საქართველოს რიოში 8-9 მედლის იმედი აქვს
(სპორტის სამინისტრო) პარასკევს რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გამართება. ამავე დროს, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა სამშაბათს, 2 აგვისტოს უკვე აღიმართა. რაც შეეხება გახსნის ცერემონიალს, ქართული დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი, 81 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო. […]