ახალმა პარლამენტმა შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო შეასუსტოს
„ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან კონსტიტუციის მთლიანად შეცვლას აპირებს. სამი ცვლილება უკვე დაანონსეს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაკეთდეს და შედეგად არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველ პირი პრეზიდენტი აღარ იქნება, მას უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდება და მთელი ძალაუფლება გადავა პრემიერზე. […]