Monthly Archives: July 2016

ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

By | July 30th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

ქარის ელექტროსადგურის ფრთები და ტურბინები ფოთის პორტში სამშაბათს ჩამოვიდა (Facebook) პირველი ქარის ელექტროსადგურ „ქართლის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, დეკემბრიდან კი უკვე ამოქმედდება, ამის შესახებ DFWatch-ს შ.პ.ს. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა უთხრა. […]

რას გულისხმობს მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი ?

By | July 29th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

(agrokavkaz.ge) მიწის რეგისტრაციის კანონი, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა და რომლითაც მოქალაქეებს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ მიწის დარეგისტრირება, 1 აგვისტოდან ამოქმედდება. […]

საქართველოში „დისქავერი ჯორჯია“ იწყებს მაუწყებლობას, რომელიც Discovery-სთან კავშირში არ არის

By | July 28th, 2016|Categories: ამბები|

დეკემბრიდან საქართველოში ახალი შემეცნითი არხი „დისქავერი ჯორჯია“ დაიწყებს მაუწყებლობას. როგორც DFwatch-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უთხრეს, ეს ახალი არხი ცნობილ ამერიკულ ქსელთან Discovery, რომელიც ძირითადად სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმებზეა ფოკუსირებული,  კავშირში არ არის. თუმცა,  შინაარსით და სამაუწყებლო კონცეფციით მისი მსგავსი იქნება. […]

92% C ჰეპატიტისგან  სრულად განიკურნა: ჯანდაცვის მინისტრი

By | July 28th, 2016|Categories: ამბები|

„5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, პაციენტთან 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან“, - ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრისგან მანაც და მთელმა გუნდმაც, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს, მადლობა დაიმსახურა.  ამავე დროს, როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, [...]

ცვლილებები „იმედში“: ტრაპაიძე მიდის, სიჭინავა „პოლიტიკას“ წაიყვანს, ლეჟავა – „ქრონიკას“

By | July 28th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებების გრძელდება. ამჯერად, არხი შაბათის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ წამყვანმა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ დატოვა. […]

აფხაზეთის „პრემიერი“ და „გენპროკურორი“ სახლში გაუშვეს

By | July 27th, 2016|Categories: ამბები|

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ და გენპროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობები დაკარგეს. ჯერ სამშაბათს, 26 ივლისს მიქვაბიამ მოიწვია ე.წ. მთავრობის საგანგებო სხდომა და წასვლაზე განცხადებაც გააკეთა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მალევე დააკმაყოფილა, შემდეგ კი  27 ივლისს ლომიამ დაწერა განცხადება წასვლაზე, რის შემდეგაც  ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს ლომიას გათავისუფლების წინადადებით მიმართა და ეს უკანასკნელიც დაეთანხმა. […]

ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეთა მეუღლეების და გიორგი ლომინაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

By | July 27th, 2016|Categories: ამბები|

(Rustavi 2) 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლისა და ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არიან, აცხადებენ საქართველოს რაგბის კავშირში. […]

პროკურატურამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს. […]

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის მიმართ არაკორექტული განცხადება “ოფიციალური კომენტარი” არ იყო

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ორშაბათს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადების გასაჯაროვების გამო ჟურნალისტებს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს. […]

პროკურატურამ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. […]

ესპანეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე მუშაობა მიდის, აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|

აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ რათა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჰქონდეს. როგორც DFWatch-ს უწყებაში უთხრეს, მოლაპარაკებები მიდის არამარტო ესპანეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთან პირდაპირი რეისების დასანიშნად, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. […]

„ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო“ – სპორტსმენების “ტრადიციულ” ტანსაცმელს საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ქართველ სპორტსმენთა ოფიციალური ტანსაცმელი, რომლითაც  5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე უნდა მიიღონ მონაწილეობა, ორი დღეა სოციალურ ქსელში ქილიკის, მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა. […]

პრეზიდენტი ზეწოლის „საშიშ ტენდენციებზე“ საუბრობს

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში წნეხის „საშიში ტენდენციებია“ შექმნილი, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან. მისი თქმით, ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“ და „ადეკვატური და აზრიანი“ პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს. ამ თემაზე მარგველაშვილმა ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა [...]

