(Liberali.ge)

საპატრიარქომ სტუდენტურ თვითმმართველობებს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სტუდენტების გამოყვანისკენ მოუწოდა. DFWatch-ის ინფორმაციით, ამაზე იყო საუბარი დახურულ შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში 17 მაისამდე შედგა.

როგორც შეხვედრის ერთმა მონაწილემ გვითხრა, სტუდენტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონტრაქციაში, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად გაიმართებოდა. ამით კი ხაზი გაესმებოდა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები უმცირესობების წინააღმდეგ გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება, პარალელურად კი საქართველოში ოჯახის სიწმინდი დღე დაფუძნდა, რომელსაც საპატრიარქო საგანგებო ღონისძიებებით აღნიშნავს. რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა მოეწყო.

ცნობისთვის, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარასკევს არ გამართულა.