თარხან ბათირაშვილის სიკვდილს “ისლამურ სახელმწიფოშიც” ადასტურებენ

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი მოკლულია. ალ შიშანი, რომელსაც პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) “ომის მინისტრად“ მიიჩნევს, რამდენიმე მებრძოლთან ერთად ერაყის პატარა ქალაქ შირქათში ბრძოლისას მოკლეს. ეს ქალაქი მოსულის სამხრეთით მდებარეობს და გარშემორტყმულია ერაყის სამთავრობო ძალებით. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ Amaq-მა, რომელიც მხარს უჭერს ISIS-ს. […]