„შეუძლებელია ამ ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს „ადამიანი“ უწოდო…’ – პრორუსი საველე მეთაურის სკანდალური დასვენება აფხაზეთში

By | July 26th, 2016|Categories: ამბები|

VK.com დონეცკელი პრორუსი სეპარატისტების ცნობილი საველე მეთაურის, „მოტოროლას“ ოჯახურ დასვენებას ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალი მოჰყვა. აფხაზები აღშფოთებას ვერ მალავენ მისი მეუღლის მიერ  სოციალურ ქსელში ВКонтакте გაზიარებული პოსტის გამო, სადაც აფხაზეთში არსებული, ასე ვთქვათ, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა უწმაწური სიტყვით არის მოხსენიებული, მისი მაცხოვრებლები კი „წარმოუდგენლად ფუქსავატ“ ადამიანებად. […]

პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ხელისუფლება სკანდალური გამონათქვამებით პასუხობს

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

„მე გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული… ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული…“ აცხადებს მანანა კობახიძე პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ეხმაურებიან და, მათ შორის, ზოგიერთი არანაკლები სკანდალური შეფასებითაც. […]

შსს ადასტურებს, რომ პოლიციამ პრეზიდენტის სიძის სახლი გაჩხრიკა

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა, შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი“ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. შსს იქვე ამატებს, რომ გოგოჭურის სახლში [...]

ორსართულიანმა მატარებელმა პირველი რეისი შეასრულა

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველოს რკინიგზა შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებელი, რომელიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს პირველად ორშაბათს, 25 ივლისს  მოემსახურა. […]

სააკაშვილისდროინდელ განათლების მინისტრს საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

24tv.ua უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი  ხატია დეკანოიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ. […]

თურქეთში ჟურნალისტების დაჭერაც დაიწყო

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

დასაჭერი ჟურნალისტების სიას სათავეში უდგას ნაზლი ილიჩაკი, 72 წლის ცნობილი პოლიტიკური მომომხილველი (sabah.com.tr) თურქეთში სამხედრო ამბოხის გამოძიების ფარგლებში 42 ჟურნალისტის დაკავებაზე გაიცა ორდერი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია უკვე დაჭერილი. […]

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ გაუქმდება: სერგეენკო

By | July 23rd, 2016|Categories: ამბები|

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარასკევს „ექსპო ჯორჯიაში“ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“. […]

იგორ გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

By | July 23rd, 2016|Categories: ამბები|Tags: |

უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ , რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამოა ბრალდებული, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.   […]

დემირელის კოლეჯი და მისი პარტნიორი სასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ

By | July 22nd, 2016|Categories: ამბები|

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ხშირად უკავშირებენ ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს, ცილისწამებას უწოდებენ  ბოლო დღეებში მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. […]

რუსებმა სირიაში დაბომბეს საიდუმლო ბაზა, რომელსაც ამერიკული სპეცრაზმი იყენებდა

By | July 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

რუსეთის მთავარი სამხედრო-საჰარო ბაზა ლატაკიაში, დასავლეთ სირია (sputnik) რუსეთის ავიაციამ სირიაში ის ავიაბაზა დაბომბა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი სპეცდანიშნულების ნაწილები იყენებდნენ. ავიაიერიში 16 ივნისს განხორციელდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ პრესაში ახლახან გავრცელდა. […]

რა საარჩევნო გაერთიანებები შეიძლება, ვიხილოთ ანტიდასავლურ ფლანგზე

By | July 21st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი იმედოვნებს, რომ მისი 6-წევრიანი საარჩევნო ბლოკი 8-მდე გაიზრდება. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსერვატიულ ფლანგზე შექმნილი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც ანტიდასავლური განწყობით ცნობილ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივაა გაერთიანებული და 6 არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალისგან შედგება, ბლოკის გაფართოებას გეგმავს. […]

თურქეთში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს

By | July 21st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

თურქეთის ქალაქ მარმარისში  პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. DFWatch-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოშიც იძებნებოდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება. […]

თურქეთში რეპრესირებულთა რაოდენობამ 60,000-ს გადააჭარბა

By | July 21st, 2016|Categories: ამბები|

ხმელთაშუა ზღვის ფლოტის მეთაურის, კონტრ-ადმირალ ნეჯათ ატილა დემირხანის დაკავება მერსინში. 16 ივლისი დაპატიმრებული, სამსახურიდან დათხოვნილი ან სტატუსშეჩერებული ძალოვნების, საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების პერსონალის რიცხვმა თურქეთის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 60 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL (რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო) სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. […]

