7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის ციხიდან ყოფილი ქართველი სამხედრო გამოუშვეს
დრანდის ციხე. მდებარეობს სოხუმის მახლობლად, გულრიფშის რაიონში. „დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს,“ – ამ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. […]