Monthly Archives: May 2019

ცხინვალის რეჟიმი კიდევ ორ ქართულ სკოლას ხურავს

By | May 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ახალგორის სკოლა. ცხინვალის რეჟიმი 2019-20 წლებში იმ სკოლების დახურვას გეგმავს, რომლებშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა. დასახური სკოლების სიაში მოხვდა ორი ქართული სკოლა - ერთ ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მდებარეობს, მეორე კი ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში. იხურება ახალგორის კიდევ ერთი, აბრევის ოსური სკოლაც, სადაც, დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სულ ორად-ორი მოსწავლე ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართული საბავშო [...]

300-დან 1000 ლარამდე  – რა უჯდებათ სასკოლო ბანკეტი ენგურსგადაღმა

By | May 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალში, სასკოლო ბანკეტი, მოსწავლეებს 300-დან 1000 ლარამდე უჯდებათ. DFWatch ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწვეტილების შესახებ შეიტყო, რომლის თანახმადაც, სკოლებში დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის საჩუქრის ყიდვა აიკრძალა. „ეს გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მშობლის საჩივარს უკავშირდება, რომელმაც სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, შესაგროვებელი თანხის ოდენობა გააპროტესტა. კონკრეტულად ამ შემთხვევის დროს, თანხა თითო ბავშვზე 19 000 [...]

გალში სწავლა წელს 400-მდე მოზარდმა დაამთავრა, სულ აფხაზეთში კი 1 889-მ

By | May 25th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის სკოლებში გუშინ ბოლო ზარი დაირეკა. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, სკოლას 400-მდე მე-11 კლასელი დაემშვიდობა. „ოკუპირებული გალის რაიონის ნამდვილი საზღვრების 30 სკოლაში კურსდამამთავრებელთათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. 400-მდე ახალგაზრდა დაემშვიდობება მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს და ცხოვრების ახალ გზებს შეუდგება. ბევრი უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადება, ბევრს პროფესიის დაუფლება სურს, ნაწილი ჯერჯერობით სახლში დარჩება და მშობლების [...]

„ეს პარტია იყო სათავეში, როცა გალელები ზუსტად იმ უფლებებით ვსარგებლობდით, რითაც აფხაზები“ – რას მოელის აფხაზეთის ქართველობა „არჩევნებისგან“

By | May 24th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

25 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს გალელები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის არაფერი შეიცვლება, ნაწილი კი ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი პირობების გაუმჯობესებას ვარაუდობს. „ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები. ხმის მიცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს და არავინ არაფერს გვეკითხება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთადერთი საკითხი, რაც გვაღელვებს, არეულობაა, რომელიც [...]

ცხინვალის რეჟიმი “საზღვარს” დროებით კეტავს

By | May 23rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარს" დროებით კეტავს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" აცხადებს, ამის მიზეზი სკოლებში ბოლო ზარის ზეიმთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. კერძოდ, "საზღვარი" დაიკეტება პარასკევს საღამოს 8 საათიდან კვირას დილის 6 საათამდე.

გალელ მსწავლებლებს რუსეთიდან ჩამოყვანილმა ლექტორებმა ტრენინგები ჩაუტარეს

By | May 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. შეხვედრა ოთხშაბათს შედგა და მასში რუსულის მასწავლებლები და სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. „ლექცია ეხებოდა სკოლის პროგრამას, მეთოდებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს უკეთესად რუსული. სხვა საკითხები განხილული არ ყოფილა. შეხვედრას ყველას სკოლის რუსულის მასწავლებელი და დირექტორი ესწრებოდა,“ - განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული [...]

ზუგდიდის არჩევნებზე გალიდან მასწავლებლები გადმოიყვანეს – რას ჰყვებიან პედაგოგები

By | May 20th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

მთავრობამ 19 მაისის არჩევნებისთვის გალელი მასწავლებლების „საზღვრიდან“ საარჩევნო უბნამდე მიყვანა და უკან დაბრუნება უზრულველყო. ამის შესახებ DFWatch-ს თავად მასწავლებლებმა განუცხადეს. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი უწყება ახდენდა ამის ორგანიზებას, ისინი პასუხობენ, რომ დაზუსტებით არ იციან. მანამდე მათ ერთჯერადი საჩუქარი სახით 30-30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი დაურიგეს იმ პირობით, რომ არჩევნებზე მხარს სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერდნენ. საჩუქრების [...]

