„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს
(1tv.ge) „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო - პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, [...]