ღია საზოგადოების ფონდების განცხადება უნგრეთის მთავრობის ინიციატივაზე
უნგრეთის მთავრობა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის არსებობას ქვეყანაში. ახალმა ინიციატივამ შესაძლოა, ასევე ხელი შეუშალოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას უნგრეთში. ამასთან დაკავშირებით ღია საზოგადოების ფონდებმა მიმართვა გაავრცელა, რომელიც DFWatch-ს ხუთშაბათს "ღია საზოგადოება - საქართველომ" მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის, საქართველოში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის 300-მდე კურსდამთავრებულია. საქართველოდან პირველი ექვსი სტუდენტი ევროპის ცენტრალურ [...]