გაჩერებული მართლმსაჯულება – რატომ იწელება სამოქალაქო დავები წლობით

By | July 20th, 2016|Categories: ამბები|

„მოსამართლეს 700 მიმდინარე საქმე აწერია, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს ის, საქმეს დროულად და ხარისხიანად ვერ წარმართავს,” ამბობს ადვიკატი ირაკლი ყანდაშვილი (ipn) თბილისის სასამართლოებში სამოქალაქო დავების განხილვას ადამიანები წლობით ელოდებიან, თუმცა იმ მიზეზით, რომ ამ მიმართულებით თბილისში დღეს მხოლოდ 28 მოსამართლეა და თითოეულს 800-მდე საქმე აწერია, პლუს იმის გამო, რომ სამოქალაქო დავებისთვის განკუთვნილი დარბაზები ძალიან ცოტაა, დავის დასრულებას ბოლო არ უჩანს. […]

„ნაციონალების“ პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადია, „ოცნებაში“ ამას პოპულიზმს უწოდებენ

By | July 19th, 2016|Categories: ამბები|

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტების პრეზენტაცია სამშაბათს, 19 ივლისს გამართა და ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია დაასახელა და ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უახლოეს წლებში, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებენ.   […]

დასავლეთში 39 გრადუსამდე სიცხე იქნება, თბილისში 36-მდე

By | July 19th, 2016|Categories: ამბები|

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 38-39 გრადუსამდე მოიმატოს. ამავე დროს, […]

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პოლიტიკოსობაზე უარს ამბობს

By | July 19th, 2016|Categories: ამბები|

ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებში” რამდენიმე თვის წინ, მარტში გაწევრიანდა, პარტია დატოვა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. პარტიის იდეოლოგიასთან ან რომელიმე წევრთან კონფლიქტს კი გადაჭრით უარყოფს. […]

თამბაქოს კონტროლის გამკაცრების კანონმდებლობა ჩავარდა

By | July 19th, 2016|Categories: ამბები|

კანონპროექტები, რომელიც თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, ჩავარდა. ამის მიზეზი კი მთავრობის წინააღმდეგობა გახდა, რადგან მათი აზრით, კანონში ამ ცვლილებებით ბიზნესი დაიჩაგრებოდა. ამის შესახებ, DFWatch-ს დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ უთხრა. […]

„დაგვიბრუნეთ კოტე“ – 2 გრამი ექსტაზის გამო დაჭერილი 22 წლის ბიჭის შეწყალებას პრეზიდენტისგან ითხოვენ

By | July 17th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

(Facebook) რეკრეაციული დანიშნულების მქონე, ნაკლებად საშიში ნარკოტიკული ნივთიერება ექსტაზის (MDMA) 2 გრამის შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდებული 22 წლის  კოტე ჯაფარიძის შეწყალების თხოვნით  მოძრაობა „დაგვიბრუნეთ კოტეს“ წევრებმა პრეზიდენტს ხუთშაბათს, 14 ივლისს,  მიმართეს. […]

ნიცაში დაზარალებულებს შორის ქართველები არ არიან: საქართველოს ელჩი

By | July 15th, 2016|Categories: ამბები|

ნიცაში ხუთშაბათს, 14 ივლისს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 84-ადამიანი, მათ შორის – 10 ბავშვი, დაშავებულია 100-ზე მეტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. […]

სიძვირის გამო თბილისში ტრამვაის აღდგენა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

By | July 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

Dmitry Yermakov თბილისში ტრამვაის აღდგენაზე ამ ეტაპისთვის მერია არ მუშაობს და ეს საკითხი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. ამის შესახებ DFWatch-ს დედაქალაქის მერიაში უთხრეს და ისიც აღნიშნეს, რომ უწყებაში ეს საკითხი არც განუხილავთ და არც რაიმე პროექტი შეუმუშავებიათ. […]

ევროკომისარი: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოქტომბრიდან ამოქმედდება

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისარმა 14 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. […]

სამი კაცი ქურდული სამყაროს წევრობაზე დაიჭირეს, მათ მეწარმეების რეკეტირება ედებათ ბრალად

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთშაბათს თბილისში სამი – 22, 26 და 42 წლის – კაცი დააკავა, რომლებიც „აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და იქ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ“. […]

თარხან ბათირაშვილის სიკვდილს “ისლამურ სახელმწიფოშიც” ადასტურებენ

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი მოკლულია. ალ შიშანი, რომელსაც პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) “ომის მინისტრად“ მიიჩნევს, რამდენიმე მებრძოლთან ერთად ერაყის პატარა ქალაქ შირქათში ბრძოლისას მოკლეს. ეს ქალაქი მოსულის სამხრეთით მდებარეობს და გარშემორტყმულია ერაყის სამთავრობო ძალებით. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ Amaq-მა, რომელიც მხარს უჭერს ISIS-ს. […]

