Monthly Archives: April 2019

“მძინარა ჯოზე” ტრამპის გზავნილის გაზიარების გამო სალომე ზურაბიშვილი მორიგ შარში გაეხვა

By | April 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას, რომელშიც ის დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს დასცინის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ტექნიკური შეცდომა" უწოდა. ზურაბიშვილის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე სავარაუდოდ სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა, თუმცა არ გამოირიცხება კიბერთავდახმაც, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეტევა ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის სოციალურ ანგარიშზე განხორციელდა. [...]

„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია ჩვენს თვითრეალიზებაზე დარდით“ – რას პასუხობენ გალელები სეპარატისტ ჩინოვნიკს

By | April 22nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

თემურ ნადარაია. „ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები!“ - ასე პასუხობენ გალელები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მუქარას რუსულის სწავლასთან დაკავშირებით. „თუ  გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა [რუსული] ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და [...]

კლანური მმართველობა სასამართლოში 2007 წლიდან დღემდე

By | April 19th, 2019|Categories: მოსაზრება|Tags: , , , , , |

კახა წიქარიშვილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური ნების არ არსებობით იყო განპირობებული. 2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სასამართლოში ჩამოყალიბდა მმართველობით რგოლში მყოფი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა [...]

გალში ზუგდიდიდან ფაროსანას წამლის შეტანა აკრძალეს

By | April 17th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(apsadgil.info) სოხუმის რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. როგორც DFWatch-ს გალის მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფხაზი „მესაზღვრეები“ გადამსვლელებს წამალს ადგილზე ართმევენ და 500 რუსული რუბლით აჯარიმებენ (21 ლარი). „გალის ბაზარში შემოიტანეს წამალი, ზუგდიდიდან შემოტანა კი აკრძალეს. ჩამორთმევას და ჯარიმას ექვემდებარება. აქ წამალი, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია ზუგდიდთან შედარებით“, [...]

თბილისში მიაჩნიათ, რომ სოხუმის სასტუმროს „საერთაშორისო ვარსკვლავი“ უბრალო ბლეფია

By | April 16th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზური მედია დიდი ზარ-ზეიმით აცხადებს, რომ სოხუმის სასტუმრო „ლეონს“ შვეიცარიაში ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო ვარსკვლავის პრემია (International Star for quality) მიენიჭა. თუმცა თბილისში აღნიშნავენ, რომ ეს კერძო ჯილდოა, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია, ვინც სათანადო თანხას გადაიხდის. სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა გივი ჭაბაღუამ აღნიშნა, რომ „პრემიას საკუთარ ქვეყანა - აფხაზეთს“ უძღვნის. „ჩვენ სასტუმროს აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლის, [...]

გალის ბაღებში აფხაზურის სწავლება დაიწყო

By | April 16th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

გალში აფხაზური ენის სწავლება ბაღებშიც დაიწყო, ამის შესახებ DFWatch-ს ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. „ბაღებში რუსული სწავლებაა, აფხაზური დაუწყიათ ერთი თვეა, მე კი მხოლოდ ახლა გავიგე. საჭიროდ არავინ ჩათვალა, რომ წინასწარ ეცნობებიათ მშობლებისთვის. მასწავლებელი ვნახე შემთხვევით და მოვიკითხე, სხვაგვარად ალბათ ვერც გავიგებდი. სიტყვებს ასწავლიან, ბავშვი სამი წლისაა, ჯერ რუსულის ათვისება უჭირს, აფხაზურის სწავლას როგორ შეძლებს, არ ვიცი. [...]

მართვის მოწმობის აღების ფასი აფხაზეთში 360 ლარიდან იწყება 1 000-ზე ზემოთ ადის

By | April 13th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

გალში აფხაზური მართვის მოწმობის აღება 8 500-დან 25 000-მდე რუსული რუბლამდე მერყეობს (დაახლ. 360-1 050 ლარი), ვადა კი 10 წელი აქვს. პირველი რიცხვი, 8 500 რუბლი, არის ოფიციალური ფასი. აქედან 7 000 რუბლი ჯდება თეორია, ხოლო თითოეული პრაქტიკული გაკვეთილი  1500 რუბლი ღირს. სულ, გამოცდაზე რომ გახვიდე, მინიმუმ 5 პრაქტიკული გაკვეთილის გავლაა საჭირო. შესაბამისად, ოფიციალურად რომ აიღო [...]

გაზპრომის გამო ცხინვალი ინტერნეტის გარეშე დარჩა

By | April 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სამხრეთ ოსეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთიდან მომავალი "გაზპრომის" კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაა, რომელიც სეპარატისტულ რესპუბლიკას ინტერნეტით ამარაგებს. ამავე დროს ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის კავშირის ოპერატორის, "მეგაფონ-ოსეტიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მობილურ კავშირს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სათადარიგო რეჟიმში მუშაობს.

აფხაზეთში ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან

By | April 5th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(Ekhokavkaza) 2020 წლიდან სოხუმის რეჟიმი სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს. დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებაზე უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ნარკომოვაჭრეებზე სხვა დრაკონულ ზომებსაც ითვალისწინებს, მათ შორის შეწყალების უფლებისა და ვადამდელი გათავისუფლების წესის გაუქმებას და გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას. ახალი კანონით, მანქანის ნარკოტიკული თრობის [...]

ქართველები ყველაზე ნაკლებად პარლამენტს, სასამართლოს და მედიას ენდობიან: კვლევა

By | April 5th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად პარლამენტს (24%) და სასამართლო სისტემას (20%) არ ენდობა, მაშინ როცა ნდობის ყველაზე დიდი ხარისხით, ისევე როგორც ბევრ სხვა ანალოგიურ კვლევაში, კვლავ ეკლესია სარგებლობს  (55%). ეს განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, [...]

დევნილებისთვის ბინების გადაცემისას შეიძლება ხანდაზმულობის საკითხი გაითვალისწინონ

By | April 2nd, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებთ, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების შეფასების კრიტერიუმებში ხანდაზმულობის გათვალისწინების საკითხი განიხილება. როგორც DFWatch-ს მინისტრმა უთხრა, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ მიმდინარეობს ეტაპობრივი დაკმაყოფილება, შესაბამისი კრიტერიუმებით. „ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ [...]