სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელზე თავდასხმასაც, სუსის ინფორმაციით, მალხაზ მაჩლიკაშვილი გეგმავდა ამბობს, რომ „ეს ადამიანი ეტაპობრივად ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად.“
„მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე,” – განაცხადა გოგაშვილმა.
სოსო გოგაშვილი პირველ კომენტარში, რომელიც „ინტერპრესნიუსთან“ ჩაწერა აღნიშნავს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის ოჯახის გადარჩენისათვის.
„არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა,“-განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.