პარტიები არჩევნებზე მედიებით მანიპულირებენ – რას ჰყვება სტუდენტი, რომელიც “იმედმა” დაიქირავა, დავალება კი “ოცნებისგან” მიიღო

By | May 19th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ყველაზე მწვავედ არჩევნები ზუგდიდში მიმდინარეობს. ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება ზუგდიდში (IPN). ტვ იმედმა საარჩევნო უბნებიდან  ლაივსტრიმისთვის სტუდენტები დაიქირავა. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა, ხელშეკრულებები იმედთან გააფორმეს, თუმცა დავალება პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" მიიღეს. როგორც ჩანს, იგივე პრაქტიკას არც ოპოზიცია ერიდება. იგივე ტვ იმედის ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერი ნინია ცისკარიშვილი, რომელიც "ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, ინტერნეტ-გამოცემა [...]

დახურული შეხვედრა საპატრიარქოში სტუდენტურ თვითმმართველობებთან

By | May 18th, 2019|Categories: ამბები|

(Liberali.ge) საპატრიარქომ სტუდენტურ თვითმმართველობებს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სტუდენტების გამოყვანისკენ მოუწოდა. DFWatch-ის ინფორმაციით, ამაზე იყო საუბარი დახურულ შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში 17 მაისამდე შედგა. როგორც შეხვედრის ერთმა მონაწილემ გვითხრა, სტუდენტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონტრაქციაში, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად გაიმართებოდა. ამით კი ხაზი გაესმებოდა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები უმცირესობების წინააღმდეგ გამოდიან. შეგახსენებთ, [...]

გალში მასწავლებლებს წინასაარჩევნოდ 30-30 ლარი და თითო ლიტრა ფაროსანას წამალი დაურიგეს

By | May 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალელ მასწავლებლებს ზუგდიდიდან 30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი გაუგზავნეს იმ პირობით, რომ 19 მაისის არჩევნებზე ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემენ. ამის შესახებ DFWatch-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა. მისი თქმით, გზავნილის მისაღებად გალის რაიონის სკოლის დირექტორები ზუგდიდში  დაიბარეს. “დირექტორებს გადასცეს თითო მასწავლებელზე 1 ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი და 30-30 ლარი. ამასთან, გააფრთხილეს, რომ ამაზე არავისთან [...]

დევნილებისთვის ბინების თანადაფინანსების პროგრამაში 950 განაცხადია შესული

By | May 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

დევნილების კომპაქტური დასახლება მცხეთაში (droa.ge). თბილისში რეგისტრირებული დევნილების თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის, სამინისტროში 950 განცხადება შევიდა. როგორც DFWatch-ს სამინისტროში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში განაცხადების შეფასება და შესაბამისი ქულების მინიჭება დაიწყება. საქმე ეხება, ახალ პროექტს, რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. პროგრამაში მოანწილეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელი [...]

„აქ რის ფასად გვიწევს ცხოვრება, ალბათ 90%-მა არ იცის” – რას პასუხობენ გალელები სკანდალურ ვიდეოს

By | May 13th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აფხაზური არხებით გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი, რომელიც თავს გალის რაიონის მკვიდრად გვაცნობს, ვინმე რობერტ გაწერელია, ჰყვება თუ როგორ აიღო აფხაზური პასპორტი, ეროვნების გრაფაში კი ქართველის ნაცვლად მეგრელი ჩააწერინა. ამას როგორც გალში, ასევე დანარჩენ საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ფაქტის გამო გალელები გამყიდველებად და მოღალატეებად შერაცხეს. „ამას ქართული პასპორტიც [...]

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილადან ორი კაცი გაიტაცეს

By | May 11th, 2019|Categories: ამბები|Tags: |

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან აიყვანეს. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი [...]

