„ნაციონალური მოძრაობა“ ორად იხლიჩება
„ნაცმოძრაობამ“ დაშლა დაიწყო. ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკის აქტიური წევრია, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება. ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში სავარაუდოდ შევლენ თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს. [...]