ცხინვალი

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

By | August 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი და [...]

ცხინვალში იმედი აქვთ, რომ იტალიის ამჟამინდელი მთავრობა მათ დამოუკიდებლობას აღიარებს

By | July 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

მაურო მურჯია მოვიდა ის მომენტი, როცა იტალიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მიიჩნევს მაურო მურჯია, რომელიც საკუთარ თავს იტალიაში ცხინვალის მთავრობის "ელჩად" მოიხსენიებს. "ჩვენ გვწამს, რომ დადგა მომენტი, როცა იტალიის ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთი ისეთივე სტატუსით, როგორიც გააჩნიათ გაეროს წევრ სხვა ქვეყნებს," - წერს მაურო მურჯია ფეისბუქზე. იქვე მურჯია მიუთითებს, რომ მისი [...]

კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისკენ – “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს” რუსეთში ყოფნაზე შეზღუდვა ეხსნებათ

By | July 11th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

მოსკოვი ცხინვალის რეჟიმს მორიგ "საჩუქარს" უკეთებს - მალე "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს" რუსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ დარჩენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ. როგორც ცხინვალის სააგენტო "რესი" იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოთხშაბათს მოიწონა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილების თანახმად ერთი მხარის მოქალაქეებს [...]

ცხინვალში ჩინოვნიკს ადანაშაულებენ, რომ ქართულ არტილერიას ცეცხლის კორექტირებაში ეხმარებოდა

By | July 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, „ლიპინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და კოლონების [...]

ცხინვალის რეჟიმი “საზღვარს” დროებით კეტავს

By | May 23rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარს" დროებით კეტავს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" აცხადებს, ამის მიზეზი სკოლებში ბოლო ზარის ზეიმთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. კერძოდ, "საზღვარი" დაიკეტება პარასკევს საღამოს 8 საათიდან კვირას დილის 6 საათამდე.

გაზპრომის გამო ცხინვალი ინტერნეტის გარეშე დარჩა

By | April 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სამხრეთ ოსეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთიდან მომავალი "გაზპრომის" კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაა, რომელიც სეპარატისტულ რესპუბლიკას ინტერნეტით ამარაგებს. ამავე დროს ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის კავშირის ოპერატორის, "მეგაფონ-ოსეტიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მობილურ კავშირს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სათადარიგო რეჟიმში მუშაობს.

ცხინვალმა უკრაინელ სეპარატისტებთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

By | March 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ცხინვალის რეჟიმის პარლამენტმა დღეს უკრაინის სეპარატისტულ წარმონაქმნთან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებმა, ანატოლი ბიბილოვმა და ლეონიდ პასეჩნიკოვმა ხელი დეკემბერში მოაწერეს, როცა ეს უკანასკნელი ცხინვალში იმყოფებოდა. „ელენერ-თან საკმადო მჭიდრო ურთიერთობა უკვე გვაქვს,“ განაცხადა ბიბილოვმა. „სამხრეთ ოსეთში 60-მდე ერთობლივი საწარმოა დარეგისტრირებული, დამყარებულია ფინანსური კავშირები, უნდა განვავითაროთ საბანკო ურთიერთობები.“ მისივე [...]

ცხინვალი ფაქტობრივად გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

By | January 21st, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

(ცხინვალის რეჟიმის საგანგებოს სიტუაციების უწყების ფოტო.) ერთადერთი გზა, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, უკვე მეშვიდე დღეა ჩაკეტილია ძლიერი თოვისა და მაღალმთიან მონაკვეთებზე რამდენიმე ადგილას ზვავის ჩამოწოლის გამო. […]

ახალგორელებს „საზღვარზე“ მიმოსვლის თავისუფლება ერთი თვით გაუხანგრძლივეს

By | January 6th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან. ცხინვალის რეჟიმმა ახალგორიდან ე.წ საზღვარზე გადასვლის გამკაცრებული წესების ამოქმედება ერთი თვით გადადო და შეზღუდვა 1-ელ იანვრის ნაცვლად 1-ელ თებერვალს ამოქმედდება. […]

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის პროცედურას ამკაცრებს

By | December 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ცხინვალი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 26 დეკემბერს მიიღო. […]

„ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფინანსური დახმარებით“ – აბრებმა ცხინვალში აღშფოთება გამოიწვია

By | December 2nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

რამდენიმე დღის წინ ცხინვალის მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია მათ სახლებზე გაკრულმა აბრებმა. კონკრეტულად კი რამდენიმე ადგილობრივმა საკუთარი სახლების კედლებზე მიმაგრებული აბრები აღმოაჩინა, რომლებზეც ეწერა: „ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით“ […]

