ვიზა ლიბერალიზაცია

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია კვლავ გადაიდო

By | September 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. […]

ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტის კომიტეტში კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

EU diplomats still expect a final decision in EP/Council on visa lib for #Georgia & #Ukraine in Oct with visa free travel on 1 Jan 2017 — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 23, 2016 საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ლონდონიდან, კლოდ მორაესმა დაუდასტურა. […]

ევროკომისარი: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოქტომბრიდან ამოქმედდება

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისარმა 14 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. […]