8 ქალი და 7 კაცი – „ოცნების“ სიის ფავორიტები

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|

„ქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო სიის 15 წევრი წარადგინა,  სადაც 8 ქალი და 7 მამაკაცია. მათ შორის არც ერთი დეპუტატი და მოქმედი მინისტრი არ არის. სამი მათგანი მინისტრის მოადგილეა.   […]

ხიდაშელის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|

ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე „რესპუბლიკელ“ თინა ხიდაშელს, ჯერ გაცხადებული არ არის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, თუმცა როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”ყველაფერს თავისი დრო აქვს” და ახალი მინისტრი უახლოეს დღეებში დასახელდება. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამი კანდიდატი განიხილება: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და კახი კახიშვილი. […]

თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა, ის თვითმფრინავებს რთულ მეტეოპირობებშიც მიიღებს

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორშაბათს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაო 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა პერიოდშიც ავიარეისები არ გაუქმებულა. თუმცა, რეისები ოდნავ შეცვლილი გრაფიკით განხორციელდა. ასაფრენი ზოლი ყოველდღიურად 10 საათით იკეტებოდა,  საღამოს 8 საათამდე. როგორც DFWatch-ს აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ასაფრენი ბილიკი ოც წელზეა გათვლილი, რაც ნიშნავს რომ 2036 წლამდე მას განახლება [...]

რკინიგზა ორსართულიან მატარებლებს ტესტავს

By | July 13th, 2016|Categories: ამბები|

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორი ორსართულიანი მატარებელი, რომლებიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს სავარაუდოდ ივლისის ბოლოდან მოემსახურება. […]

სექტემბრიდან თბილისში ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები ივლის, მგზავრობა არ გაძვირდება – ამბობენ მერიაში

By | July 13th, 2016|Categories: ამბები|

სექტემბრიდან თბილისში ახალი გერმანული, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ გერმანულ კომპანია Man Truck and Bus AG-სთან ხელი სამშაბათს მოეწერა.  შედეგად, 7 თვის განმავლობაში თბილისის ავტობუსების პარკი  143  ავტობუსით ეტაპობრივად განახლდება. როგორც DFWatch-ს თბილისის მერიაში უთხრეს, ახალ ავტობუსებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და იგივე იქნება, რაც ძველი, ყვითელი ავტობუსებით მგზავრობისას. […]

ახალქალაქში დედისა და 3 შვილის მკვლელობაზე 24 წლის კაცი დაიჭირეს

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

(Jnews) ახალქალაქთან, სოფელ ვაჩიანში მოკლული 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის  საქმეზე იმავე სოფლის მცხოვრები 24 წლის ნოდარ აკოპოვი დააკავეს. ამის შესახებ, ინფორმაცია შს სამინისტრომ ორშაბათს, 11 ივლისს გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა. […]

მოსკოვში წარმოშობით თბილისელი “ავტორიტეტი”, შაქრო კალაშოვი დაიჭირეს

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

(‘კვირის პალიტრა’) მოსკოვში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან კავშირში და რესტორნის მფლობელისგან დიდძალი თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი. […]

დმანისთან 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ბიძგები სამშაბათს, დაახლოებით 14:14 საათზე  მოხდა. როგორც DFWatch-ს ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უთხრეს, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან, დაახლოებით 10-15 კმ-ში მდებარეობდა. თბილისში სწორედ დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა. […]

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მთავრობიდან მიდიან, აგულაშვილი – პარტიას ტოვებს და მინისტრად რჩება

By | July 12th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღო მათი შეთავაზება, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში არჩევნებამდე დარჩენილიყვნენ. […]

“ცენტრ-პოინტის” მენეჯერები დააკავეს

By | July 10th, 2016|Categories: ამბები|

რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ კბილაშვილს მის მიმართ პირადი მოტივი ამოძრავებდა.(IPN) კვირას, 10 ივლისს სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩატარდა. დილით ჯერ 2 თანამშრომელი დააკავეს, შუადღისთვის კი კომპანიის ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილის სახლშიც მივიდნენ დაკავების ორდერით, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.   […]

ჰაერი დაბინძურების გამო საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

By | July 9th, 2016|Categories: ამბები|

  დაღუპულთა რაოდენობა ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია  ამბობს, რომ  საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტრანსპორტია. ყველაზე მწვავე მდგომარეობა კი ამ მხრივ თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი. მურღულიამ ამის შესახებ,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. […]

ვარშავის NATO-ს სამიტიდან საქართველოს „კონკრეტული“ მოლოდინი აქვს, რომელიც MAP-ს არ უკავშირდება

By | July 8th, 2016|Categories: ამბები|

8 ივლისს პარასკევს ვარშავაში NATO-ს ორდღიანი სამიტი გაიხსნება, სადაც მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სამიტზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალი გზები იქნება შემუშავებული. […]

ხაჯიმბა მზადაა გადადგეს, თუ 10 ივლისის რეფერენდუმში დამარცხდება

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

(Sputnik Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტი  რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ გადადგომისთვის მზადაა,  თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს,  „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხვადასხვა შეფასებით  მიტინგზე ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. […]

მოესწრება თუ არა უვიზო მიმოსვლა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე?