კრემლის ფინანსური მაქინაციები ცხინვალის გავლით – Washington Post სტატიას აქვეყნებს

By | November 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ოკუპირებული ცხინვალისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების გავლით რუსეთის საბანკო მანიპულაციებზე სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს. […]

ცხინვალში კომკავშირის 100 წლისთავი აღნიშნეს

By | November 3rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(presidentruo.org) ღონისძიებაში მოსწავლეები საბჭოთა დროინდელი წითელი დროშებით და პიონერის ფორმებით - წითელი ქუდებითა და წითელი ყელსახვევებით გამოვიდნენ. ზეიმში მონაწილეობა დე ფაქტო პრეზიდენტმაც ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო და დიდი სიამაყით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადრე თავადაც იყო კომკავშირელი. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობის იდეოლოგიური კავშირი აუცილებელია ყველასთვის და ყოველთვის და შეუფასებელია ოსი კომკავშირლების როლი სამხრეთ [...]

„ლენინისა და სტალინის პოსტერებთან ბავშვებს საბჭოთა სიმღერებს ამღერებენ“ – ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

By | October 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ციხელაშვილი: "აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის ქართულ მოსახლეობაზე ეს წნეხი არ არის მისაღები და ბევრს უქმნის დისკომფორტს." „გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და ბავშვები სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ... ბევრმა არ იცის, იქ (გალში) მართლა რა გმირობებს სჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას [...]

ცხინვალის რეჟიმმა “საზღვრის გადაკვეთაზე” ჯარიმა 2,5-ჯერ გაზარდა

By | October 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 000 რუსული რუბლიდან (82 ლარი) 5 000 რუბლამდე ( 205 ლარი) გაზარდა ჯარიმის თანხა, რომელსაც ახდევინებს ე. წ. საზღვრის დარღვევის მუხლით დაკავებულ ადამიანებს. […]

ცხინვალის რეჟიმმა ახალგორში თევზეულისა და ხორცპოდუქტების შეტანა აკრძალა

By | October 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან. უკვე ერთ კვირაზე მეტია ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში აიკრძალა ქართული პროდუქციის ზოგიერთი სახეობით ვაჭრობა, რის გამოც მოვაჭრეები დიდ ზარალს განიცდიან. […]

ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ მათ მიერ გატაცებული 37 წლის ქალს კარგად ექცევიან

By | October 4th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში. (cominf.org) ცხინვალის მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც იზოლატორში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ მას კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის. […]

ცხინვალის რეჟიმი “საზღვრის” გადაკვეთაზე უფრო მეტ ოსს აკავებს, ვიდრე ქართველს

By | July 8th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

(DFWatch.) 2018 წლის ექვს თვეში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 57 მოქალაქე დააკავეს. ყველაზე მეტი შემთხვევა – 22 – ივნისში მოხდა. […]

ბიბილოვი აცხადებს, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რუსებთან ერთად „შესაბამის ზომებს მიიღებენ“

By | July 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ანატოლი ბიბილოვი. ცხინვალის რეჟიმის მეთაური აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება სამხრეთ ოსეთს აშფოთებს და თუ ალიანსი მის საზღვრებთან გამოჩნდება, […]

ცხინვალის რეჟიმი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ადგენს

By | June 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(DFWatch.) „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიას“ ცხინვალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა პეტრე გასიევმა განცხადა, თბილისის გადაწყვეტილების საპასუხოდ ოსური მხარე სასანქციო სიას უკვე ამზადებს. […]

საქართველოს ეკლესიაში იმედი აქვთ, რომ რუსეთის პატრიარქი ცხინვალში არ ჩავა

By | June 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

26 აგვისტოს ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლის აღსანიშნავად რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პატრიარქს ელოდებიან. […]

ცხინვალის რეჟიმი თბილისისგან 11-ე საუკუნის ხატის დაბრუნებას ითხოვს

By | June 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოქონის ხატი ამჟამად თბილისიs ეროვნულ მუზეუმში ინახება. (cominf.org) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევაში 19-20 ივნისს გამართულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე კიდევ ერთხელ დააყენეს უნიკალური ოქონის ხატის დაბრუნების საკითხი. ხატი ამჟამად თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ინახება.  […]

ცხინვალის რეჟიმი ქარელთან ე.წ. საზღვრის გადმოწევას გეგმავს

By | June 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან უკვე გავლებული მავთულხლართებისა და ბანერების გადმოწევას კვლავ აპირებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში იქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც “საზღვრის” დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი უნდა გამოიძიოს […]