გალში 9 მაისს ბავშვებს რუს სამხედროებთან ერთად აზეიმეს

By | May 10th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

(Gal TV.) 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა გალის ქართულმა სკოლებმაც მიიღეს. როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის პროგრამაშია გაწერილი და აუცილებელი ხასიათი აქვს. „გვევალება ბავშვებს შესაბამისი ლექსები და სიმღერები ვასწავლოთ. რა თქმა უნდა ყველაფერი რუსულად. ყველა სკოლა მართავს ამ დღეს პატარა ღონისძიებას, შესაბამისად, წელსაც ანალოგიურად ჩატარდა. ზოგჯერ მოდიან გალის ადმინისტრაციიდან [...]

გალში ფაროსანამ იკლო – ხალხს იმედი აქვს, რომ ცოტათი ამოისუნთქებს

By | May 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალელები აცხადებენ, რომ წელს ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა გამრავლების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, წინა წლებში ამ დროს ბევრად მეტი მავნებელი  შეინიშნებოდა. „შედარებით ნაკლებია, თითქმის აქა-იქ, მაგრამ გარანტია იმის, რომ ისევ არ გამრავლდება, არ არსებობს. დაახლოებით ერთ თვეში უწევს გამოჩეკვა, ჩვენ კი მხოლოდ ფაროსანად საწინააღმდეგო პრეპარატებს ვიყენებთ, ფაროსანას კვერცხის საწინააღმდეგო [...]

სოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი: მაჩალიკაშვილი ეტაპობრივად ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად“

By | May 8th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

სოსო გოგაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელზე თავდასხმასაც, სუსის ინფორმაციით, მალხაზ მაჩლიკაშვილი გეგმავდა ამბობს, რომ „ეს ადამიანი ეტაპობრივად ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად.“ „მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი [...]

„არაეთხელ გვიხსენებია გოგაშვილი ოჯახში, თუმცა  მის სამართლებრივ დასჯას ვითხოვდით“ – მაჩალიკაშვილის ქალიშვილი

By | May 8th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

ნატა მაჩალიკაშვილი (IPN). მალხაზ მაჩალიკაშვილის ქალიშვილი ნატა აცხადებს, რომ მამამისის წინააღმდეგ ბრალდების არ სჯერა. ამბობს, რო მამა და ბიძაშვილი 24 საათის განმავლობაში ერთად არიან, ამიტომ ასეთი საკითხების განხილვა რომ სდომოდათ, ამას ტელეფონით არ გააკეთებდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის. მამაჩემის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოსდა აფეთქებას აპირებდა, ეს იყო ემოციურ [...]

სუს-ი “უკვდავ პოლკს” აფრთხილებს, მსვლელობისას აკრძალული სიმბოლიკა არ გამოიყენოს

By | May 7th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

პრეზიდენტი პუტინი "უკვდავი პოლკის" აქციაზე მოსკოვში, 2016 წლის 9 მაისი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა აქცია „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორებს საგანგებო გაფრთხილება მისცა, რომელიც თავისუფლების ქარტიით აკრძალული საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას უკავშირდება. უშიშროებისაგან მიღებულ წერილს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე „ფეისბუქში“ გამოეხმაურა. „რა სიმბოლიკას გამოვიყენებ, მე მომანდეთ გადასაწყვეტად - მით უმეტეს, რომ გამოცხადებული მაქვს, ჩვენი მოძრაობა - [...]

გვარამია აცხადებს, რომ ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდებას ახლა სხვა გზით ცდილობს

By | May 7th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არხზე ახალი მძლავრი შეტევა დაიწყო, რის გამოც ის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. როგორც გვარამიამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი მეწილე, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიისგან დიდძალ კომპენსაციას ითხოვს, რაც, დაკმაყოფილების შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს გააკოტრებს. ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და ამ გზით მთავარი ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს [...]

პირველი დიალოგი ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის 21 აპრილის ამბების შემდეგ

By | May 6th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

შეხვედრა პანკისში (შერიგების სახმინისტრის აპარატის ფოტო). იმის რესურსი, რომ ყველაფერი მოსახლეობის ჩართულობისა და კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, ძალიან მაღალია, რადგან არის მზაობა, კონკრეტული ხედვები და გეგმები - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათთან 21 აპრილს განვითარებული მოვლენები განიხილა. მინისტრის შეფასებით, [...]

