მარგველაშვილი აფხაზეთში ეკლესიის ფრაგმენტების განადგურებას ვანდალიზმს უწოდებს
("ეხო კავკაზა") პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო. „ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს,” - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის "ეხო კავკაზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, სოფელ [...]