აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ რათა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჰქონდეს. როგორც DFWatch-ს უწყებაში უთხრეს, მოლაპარაკებები მიდის არამარტო ესპანეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთან პირდაპირი რეისების დასანიშნად, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
რამდენიმე დღეა ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ესპანეთთან პირდაპირი რეისის დანიშვნას ითხოვს. როგორც პეტიციაშია აღნიშნული, რომელსაც 1269 ხელმომწერი ყავს, ესპანეთში დაახლოებით 30.000 ქართველი (სხვა ინფორმაციით, გაცილებით მეტი) ცხოვრობს, რაც საკმარისი საფუძველი უნდა იყოს, რომ ავიაკომპანიები პირდაპირი მიმოსვლის დანიშვნით დაინტერესდნენ.
„პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, არა მარტო ესპანეთთან, არამედ ყველა ქვეყნის მიმართულებით ვმუშაობთ. ეს მუშა პროცესია, რაც 1-2 თვეში ვერ გადაწყდება. რაც შეეხება ესპანეთს, აქამდე პირდაპირი ფრენა არ გვქონია, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს და ვმუშაობთ, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის აეროპორტებზე. დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან თვითონ ავიაკომპანიები გვთხოვენ, რომ წინასწარ, სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, დეტალები არ გავახმაუროთ,“ – აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.