რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედრო შენაერთების კონცენტრირებას ახორციელებს, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო.
მეტიც, მისი თქმით, საჯარისო ნაწილებს, რომლებიც მოსკოვმა საზღვრის გასწვრივ განალაგა, არსებითად შემტევითი დანიშნულება აქვს.
„ორგანიზაციული და საშტატო სტრუქტურები, შეიარაღება და აღჭურვილობა [რომლებიც საზღვარზე განთავსდა] მიანიშნებს, რომ თავისი არსით ეს არის სწორედაც რომ დამტყმელი ძალები და მათი დანიშნულება სწრაფი შეტევითი ოპერაციების განხორციელებაა,“ განაცხადა მუჟენკომ.
ოფიციალური მოსკოვი ამ ცნობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს სრული უფლება აქვს საჯარისო ნაწილების განლაგების კონფიგურაციის შეცვლა ისე, როგორც მას საჭიროდ მიაჩნია.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას წინ უძღვოდა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.