მანდატურს, რომელზეც 15 წლის ორსულ მოსწავლეს ათხოვებენ, პატიმრობა ემუქრება
მანდატურს, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამართლებრივი პრობლემები და პატიმრობა ემუქრება. გოგონა 40 წლის მამაკაცისგან უკვე 5 თვის ორსულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ. შემთხვევა იმერეთში, თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, მანდატური ამ სკოლაში 2012 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის დეკემბერში კი მან სკოლასთან ხელშეკრულება საკუთარი სურვილითვე შეწყვიტა. [...]