აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამშაბათს სპარსეთის ყურეში ამერიკულ და ირანის გემებს შორის ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამერიკული მხარის ვერსიით, ირანელების სამხედრო კატარღა სამხედრო ხომალდს 150 იარდის (137 მეტრი) მანძილზე მიუახლოვდა, რითაც ნეიტრალურ წყლებში ნაოსნობის წესები დაარღვია და შეჯახების საფრთხე წარმოშვა.
ამასთანავე, ირანული კატარღა კონტაქტზე არ გამოდიოდა და მხოლოდ მაშინ შეცვალა კურსი, რაც ამერიკული ხომალდიდან ტყვიამფრქვევის გამაფრთხილებელი ჯერი გაისროლეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.