„ნაციონალები“ მერიას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის გადახარჯვაში ადანაშაულებს
დედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს. […]