დაპატიმრებული, სამსახურიდან დათხოვნილი ან სტატუსშეჩერებული ძალოვნების, საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების პერსონალის რიცხვმა თურქეთის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 60 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL (რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო) სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეპრესირებულთა შემადგენლობა ასეთია:
- 7,500 – სამხედრო დააპატიმრეს, მათ შორის 85 გენერალი და ადმირალი;
- 8,000 – პოლიციელი დაითხოვეს, მათგან 1,000 დააპატიმრეს;
- 3,000 – სასამართლო სისტემის თანამშრომელი დაითხოვეს, მათ შორის 1481 მოსამართლე;
- 21,700 – განათლების სამინისტროს პერსონალი სამსახურიდან დაითხოვეს სამუდამოდ ან დროებით;
- 21,000 – მასწავლებელს ლიცენზიები ჩამოართვეს;
- 1,577 – უნივერსიტეტის დეკანი თანამდებობიდან გადააყენეს;
- 1,500 – ფინანსთა სამინისტროს პერსონალი (დაითხოვეს);
- 492 – სასულიერო პირი (დაითხოვეს);
- 393 – სოციალური პოლიტიკის სამინისტროს პერსონალი (დაითხოვეს);
- 257 – პრემიერ მინისტრის აპარატის თანამშრომელი (დაითხოვეს);
- 245 – სპორტის სამინისტროს პერსონალი (დაითხოვეს);
100 – სპეცსამსახურების ოფიციალური პირი (დაითხოვეს);
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.