ბიძინა ივანიშვილი

„ივანიშვილი აჯანყებისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს დათმობს… არ აქვს ამ კაცს სინდისი და ნამუსი“ – ალეკო ელისაშვილი

By | May 6th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(Facebook.) „ეს ქვეყანა არ არსებობს, ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის ფულის კეთების დაზგა და ხუშტურების მომსახურების სააგენტო. ახლა ერთი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე და ეს აჯანყების დასაწყისი  უნდა იყოს. ივანიშვილი აჯანყების, ამბოხისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს არ დათმობს. ისე ხოშიანად არის ჩაძირული თავის კორუფციაშიც და თავის დანაშაულშიც,“ - განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო [...]

ივანიშვილი: სოციალიზმი, მარქსიზმი კრიმინალური იდეაა

By | September 29th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

„სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ ეს იყო მცდარი და  ამ მცდარ იდეას კიდევ ასეთი მეთოდებით ეწირებოდა ხალხი და რა თქმა უნდა,  ესაა შეფასება. თვითონ იდეა არ იყო ჰუმანური. თეორია დაწერილი იყო, მაგრამ მარქსიზმის თანასწორობა კრიმინალური იდეაა, რაც ყველა  ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში, სადაც ის იყო, უაღრესად ცუდი გამოვლინება ჰპოვა,“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, რომელიც GDS-ის ეთერით გადმოიცა. […]

ივანიშვილი: „ნარმანია არის ძალიან… კარგი მენეჯერი, შეადარეთ წინანდელი და დღევანდელი თბილისი“

By | September 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„არც ნარმანია არაა უნაკლო, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შეეშალა, მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს“, – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობა დადებითად შეაფასა, მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა, „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ მოიხსენია.  […]

ივანიშვილი: „ხელისუფლება კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ, მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება“

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

„პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე. ის პროცესი ჩემგან მართული რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ასეთი ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს  ტელეკომპანია GDS-ის  ახალ პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, რომელიც 1 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში. […]