საგზაო წესები მკაცრდება, 100-ქულიანი სისტემა შემოდის
ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობა საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტი ცვლილებას აპრილში მიიღებს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შსს-ის მიერ არის მომზადებული. ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოტანას ითვალისწინებს. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა შემოდის, რომელიც საგზაო [...]