ვის გათავისუფლებას სთხოვს თბილისს სოხუმი გიუნაშვილის სანაცვლოდ?!
გიორგი გიუნაშვილს ერგნეთის გაუქმებულ გამშვებ პუნქტთან ქართული მხარის წარმომადგენლები ხვდებიან (Facebook). 12-13 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართება და აფხაზური მხარე, დიდი ალბათობით, ამ მოლაპარაკებებზე დააყენებს საკითხს, რომ 26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილის სანაცვლოდ ოფიციალურმა თბილისმა ქართულ ციხეში მყოფ აფხაზი მეომარი გაათავისუფლოს. […]