ტვ იმედმა საარჩევნო უბნებიდან ლაივსტრიმისთვის სტუდენტები დაიქირავა. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა, ხელშეკრულებები იმედთან გააფორმეს, თუმცა დავალება პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან” მიიღეს.
როგორც ჩანს, იგივე პრაქტიკას არც ოპოზიცია ერიდება. იგივე ტვ იმედის ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერი ნინია ცისკარიშვილი, რომელიც “ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, ინტერნეტ-გამოცემა “ნიუპოსტის” ეგიდით არის არჩევნებზე აკერიტებული.
რაც შეეხება სტუდენტებს, მათ მთელი დღის განმავლობაში საარჩენო უბნებიდან უწყვეტი ლაივის წარმოება ევალებათ, ამისთვის კი სპეციალური ტელეფონები დაურიგდათ ულიმიტო ინტერნეტითა და პაუერბანკებით.
სტუდენტებს უნაზღაურდებათ კვების ფული, სასტუროს ხარჯი და გასამრჯელოდ 200 ლარს იღებენ. ღამეს კი ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისში” ათევენ.
DFWatch ეცადა იმედის საინფორმაციოს ხელმძღვანელთან, ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას, თუმცა ნომერზე დარეკვა ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები არ არიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან, შეხვედრაზე კი აუხსნეს, რომ იმუშავენდნენ როგორც ჟურნალისტები და ეს საარჩევნოდ დანერგილი პრაქტიკაა. ბეიჯებზე არ არის მითითებული სტუდენტის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე მწვავედ რიგგარეშე შუალედური არჩევნები ზუგდიდში მიმდინარეობს. როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას მაქსიმალური რესურსი სწორედ ზუგდიდისკენ აქვთ მიმართული. ოპოზიციასაც თითო უბანზე მინიმუმ 10-მდე დამკვირვებელი ჰყავს სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის საინფორმაციო საშუალებების სახელით.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.