ამერიკაში კი მასობრივი გამოსვლები. მართალია, ამ ბრძანებულებას დონალდ ტრამპმა ხელი პარასკევს მოაწერა, მაგრამ მისი შედეგი თვალნათელი შაბათს და, განსაკუთრებით, [...]

კიევში დაკავებული ქართველი ჯარისკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

By | January 23rd, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

„მკვლელების ნაწილში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ“ - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის საქმეს. თუმცა, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით არაფერი იციან. ოკუპანტი ქვეყნისათვის საკუთარ ჯარისკაცზე რაიმე მასალების გადაცემას ძალოვან უწყებებშიც კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცი გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს, ტელეკომპანია „რუსთავი [...]

მანდატურს, რომელზეც 15 წლის ორსულ მოსწავლეს ათხოვებენ, პატიმრობა ემუქრება

By | January 21st, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

მანდატურს, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამართლებრივი პრობლემები და პატიმრობა ემუქრება. გოგონა 40 წლის მამაკაცისგან  უკვე 5 თვის ორსულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ. შემთხვევა იმერეთში, თერჯოლის  ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.  როგორც აღმოჩნდა, მანდატური  ამ სკოლაში  2012 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის დეკემბერში კი მან სკოლასთან ხელშეკრულება საკუთარი სურვილითვე შეწყვიტა. [...]

„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მომხრეებით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო აირჩია

By | January 21st, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

("თავისუფალი ზონა") ახალი პოლიტსაბჭო და წესდება, პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მის მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე -ასე დასრულდა პარასკევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაახლ. 7-ათასიან დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ზაზა ბიბილაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, [...]

მინისტრი მოუწესრიგებელი ტუალეტების გამო სკოლის დირექტორებს მოხსნით დაემუქრა

By | January 19th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

სკოლის დირექტორი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ სკოლაში საპირფარეშოს არ მოაწესრიგებს და იქ  ბავშვებისათვის საჭირო ჰიგიენურ ნორმებს არ შექმნის, თანამდებობიდან განთავისუფლდება. ამის პირობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად დადო. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იგი სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს და რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა აქვს. [...]

NDI: 42%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა, 10%-ისთვის გაუმჯობესდა

By | January 17th, 2017|Categories: ამბები|Tags: |

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის მიხედვით, დასაქმება, მზარდი ფასები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემატური  საკითხებია. აღსანიშნავია, რომ პრომლემების პირველი ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 17%-ის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის [...]

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა 6%-ით შემცირდა

By | January 16th, 2017|Categories: ამბები|Tags: |

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ  150 პარლამენტარიდან 23 ქალი ძალიან ბევრია, 39%-ისათვის ეს რაოდენობა საკმარისია, ხოლო 52%-ისთვის - ცოტა. გამოკითხულთა 8%-ის აზრით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდას უარყოფითი შედეგი ექნება. 27%-ის თქმით კი ამით არაფერი შეიცვლება. 20016 წლის აპრილთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვინც გენდერული კვოტის შემოღებას მხარს [...]

„ნაცმოძრაობა” კინაღამ საპარლამენტო ფრაქციის გარეშე დარჩა

By | January 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

აზერ სულეიმანოვი. მას შემდეგ, რაც პარტია წევრთა ნაწილმა და მათ შორის, 21-მა დეპუტატმა დატოვა, ენმ-ს პარლამენტში მხოლოდ 5 წარმომადგენელიღა დარჩა. კიდევ ერთი, აზერ სულეიმანოვი კი ჭოჭმანობდა. ყველაფერი დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პოზიციის გამომჟღავნებას აჭიანურებდა. დანარჩენი ხუთი დეპუტატია რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია. გუშინ მან თავისი [...]

გაზპრომის გამო კალაძეს პარლამენტში იბარებენ

By | January 14th, 2017|Categories: ამბები|Tags: |

გაზპრომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია თბილისში, 2016 წლის მარტი (DFWatch) საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. თავად კომპანია კი ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ  რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ. „მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში [...]

„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს

By | January 12th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

(1tv.ge) „ნაციონალური  მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო - პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, [...]

„გირჩის“ ოფისში პოლიციამ მხოლოდ ქოთნები „დააკავა“

By | January 12th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

„გირჩის“ ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მარიხუანას 80 ქოთნის დალუქვითა და ექსპერტიზაზე გადატანით დასრულდა. ოფისში პოლიციას არავინ დაუკავებია, რაც, პარტიის წევრთა აზრით, „მორალური დისკომფორტის" შედეგია. „მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველი მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური [...]

„ნაცმოძრაობა“ შეიძლება 12 იანვარს გაიყოს

By | January 11th, 2017|Categories: ამბები|Tags: |

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - 12 იანვარს ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ამ დროისთვის კი, ახალ ოფისს ეძებენ. ინფორმაციას პარტიის აღნიშნულ ნაწილთან დაპირისპირებული, სააკაშვილის ბანაკში მყოფი ნიკა მელია და ნინო კალანდაძეც ადასტურებენ . მელიას  თქმით,  მათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს [...]

მარგველაშვილი აფხაზეთში ეკლესიის ფრაგმენტების განადგურებას ვანდალიზმს უწოდებს

By | January 10th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

("ეხო კავკაზა") პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო. „ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს,”  - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის "ეხო კავკაზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, სოფელ [...]

„ნაციონალური მოძრაობა“ ორად იხლიჩება

By | January 9th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

„ნაცმოძრაობამ“ დაშლა დაიწყო.  ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკის აქტიური წევრია, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება. ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში სავარაუდოდ  შევლენ თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს. [...]

უგულავა ციხიდან გამოუშვეს

By | January 6th, 2017|Categories: ამბები|Tags: |

(tabula.ge) დედაქალაქის  ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პარასკევს საღამოს საპატიმრო დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განესაზღვრა.  იქიდან გამომდინარე, რომ  პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ვადა 6 იანვარს ამოიწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან [...]

მელია თანაპარტიელ ოპონენტებს მანდატების დატოვებას ურჩევს

By | January 6th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

ნიკა მელია 5 იანვრის ბრიფინგზე თბილისის მერობის ყოფილი კანდიატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ნიკა მელია მოითხოვს, რომ იმ წევრებმა, რომლებიც პარტიის დატოვებას აპირებენ, საპარლამენტო მანდატებიც დათმონ. განცხადების ადრესატები კი, როგორც ჩანს, ამას არ აპირებენ. ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაპირისპირება პარტიაში, რომელმაც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე შეიძლება პარტია ორად გახლიჩოს. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას მელიამ თქვა, რომ [...]

არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს

By | January 6th, 2017|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

„ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან," - აცხადებს იზა ბექაური. (radioway.ge) არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს. მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას. „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ [...]

„ნაციონალების“ ერთი ნაწილი მეორეს საბოტაჟში ადანაშაულებს

By | January 5th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ნიკა მელია: „ისინი ცდილობენ, ყრილობის საბოტაჟი მოახდინონ, რაც, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირულია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრს 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟში ადანაშაულებს, რომელმაც  ყოფილი მმართველი პარტიის მომავალი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ამ ბრალდების ადრესატები კი ამტკიცებენ, რომ ლეგიტიმურ ორგანოს, პოლიტსაბჭოს, ფუნქციები ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ჩამოართვა და მის მიერ არჩეული გზით [...]