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

ხუთშაბათს, 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი დილით უყარეს და შედეგები მალე რეკომენდაციად სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტში (LIBE) გადაიგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ეს კომიტეტი კი საქართველოს საკითხს სექტემბერში განიხილავს. […]

სკანდალური განცხადების გამო თბილისმა შეიძლება, ამერიკიდან ელჩი გაიწვიოს

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შესაძლოა ან საყვედური გამოუცხადონ ან თანამდებობა დაატოვებინონ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ის „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გაუშვან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ 2 ივლისს "ნეტგაზეთთან" ხელისუფლებაში არსებული პრორუსული ძალების არსებობაზე გაკეთებული განცხადების გამო სასწრაფოდ გამოიძახა. ელჩი თბილისში 6 [...]

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეუფარდეს

By | July 6th, 2016|Categories: ამბები|

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეეძლება მიმართოს – ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ან  პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით  (იხილეთ ბრალდებულის წარმოთქმული სიტყვა სასამართლოზე). […]

არეულობა სოხუმში – ოპოზიციამ დე ფაქტო შს მინისტრი გადააყენა

By | July 6th, 2016|Categories: ამბები|

(Sputnik Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო  შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა, იმ დრომდე, ვიდრე ე.წ. პროკურატურა მოკვლევას დაასრულებს. ძაპშბას ადგილი მისმა მოადგილე ბორის აბიტოვმა დაიკავა. […]

ობობა ტარანტული თბილისში – როგორც უნდა დავიცვათ თავი

By | July 6th, 2016|Categories: ამბები|

თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დაავადებათა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, რომ ობობა შხამიანია, მაგრამ საშიში არ არის. […]

სჯობს, ითქვას სიმართლე, თუნდაც ქვეყანამ იზარალოს: უსუფაშვილი ჩატაევის საქმეზე

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩატაევთან და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე იყო დაფარული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, „დღეს სჯობს ყველაფერი ითქვას და სიმართლე გავიგოთ“. […]

სულხან მოლაშვილის სახელობის 5000-ლარიანი პრემია დაწესდება

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

კულტურის პალატა სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ, 5 000-ლარიან პრემიას აწესებს. ამის შესახებ, ორშაბათს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. […]

ეუთო-ს რეზოლუციას მოსკოვი „ანტირუსულად“ აცხადებს

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა ორშაბათს დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი – კონფლიქტი საქართველოში. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3 წევრი იყო. ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. […]

სუბარი და სესიაშვილი აცხადებენ, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების აგენტი იყო

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

„ეს ცნობილი ტერორისტი (ახმედ ჩატაევი) თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა,“ – აცხადებს დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი. […]

ჰქონდა თუ არა ახმედ ჩატაევს საქართველს მოქალაქეობა

By | July 4th, 2016|Categories: ამბები|

რუსული მხარე აცხადებს, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი რუსეთის მოქალაქე აღარაა და მან სირიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამ ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ. […]

კონკურსი ჟურნალისტებისათვის „მონაწილეობის ლიდერები“

By | July 3rd, 2016|Categories: Uncategorized|

ფონდი „სხვა სივრცე“ და DF Watch იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში „მონაწილეობის ლიდერები“. დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის კონტექსტში. […]

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში ისრაელიდან და უკრაინიდან რეისები შეფერხებით განხორციელდა

By | July 2nd, 2016|Categories: ამბები|

30 ივნისის ღამით, უამინდობის გამო უკრაინიდან და ისრაელიდან გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის აეროპორტის ნაცვლად ერევანში ჩაფრინდა. როგორც DFWatch-თბილისის აეროპორტის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, უამინდობის გამო გუშინ მხოლოდ ეს ორი  – თელავივისა და კიევის რეისები -განხორციელდა შეფერხებით. […]

შტაინმაიერი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი საბოლოოდ სექტემბერში გადაწყდება

By | July 2nd, 2016|Categories: ამბები|

ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. […]