გალის სკოლები

გალის სკოლებში სწავლა ფაქტობრივად შეწყვეტილია – როგორ უმკლავდებიან პედაგოგები და მოსწავლეები პრობლემებს

By | November 23rd, 2020|Categories: ამბები|Tags: , , , |

სკოლა სოფელ სიდაში. (DFWatch.) კოვიდპანდემიამ გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები დამატებითი პრობლემის წინაშე დააყენა. თუ აქამდე სირთულეები სოხუმის რეჟიმის მიერ ქართული ენის სწავლების შეზღუდვაში გამოიხატებოდა, დღეს ფაქტობრივად სწავლა საერთოდ შეჩერებულია. სკოლებში გაკვეთილების ჩატარება პანდემიის გამო აიკრძალა, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა კი ვერ ხერხდება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბევრ მასწავლებელსა და მოსწავლეს კომპიუტერთან და გამართულ ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, [...]

გალის სკოლებში შიდასასკოლო გამოცდები აფხაზური ენის ტესტირებით დასრულდა

By | June 25th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

 ქართული სკოლების მე-11 კლასელთათვის ჩასაბარებელი გამოცდების სია ასე გამოიყურება: ქართული, რუსული, მათემატიკა, აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორია. რა მნიშვნელობა ენიჭება აფხაზურ გამოცდებს და იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას მისი შედეგები სამომავლოდ, ამაზე DFWatch გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიას ესაუბრა. ,,ოკუპირებულ აფხაზეთში გასცემენ აფხაზურ ატესტატს, სადაც ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად,  კურსდამთავრებულებს მშობლიურ ენად რუსული ენა ეწერებათ. აფხაზეთის ა/რ [...]

გალში სწავლა წელს 400-მდე მოზარდმა დაამთავრა, სულ აფხაზეთში კი 1 889-მ

By | May 25th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის სკოლებში გუშინ ბოლო ზარი დაირეკა. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, სკოლას 400-მდე მე-11 კლასელი დაემშვიდობა. „ოკუპირებული გალის რაიონის ნამდვილი საზღვრების 30 სკოლაში კურსდამამთავრებელთათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. 400-მდე ახალგაზრდა დაემშვიდობება მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს და ცხოვრების ახალ გზებს შეუდგება. ბევრი უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადება, ბევრს პროფესიის დაუფლება სურს, ნაწილი ჯერჯერობით სახლში დარჩება და მშობლების [...]

გალში მასწავლებლებს წინასაარჩევნოდ 30-30 ლარი და თითო ლიტრა ფაროსანას წამალი დაურიგეს

By | May 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალელ მასწავლებლებს ზუგდიდიდან 30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი გაუგზავნეს იმ პირობით, რომ 19 მაისის არჩევნებზე ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემენ. ამის შესახებ DFWatch-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა. მისი თქმით, გზავნილის მისაღებად გალის რაიონის სკოლის დირექტორები ზუგდიდში  დაიბარეს. “დირექტორებს გადასცეს თითო მასწავლებელზე 1 ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი და 30-30 ლარი. ამასთან, გააფრთხილეს, რომ ამაზე არავისთან [...]

„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია ჩვენს თვითრეალიზებაზე დარდით“ – რას პასუხობენ გალელები სეპარატისტ ჩინოვნიკს

By | April 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

თემურ ნადარაია. „ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები!“ - ასე პასუხობენ გალელები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მუქარას რუსულის სწავლასთან დაკავშირებით. „თუ  გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა [რუსული] ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და [...]