„ივანიშვილი აჯანყებისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს დათმობს… არ აქვს ამ კაცს სინდისი და ნამუსი“ – ალეკო ელისაშვილი

By | May 6th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(Facebook.) „ეს ქვეყანა არ არსებობს, ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის ფულის კეთების დაზგა და ხუშტურების მომსახურების სააგენტო. ახლა ერთი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე და ეს აჯანყების დასაწყისი  უნდა იყოს. ივანიშვილი აჯანყების, ამბოხისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს არ დათმობს. ისე ხოშიანად არის ჩაძირული თავის კორუფციაშიც და თავის დანაშაულშიც,“ - განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო [...]

„თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები“ – მწერლები აცხადებენ, რომ მთავრობა მათ სჯის

By | May 5th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ზვიად რატიანი (რადიო თავისუფლების ფოტო). მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთიანდება, მწერლები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მმართველი გუნდის ერთგვარ შურისძიებად აღიქვამს. ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მანამ, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგნენ. მიიჩნევენ, ეს არის ხელისუფლების რეაქცია მათ მიერ სხვადასხვა საკითხებზე გამოხატულ სამოქალაქო პოზიციებზე. „კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ, [...]

რუსეთიდან საქართველოს მზგავრთა ნაკადი მოაწყდა – ზემო ლარსთან მრავალკილომეტრიანი რიგებია

By | May 5th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

მანქანების რიგი ზემო ლარსთან რუსეთის მხარეს. სატრანსპორტო ნაკადის მკვეთრი მომატების გამო რუსეთის მხარეს მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგებია. შაბათს რუსეთის მხარეს რიგში, სულ მცირე, 600-მდე მანქანა იდგა. თუმცა პრობლემებია საქართველოს გამშვებ პუნქტთანაც. ამის გამო შსს იძულებული გახდა, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაეყვანა. საქართველოში შემომსვლელთა ნაკადის ზრდა, ერთი მხრივ, ტურისტული სეზონის მოახლოებას უკავშირდება, მეორე მხრივ [...]

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარი “ანტიტერორისტულ” წვთნებს ატარებს

By | May 3rd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(Sputnik-Ossetia.ru) სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და სომხეთის რუსული სამხედრო ბაზების ერთობლივი ანტიტერორისტული და პოლიციის ქვედანაყოფები წვრთნებს გადიან. „სწავლების დროს, ჯავშანტრანსპორტიორებით უზრუნველყოფილმა სამხედრო პერსონალიმა შეიმუშავა პრაქტიკული ქმედებები იმისათვის, რომ დაიცვას სამხედრო ბაზების ტერიტორია,“ - განაცხადა სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა. უსაფრთხოების სისტემის აუდიტის დროს, სამხედრო პერსონალმა შეიმუშავა ბრძანება, მიმდინარეობდა კონტროლი და სამხედრო პოლიციის განყოფილებებთან მუდმივი [...]

სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ან სხვა სახის სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

By | May 3rd, 2019|Categories: ამბები|Tags: |

ახალი კანონით, რომელიც პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო, სექსუალური შევიწროების გამო პირი თავდაპირველად 300 ლარით, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის კი 500 ლარით დაჯარიმდება ან ერთ თვემდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს მიუსჯიან. გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით, 102 ხმით დამტკიცდა. პროექტის [...]

ევროპის ჩემპიონატის მედალოსანი ფედერაციას დისკრიმინაციაზე უჩივის, მწვრთნელს კი სექსუალურ შევიწროვებაში სდებს ბრალს

By | May 2nd, 2019|Categories: ამბები, სპორტი|Tags: , , , |

(Facebook.) ძალოსან ქალთა ნაკრების წევრი, რომელიც ძალოსანთა ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა, სასამართლოს მიმართავს და ფედერაციისგან დისკრიმინაციისთვის  მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ამას გარდა, თათია ლორთქოფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ორგანიზაცია „საფარის“ ხლმძღვანელ ბაია პატარაიასთან ერთად, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. „იმიტომ [...]