პირველად ცივი ომის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო მისიას ასრულებს. „დეილი მეილის“ ცნობით, ამ მისიის მიზანი რუსეთის შეკავება და კიევის მხარდაჭერაა, სადაც გაერთიანებული სამეფოს 650 სამხედრო მოსამსახურე „საიდუმლო წვრთნებს ატარებს.“
საუბარია 207 წელს გამოშვებულ უახლეს ესკადრის ნაღმოსან HMS Diamond-ზე, რომელიც ანტისაჰაერო და ანტისაზღვაო მძლავრი სარაკეტო კომპლექსებით არის აღჭურვილი.
„ბრიტანეთი აძლიერებს თავის სამხედრო დასწრებას მსოფლიო არენაზე და მტკიცედ დგას თავისი უკრაინელი მეგობრების გვერდით,“ უთხრა გამოცემას ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, სერ მაიკლ ფალონმა.
„გაერთიანებული სამეფო აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის დაცვა მთელ მსოფლიოში და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.“
ამის პარალელურად ბრიტანეთი აძლიერებს სახმელეთო ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში. ზაფხულში ესტონეთში 800 სამხედრო განთავსდება, პოლონეთში კი დამატებით 200.
შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარების გამწვავების პარალელურად უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ პირდაპირი რუსული აგრესია „ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.“
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.