შეხვედრა ოთხშაბათს შედგა და მასში რუსულის მასწავლებლები და სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ.
„ლექცია ეხებოდა სკოლის პროგრამას, მეთოდებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს უკეთესად რუსული. სხვა საკითხები განხილული არ ყოფილა. შეხვედრას ყველას სკოლის რუსულის მასწავლებელი და დირექტორი ესწრებოდა,“ – განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.
ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული სწავლება რუსულით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა. 1990–დან 2018 წლამდე ოკუპირებულ რაიონში ქართული სკოლების რაოდენობა 58–დან 30-მდე შემცირდა, სადაც ირიცხება 4 095 მოსწავლე და დასაქმებულია 745 მასწავლებელი. მოსწავლეების 98% და მასწავლებლების 90% ეთნიკური ქართველია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.