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში შვეიცარიელი მონიტორების დაშვებას რუსეთმაც მწვანე შუქი აუნთო

By | May 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

7-წლიანი დაგვიანებით რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რაც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს.  […]

ცხინვალის განდგომილი ეკლესიის მეთაურს “ოსური პასპორტი“ ჩამოართვეს

By | April 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ალანიის ეპარქიის მეთაური, ეპისკოპოსი ამბროსი (osinform.org) ცხინვალში მოქმედი არაკანონიკური ე.წ. ალანიის ეპარქიის მმართველს ეპისკოპოს ამბროსის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი“ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა.  […]

ახალგორელი აქტივისტი: ქართული პასპორტით ძალიან ბევრი ოსიც სარგებლობს

By | March 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(Facebook.) ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ცხინვალის რეჟიმმა რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ. ოსური მოქალაქეობის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას ედავება. […]

საქართველომ ცხინვალის რეჟიმს არაოფიციალური ემბარგო დაუწესა?!

By | March 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

(cominf.org) უკვე სამი კვირაა, რაც ოკუპირებულ ახალგორში თბილისიდან და გორიდან გასაყიდი ტვირთების შეტანა არ ხდება, რის გამოც ცხინვალის რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის დიდი დეფიციტია და ფასებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ახალგორში ამბობენ, რომ ეს სანქცია თბილისმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო დააწესა.   […]

ცხინვალში გაიმართა  მიტინგი მოთხოვნით, რომ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისს არ გადაეცეს

By | March 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

(sputnik-ossetia.ru) ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გაიმართა, სადაც 400-მდე ადამიანი შეიკრიბა, უმეტესად ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცეს ოჯახს, ვიდრე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ  და დაღუპულ ოსებს არ მოძებნიან […]

ცხინვალის ციხეში აგვისტოს ომის ვეტერანი ცემის შედეგად გარდაიცვალა

By | February 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილს სცემეს, როს გამოც ის გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს.  […]

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა 30 წელში თითქმის განახევრდა

By | February 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

2017 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაიბადა 513 ბავშვი, გარდაიცვალა – 507 ადამიანი. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო წლებში შობადობა განუხრელად მცირდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაბადებულთა რაოდენობა 20%-ითაა შემცირებული […]

არცევში ცნობილი “კრიმინალური ავტორიტეტი” მარეკ დუდაევი მოკლეს

By | January 17th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

მარეკ დუდაევი სასამართლო დარბაზში. 2005 წ. (Imedinews.ge) ცხინვალის მახობლად, სოფელ არცევში მოკლეს მარეკ დუდაევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, გატაცების, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობების გამო საქართველოში 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის რეჟიმს გადასცეს.  […]

სამკურნალოდ ჩამოსული „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ რიცხვი განახევრდა

By | December 29th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი  პაციენტები ცხინვალის რეგიონიდან ხშირად ჩამოდიან. 2017 წელს ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, წლის განმავლობაში 417 ოს პაციენტს გაეწია უფასო მომსახურება, […]

ცხინვალი ვაჭრობის დასაწყებად საქართველოსგან „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მოითხოვს

By | December 25th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ცხინვალში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან სავაჭრო ურთიერთობებსა და პლუს, ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს. […]

ვის გათავისუფლებას სთხოვს თბილისს სოხუმი გიუნაშვილის სანაცვლოდ?!

By | December 5th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , , |

გიორგი გიუნაშვილს ერგნეთის გაუქმებულ გამშვებ პუნქტთან ქართული მხარის წარმომადგენლები ხვდებიან (Facebook). 12-13 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართება და აფხაზური მხარე, დიდი ალბათობით, ამ მოლაპარაკებებზე დააყენებს საკითხს, რომ  26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილის სანაცვლოდ ოფიციალურმა თბილისმა ქართულ ციხეში მყოფ აფხაზი მეომარი გაათავისუფლოს. […]

ცხინვალში იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად გამოაცხადეს და საქმიანობა აუკრძალეს

By | October 16th, 2017|Categories: უმცირესობები|Tags: , , |

რელიგიის საკითხებში ცხინვალის მთავრობის რწმუნებული სონია ხუბაევა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში ამ რელიგიას „საქართველოდან გამოგზავნილი ოსები ავრცელებენ“. (nykhas.ru) ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ეს რელიგიური გაერთიანება ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და მისი საქმიანობა აიკრძალა. […]