ფაროსანა

ფაროსანამ აფხაზეთში საგრძნობლად იკლო

By | July 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთში, მათ შორის გალის ტერიტორიაზე, ფაროსანასთან ბრძოლა რუსული ვერტმფრენებით გრძელდება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ გალის ტერიტორია ვერტმფრენებით შეიწამლა. „ფაროსანას რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. წელს უკვე იმედი გაჩნდა, რომ თხილის მინიმალურ მოსავალს მაინც ავიღებთ. ვებრძვით საკუთარი ძალებით, ასევე იწამლება ვერტმფრენებით“, - აცხადებენ ადგილობრივები. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, თავის დროზე დაჭერილი მავნებლების შესყიდვა დაიწყო. [...]

გალში ფაროსანამ იკლო – ხალხს იმედი აქვს, რომ ცოტათი ამოისუნთქებს

By | May 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალელები აცხადებენ, რომ წელს ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა გამრავლების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, წინა წლებში ამ დროს ბევრად მეტი მავნებელი  შეინიშნებოდა. „შედარებით ნაკლებია, თითქმის აქა-იქ, მაგრამ გარანტია იმის, რომ ისევ არ გამრავლდება, არ არსებობს. დაახლოებით ერთ თვეში უწევს გამოჩეკვა, ჩვენ კი მხოლოდ ფაროსანად საწინააღმდეგო პრეპარატებს ვიყენებთ, ფაროსანას კვერცხის საწინააღმდეგო [...]

გალში ზუგდიდიდან ფაროსანას წამლის შეტანა აკრძალეს

By | April 17th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(apsadgil.info) სოხუმის რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. როგორც DFWatch-ს გალის მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფხაზი „მესაზღვრეები“ გადამსვლელებს წამალს ადგილზე ართმევენ და 500 რუსული რუბლით აჯარიმებენ (21 ლარი). „გალის ბაზარში შემოიტანეს წამალი, ზუგდიდიდან შემოტანა კი აკრძალეს. ჩამორთმევას და ჯარიმას ექვემდებარება. აქ წამალი, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია ზუგდიდთან შედარებით“, [...]

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გალში ფაროსანასთან ბრძოლა გააქტიურდა

By | April 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(Newscaucasus.com) დათბობასთან ერთად გალში ფაროსანას პრობლემა კვლავ თავს იჩენს. როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, მავნებელმა სამალავებიდან გამოსვლა უკვე დაიწყო და, ტემპერატურის მომატების პარალელურად, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება. […]