მინისტრი მოუწესრიგებელი ტუალეტების გამო სკოლის დირექტორებს მოხსნით დაემუქრა
სკოლის დირექტორი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ სკოლაში საპირფარეშოს არ მოაწესრიგებს და იქ ბავშვებისათვის საჭირო ჰიგიენურ ნორმებს არ შექმნის, თანამდებობიდან განთავისუფლდება. ამის პირობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად დადო. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იგი სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს და რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა აქვს. [...]